ანზორ აბესაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბესაძე ანზორ“ გადაიტანა გვერდზე „ანზორ აბესაძე“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:29, 20 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ანზორ აბესაძე

ანზორ აბესაძე − (1942 − 1978), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მუხურაში (ტყიბული), პედაგოგების ოჯახში. 1959 წელს დაამთავრა მუხურის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამავე წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები წყალტუბოსა და ტყიბულში გამომავალ გაზეთებში. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტყიბულის მე-2 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ასევე მოღვაწეობდა ტყიბულის წიგნს მოყვარულთა საზოგადოებაში. 1986 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული: „თვალმოკრული საწუთრო”.

იმერეთი
თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს,
მდინარეები ისევ გიჟობენ;
შემოვლებია ზურმუხტის ზოლად
მწვანე ეზოებს ტირიფის ღობე.
ცის ლაჟვარდიდან მზე იხედება,
მზე იხედება კაცის გულიდან;
ფრთას ისწორებენ თეთრი გედები
და ოხშივარი ასდის ხნულიდან.
აქ ყველაფერში მზეა უთვლელი,
აქ ყველა გული მეოცნებეა...
და არსებობის მოკლე წუთები
მარადისობას ეფიცხებიან.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები