მირქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mirqma.jpg|მარჯვნივ|250პქ|]]
 
[[ფაილი:Mirqma.jpg|მარჯვნივ|250პქ|]]
'''მირქმა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი''' - (15 თებ. ახ. სტ; ძვ.სტ. 2 თებ.). [[მოსე|მოსეს]] რჯულის თანახმად, დაბადებიდან მეორმოცე დღეს, მშობლებს თავიანთი პირველშობილი შვილი ტაძარში უნდა მიეყვანათ. ამასთან, შესაწირიც უნდა მიერთმიათ უფლისათვის, მდიდარს - მდიდრული, ღარიბს კი ორი გვრიტი, ან ორი ხუნდი მტრედისა. შობიდან მეორმოცე დღეს მარიამმა და იოსებმა [[იერუსალიმი – როგორც რელიგიის წმინდა ქალაქი|იერუსალიმში]] წაიყვანეს [[იესო ქრისტე|იესო]] და რადგანაც ღარიბები იყვნენ, მტრედის ორი ხუნდი შესწირეს ტაძარს.
 
  
იერუსალიმში ცხოვრობდა ვინმე სვიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი. მას ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდის მიერ, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა ქრისტეს, ცხებულს უფლისას. იგი, სულიწმიდით აღძრული, სწორედ მაშინ მივიდა ტაძარში, როცა იქ იმყოფებოდა იესო მშობლებთან ერთად. სვიმონმა ხელში აიყვანა (მიირქვა) ყრმა მაცხოვარი, [[კურთხევა|აკურთხა]] ღმერთი და სთქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა - ისრაელისა“. ეს სიტყვები მართალმა სვიმეონმა შემდეგი მიზეზის გამო წარმოთქვა: ძვ.. 270 წ. იგი იყო სამეოცდაათთაგან ერთ-ერთი მთარგმნელი [[ბიბლია|ბიბლიისა]] ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. როცა ესაია  წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა ქალწულისაგან მესიის შობის შესახებ, არ დაიჯერა და ქალწულის მაგივრად დაწერა ქალი. მასთან უეცრად აღმოჩენილმა [[მთავარანგელოზები|მთავარანგელოზმა]] გაბრიელმა წაუშალა „ქალი“ და უთხრა: ის არ მოკვდებოდა მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა ქალწულისაგან განხორციელებულ მესიას. იოსები და მარიამი განცვიფრებულნი უსმენდნენ უცნობ მოხუცს. სვიმეონმა ისინიც დალოცა და ღმრთისმშობელს უწინასწარმეტყველა, რომ მის გულში ლახვარი გაივლიდა შვილის ტანჯვის გამო.
+
'''მირქმა''' - „მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.
 +
 
 +
შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, [[მოსე|მოსეს]] სჯულის თანახმად, [[ქრისტე]] მიიყვანეს [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]]. ამ ავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ [[ქრისტეს შობა|ქრისტეშობიდან]] ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას (ე.ი. შეხვედრას).
 +
 
 +
ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ ანასთან ([[ლუკა მახარებელი|ლუკა]], 2:22-38) ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენაა. სიმეონს უწყებული ჰქონდა „სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ“, და [[სულიწმინდა|სულწმინდით]] შთაგონებული იგი ტაძარში მივიდა, სადაც შეხვდა ახალშობილ [[მესია|მესიას]], აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა სიტყვები, რომელთაც ჩვენ დღემდე ვგალობთ ყოველი [[მწუხრი|მწუხრის]] დასასრულს:
 +
 
 +
''„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა.“''
 +
 
 +
წმ. სიმეონმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ [[იესო ქრისტე|იესო]] იდგებოდა „დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის“, და რომ დედა ღვთისა დაიტანჯება თავისი შვილის გამო. წინასწარმეტყველი ანა ესწრებოდა ამას და „მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმს შინა“.
 +
 
 +
დღესასწაულ ის ღვთისმსახურებაში აღნიშნულია, რომ ქრისტე, ძე და [[სიტყვა]] ღვთისა, ვინც შექმნა მთელი სამყარო, ახლა, არის რა ყრმა, ხელთ უჭირავს მოხუცებულს; მან, ვინც დაადგინა სჯული, ახლა თავად აღასრულებს ამ სჯულს, როგორც ძე კაცისა.
 +
 
 +
''„მიიქუ მოხუცებულო, რომელმან მოსეს, პირველ ჰსჯული მომადლა მთასა სინასა, ჰსჯულისა აღსრულებად შენდა მოსრული, ესე არს რომლისათვის ჰსჯული მოასწავებდა, და წინასწარმეტყუელნი, ესე არს იგავთა და სახეთა მიერ გამოსახული, ესე არს ჩუენთვის განკაცებული, რათა გუაცხოვნეს, ამას თაყუანის-ვჰსცემდეთ და ვადიდებდეთ“'' (უფალო ღაღადვჰყავსა ზედა [[დასდებელი]]).
 +
 
 +
''„დღეს განიხმიან ბჭენი ცათანი, რამეთუ სიტყუა ღმრთისა დაუსაბამო დაიბადა ჩუენთვის, და [[დასაბამი]] ჟამიერი კაცთა ჰხსნისათვის მიიღო, დაუქცეველად ეგო ღვთაებითა, ქალწულისაგან დედისა ჩვილებრ ორმეოცისა დღისა, ჰსჯულიერად ტაძრად მოიყვანა პირმშო დაბადებულთა და ესე წიაღთა თვისთა მიიქუა მოხუცებულმან და უღაღადებდა, განმათავისუფლე მე, რომელი მოხუედ ცხოვრებად კაცთა, სოფლად სახიერებით, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“'' (უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელი).
 +
 
 +
დღესასწაულის მწუხრი და [[ცისკარი (ღვთისმსახურება)|ცისკარი]] უხვად შეიცავს ამ თემაზე შექმნილ საგალობლებს. საღმრთო [[ლიტურგია|ლიტურგიაში]] ღვთისმშობლის შესახებ საგალობლის სიტყვები ქმნის „პროკიმენს“ („წარდგომას“) ხოლო მოხუცი სიმეონის სიტყვები „[[ალილუია|ალილუიას]]“ [[საგალობელნი|საგალობლის]] სტრიქონებს. [[სახარება|სახარების]] საკითხავი მოგვითხრობს მირქმაზე, მაშინ როცა [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმიდან]] იკითხება განწმენდის სჯული [[ლევიტელნი|ლევიტელთა]] წიგნიდან, წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ტაძარში სამწმიდა უფლის ხილვასა და ეგვიპტელებისათვის რწმენის მიმადლებაზე, რომელიც, ასევე, იმავე ესაიას მიერაა ნაწინასწარმეტყველები, როცა ნათელი უფლისა იქნება „გამობრწყინვებად წარმართთა ზედა“ (ლუკა, 2:32).
 +
 
 +
სულიწმინდით შთაგონებულ და ნაწინამძღვრევ მორწმუნეებს, როგორც წმინდა სიმეონ ღვთის მიმრქმელს, ასევე, შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი „მირქმა“ უფალთან და დაამოწმონ, რომ ისინიც შეიძლება „განუტევოს“ უფალმა, რადგან მათმა თვალებმაც იხილეს ხსნა უფლისაგან ქრისტეში.
 +
 
 +
''„გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდ საწყალობასა“'' ([[ტროპარი]]).
 +
 
 +
''„საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ ქრისტიანენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე“'' ([[კონდაკი]]).
  
როცა რჯულის წესისამებრ ყველაფერი აასრულეს, წმიდა ოჯახი ისევ ნაზარეთში დაბრუნდა.
 
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]

მიმდინარე ცვლილება 14:05, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

Mirqma.jpg

მირქმა - „მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული.

შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, მოსეს სჯულის თანახმად, ქრისტე მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ამ ავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ ქრისტეშობიდან ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას (ე.ი. შეხვედრას).

ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ ანასთან (ლუკა, 2:22-38) ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენაა. სიმეონს უწყებული ჰქონდა „სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ“, და სულწმინდით შთაგონებული იგი ტაძარში მივიდა, სადაც შეხვდა ახალშობილ მესიას, აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა სიტყვები, რომელთაც ჩვენ დღემდე ვგალობთ ყოველი მწუხრის დასასრულს:

„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა.“

წმ. სიმეონმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იესო იდგებოდა „დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის“, და რომ დედა ღვთისა დაიტანჯება თავისი შვილის გამო. წინასწარმეტყველი ანა ესწრებოდა ამას და „მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმს შინა“.

დღესასწაულ ის ღვთისმსახურებაში აღნიშნულია, რომ ქრისტე, ძე და სიტყვა ღვთისა, ვინც შექმნა მთელი სამყარო, ახლა, არის რა ყრმა, ხელთ უჭირავს მოხუცებულს; მან, ვინც დაადგინა სჯული, ახლა თავად აღასრულებს ამ სჯულს, როგორც ძე კაცისა.

„მიიქუ მოხუცებულო, რომელმან მოსეს, პირველ ჰსჯული მომადლა მთასა სინასა, ჰსჯულისა აღსრულებად შენდა მოსრული, ესე არს რომლისათვის ჰსჯული მოასწავებდა, და წინასწარმეტყუელნი, ესე არს იგავთა და სახეთა მიერ გამოსახული, ესე არს ჩუენთვის განკაცებული, რათა გუაცხოვნეს, ამას თაყუანის-ვჰსცემდეთ და ვადიდებდეთ“ (უფალო ღაღადვჰყავსა ზედა დასდებელი).

„დღეს განიხმიან ბჭენი ცათანი, რამეთუ სიტყუა ღმრთისა დაუსაბამო დაიბადა ჩუენთვის, და დასაბამი ჟამიერი კაცთა ჰხსნისათვის მიიღო, დაუქცეველად ეგო ღვთაებითა, ქალწულისაგან დედისა ჩვილებრ ორმეოცისა დღისა, ჰსჯულიერად ტაძრად მოიყვანა პირმშო დაბადებულთა და ესე წიაღთა თვისთა მიიქუა მოხუცებულმან და უღაღადებდა, განმათავისუფლე მე, რომელი მოხუედ ცხოვრებად კაცთა, სოფლად სახიერებით, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“ (უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელი).

დღესასწაულის მწუხრი და ცისკარი უხვად შეიცავს ამ თემაზე შექმნილ საგალობლებს. საღმრთო ლიტურგიაში ღვთისმშობლის შესახებ საგალობლის სიტყვები ქმნის „პროკიმენს“ („წარდგომას“) ხოლო მოხუცი სიმეონის სიტყვები „ალილუიას“ საგალობლის სტრიქონებს. სახარების საკითხავი მოგვითხრობს მირქმაზე, მაშინ როცა ძველი აღთქმიდან იკითხება განწმენდის სჯული ლევიტელთა წიგნიდან, წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ტაძარში სამწმიდა უფლის ხილვასა და ეგვიპტელებისათვის რწმენის მიმადლებაზე, რომელიც, ასევე, იმავე ესაიას მიერაა ნაწინასწარმეტყველები, როცა ნათელი უფლისა იქნება „გამობრწყინვებად წარმართთა ზედა“ (ლუკა, 2:32).

სულიწმინდით შთაგონებულ და ნაწინამძღვრევ მორწმუნეებს, როგორც წმინდა სიმეონ ღვთის მიმრქმელს, ასევე, შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი „მირქმა“ უფალთან და დაამოწმონ, რომ ისინიც შეიძლება „განუტევოს“ უფალმა, რადგან მათმა თვალებმაც იხილეს ხსნა უფლისაგან ქრისტეში.

„გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდ საწყალობასა“ (ტროპარი).

„საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ ქრისტიანენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე“ (კონდაკი).


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები