ყარამანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''„ყარამანიანი"'''  — [[საგმირო]]-საფალავნო მოთხრობათა ვრცელი კრებული, რომელშიც აღწერილია ყარამანისა და მისი შვილიშვილის ქუჩუკ-ყარამანის [[ფანტასტიკა|ფანტასტიკური]] თავგადასავალი. კრებულში ჩართულია მრავალი დამატებითი ეპიზოდი (სარვიხურამთან გამიჯნურება, ბარამ-ჯიბილის გაქვავება, ჯადო-თილისმები და ა. შ.). ხელნაწერთა თავწერილობიდან ირკვევა, რომ [[ერეკლე მეორე|ერეკლე მეორის]] სიძეს, სახელოვან სარდალს [[ორბელიანი დავით|დავით ორბელიანს]], რომელსაც კარგად სცოდნია სპარსული, [[ირანი|ირანიდან]] ჩამოუტანია „ყარამანიანის“ სპარსული დედანი („დასთანე ყაჰრამანე ყათელი“ — „ყაჰრამან მკვლელის ამბავი“) და [[თარგმანი|უთარგმნია]] 1762-74 წლებში. ქართული თარგმანი ზუსტია, განსხვავებებს ვარიანტული ხასიათი აქვს, ზოგჯერ გადმოღებულია ჩანართი ლექსები. „ყარამანიანი“, ისევე, როგორც ამ ტიპის სხვა სარაინდო თხზულებანი, მაღალი მხატვრული ღირსების არაა. სიუჟეტის დახლართულობა, ურიცხვი და ერთმანეთს მიმსგავსებული [[პერსონაჟი|პერსონაჟები]], ტრაფარეტული ტროპიკის სიჭარბე ერთფეროვნებას ანიჭებს ამ ძეგლს. მაგრამ იგი მაინც იპყრობს ყურადღებას სადა და ლექსიკურად საინტერესო, ცოცხალი სასაუბრო [[ენა (მეტყველება)|ენით]], თხრობის უშუალობით, [[რეალიზმი|რეალისტურისა]] და ფანტასტიკურის ბუნებრივი შერწყმით. შემთხვევითი არ არის ის დიდი პოპულარობა, რომლითაც „ყარამანიანი“ სარგებლობდა საქართველოში. ტექსტი რამდენჯერმე გამოიცა იაფი წიგნაკების სახით ხან 8, ხან 12 და ხან 16 კარად (1872, 1875, 1888, 1902, 1912 წწ.). უკანასკნელად მისი პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს [[გვახარია ალექსანდრე|ა. გვახარიამ]] და ს. ცაიშვილმა.
 
==ტექსტი და ლიტერატურა==
+
==<small>ტექსტი და ლიტერატურა</small>==
 
* ყარამანიანი, 1965.
 
* ყარამანიანი, 1965.
  
11:04, 25 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

„ყარამანიანი"საგმირო-საფალავნო მოთხრობათა ვრცელი კრებული, რომელშიც აღწერილია ყარამანისა და მისი შვილიშვილის ქუჩუკ-ყარამანის ფანტასტიკური თავგადასავალი. კრებულში ჩართულია მრავალი დამატებითი ეპიზოდი (სარვიხურამთან გამიჯნურება, ბარამ-ჯიბილის გაქვავება, ჯადო-თილისმები და ა. შ.). ხელნაწერთა თავწერილობიდან ირკვევა, რომ ერეკლე მეორის სიძეს, სახელოვან სარდალს დავით ორბელიანს, რომელსაც კარგად სცოდნია სპარსული, ირანიდან ჩამოუტანია „ყარამანიანის“ სპარსული დედანი („დასთანე ყაჰრამანე ყათელი“ — „ყაჰრამან მკვლელის ამბავი“) და უთარგმნია 1762-74 წლებში. ქართული თარგმანი ზუსტია, განსხვავებებს ვარიანტული ხასიათი აქვს, ზოგჯერ გადმოღებულია ჩანართი ლექსები. „ყარამანიანი“, ისევე, როგორც ამ ტიპის სხვა სარაინდო თხზულებანი, მაღალი მხატვრული ღირსების არაა. სიუჟეტის დახლართულობა, ურიცხვი და ერთმანეთს მიმსგავსებული პერსონაჟები, ტრაფარეტული ტროპიკის სიჭარბე ერთფეროვნებას ანიჭებს ამ ძეგლს. მაგრამ იგი მაინც იპყრობს ყურადღებას სადა და ლექსიკურად საინტერესო, ცოცხალი სასაუბრო ენით, თხრობის უშუალობით, რეალისტურისა და ფანტასტიკურის ბუნებრივი შერწყმით. შემთხვევითი არ არის ის დიდი პოპულარობა, რომლითაც „ყარამანიანი“ სარგებლობდა საქართველოში. ტექსტი რამდენჯერმე გამოიცა იაფი წიგნაკების სახით ხან 8, ხან 12 და ხან 16 კარად (1872, 1875, 1888, 1902, 1912 წწ.). უკანასკნელად მისი პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს ა. გვახარიამ და ს. ცაიშვილმა.

ტექსტი და ლიტერატურა

  • ყარამანიანი, 1965.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები