გურკლელი ბეშქენ მახუჯაგის ძე
(ახალი გვერდი: '''ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე''' - ამირეჯიბი XIII ს-ის მეორე ნა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[გურკლელი ბეშ...) |
14:46, 5 ივნისი 2017-ის ვერსია
ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე - ამირეჯიბი XIII ს-ის მეორე ნახევარში. იმყოფებოდა მონღოლთა კარზე (ყარაყორუმში) მეფობის დასამტკიცებლად გაგზავნილ დავით რუსუდანის ძის ამალაში. რუსუდანმა უფლისწულს თან გააყოლა „მცირედ თანაზრდილნი მისნი“ - ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის შვილი ბეგაი და ამირეჯიბი ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე. ბეგა სურამელთან ერთად იგი თან ახლდა ჰულაგუ ყაენისაგან (1256-1265) „უპატიოდ ქმნილ“ და დასავლეთ საქართველოში გადასულ ნარინ დავითს. მის შთამომავალს, სულა გურკნელს ცოლად ჰყოლია შანშე (I)-ის შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგძელის ასული თამარი.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017