ოჯახის მამა (დიდრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოჯახის მამა''' – დენი დიდროს [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
[[კატეგორია:დიდრო]]
+
[[კატეგორია: დენი დიდრო]]
[[კატეგორია:დიდროს პიესები]]
+
[[კატეგორია: დენი დიდროს პიესები]]

მიმდინარე ცვლილება 00:01, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ოჯახის მამადენი დიდროს პიესა, (1758).

„ოჯახის მამა“ არის დიდროს მეორე პიესა, რომელსაც თან ერთვის „ტრაქტატი დრამატულ პოეზიაზე“. დიდროს მოწინააღმდეგეებმა პლაგიატობა დასწამეს. გავრცელდა ხმები, თითქოს მან იტალიელი დრამატურგის, გოლდონის პიესა მიითვისა, რომელთანაც სინამდვილეში არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს ცილისწამება მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, როდესაც ფრანგულად ითარგმნა გოლდონის კომედიები.

პირველი პიესისგან განსხვავებით, „ოჯახის მამა“ იმავე წელს დაიდგა მარსელში და შემდეგ პარიზის ფრანგული კომედიის თეატრში. მსახიობებმა, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ კლასიცისტურ რეპერტუარს და მისთვის დამახასიათებელ მანერულობას, ვერ შეძლეს სათანადოდ შეესრულებინათ ნაწარმოები, თუმცა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. „ოჯახის მამა“ გამოირჩევა ცხოვრებისეული რეალიზმით. პიესაში კონფლიქტი სოციალურად უთანასწორო სიყვარულსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს შორისაა, სადაც სიყვარული იმარჯვებს. შეყვარებული ვაჟის მამა არის ახალი, განმანათლებლური მორალის მატარებელი, საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული ნორმებისგან თავისუფალი ადამიანი. ის ხელს უწყობს ვაჟიშვილის უთანასწორო ქორწინებას. პიესაში ბურჟუაზიული ანგარება უპირისპირდება ადამიანურ კეთილშობილებას. კეთილშობილება დიდროსთან იძენს არა კერძო, არამედ მოქალაქეობრივ შინაარსს.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები