თეატრალური განათლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეატრალური განათლება''' – საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში (მსა...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თეატრალური განათლება''' – საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში (მსახიობ როსციუსის სკოლა, ძვ. წ. I ს.). [[აღორძინება|აღორძინების]] ხანის [[ევროპა]]ში [[მსახიობის ხელოვნება]]ს ასწავლიდა [[დასი]]ს ხელმძღვანელი დრამატურგი ან მსახიობი. თეატრალური განათლების მწყობრი სისტემა შექმნეს სასკოლო თეატრის მოღვაწეებმა. მე-15-16 სს. ეს სისტემა დამკვიდრდა ევროპის ქვეყნებში. მე-18-19 სს. ევროპის მრავალ ქვეყანაში შეიქმნა თეატრალური სასწავლებლები.
+
'''თეატრალური განათლება''' – საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში (მსახიობ როსციუსის სკოლა, ძვ. წ. I ს.). [[აღორძინება|აღორძინების]] ხანის [[ევროპა]]ში [[მსახიობის ხელოვნება]]ს ასწავლიდა [[დასი]]ს ხელმძღვანელი დრამატურგი ან მსახიობი. თეატრალური განათლების მწყობრი სისტემა შექმნეს [[სასკოლო თეატრი]]ს მოღვაწეებმა. მე-15-16 სს. ეს სისტემა დამკვიდრდა ევროპის ქვეყნებში. მე-18-19 სს. ევროპის მრავალ ქვეყანაში შეიქმნა თეატრალური სასწავლებლები.
  
[[საქართველო]]ში პირველი დრამატული კურსები შეიქმნა [[მესხიშვილი ლადო|ლ. მესხიშვილი]]ს თაოსნობით 1904 წ. ქუთაისში უსახსრობის გამო კურსები მალე დაიხურა. ამავე მიზეზით დაიხურა [[თბილისი|თბილისში]] მის მიერვე დაარსებული დრამატული კურსები (1912-14), სადაც პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ ვ. აბაშიძე, [[გუნია ვალერიან|ვ. გუნია]], [[შალიკაშვილი ვალერიან|ვ. შალიკაშვილი]], [[სულხანიშვილი ნიკოლოზ|ნ. სულხანიშვილი]], ს. გორგაძე. თბილისში გ. ჯაბადარმა დააარსა თეატრი-სტუდია (1918-20), სადაც სწავლობდნენ ვ. ანჯაფარიძე, ა. ვასაძე, [[ჩხეიძე უშანგი|უ. ჩხეიძე]], [[ღამბაშიძე შალვა|შ. ღამბაშიძე]] (და სხვ.). 1922 წ. თბილისში გაიხსნა ქართული დრამატული სტუდია [[ფაღავა აკაკი|ა. ფაღავა]]ს ხელმძღვანელობით, რომელიც 1923 წ. გადაკეთდა სახელმწიფო სათეატრო ინსტიტუტად. აქ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი, ს. თაყაიშვილი, პ. კობახიძე, ე. აფხაიძე, გ. საღარაძე, გ. კუპრაშვილი, თ. თვალიაშვილი (და სხვ.); სარეჟისორო ფაკ.: [[შენგელაია ნიკოლოზ|ნ. შენგელაია]], ს.ჭელიძე (და სხვ.). პედაგოგებად მუშაობდნენ: კ. მარჯანიშვილი (სამხატვრო ხელმძღვანელი), [[ქორელი მიხეილ|მ. ქორელი]], [[ჩუბინაშვილი გიორგი|გ. ჩუბინაშვილი]], [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], [[უზნაძე დიმიტრი|დ. უზნაძე]], ალ. ნათიშვილი, ნ. შიუკაშვილი, [[ბახუტაშვილი-შულგინა ოლღა|ო. ბახუტაშვილი-შულგინა]], [[შარლემანი იოსებ|ი. შარლემანი]] (და სხვ.).
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
[[კატეგორია:თატრალური განათლება]]
+
[[კატეგორია: განათლება]]

მიმდინარე ცვლილება 01:22, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

თეატრალური განათლება – საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში (მსახიობ როსციუსის სკოლა, ძვ. წ. I ს.). აღორძინების ხანის ევროპაში მსახიობის ხელოვნებას ასწავლიდა დასის ხელმძღვანელი დრამატურგი ან მსახიობი. თეატრალური განათლების მწყობრი სისტემა შექმნეს სასკოლო თეატრის მოღვაწეებმა. მე-15-16 სს. ეს სისტემა დამკვიდრდა ევროპის ქვეყნებში. მე-18-19 სს. ევროპის მრავალ ქვეყანაში შეიქმნა თეატრალური სასწავლებლები.

საქართველოში პირველი დრამატული კურსები შეიქმნა ლ. მესხიშვილის თაოსნობით 1904 წ. ქუთაისში უსახსრობის გამო კურსები მალე დაიხურა. ამავე მიზეზით დაიხურა თბილისში მის მიერვე დაარსებული დრამატული კურსები (1912-14), სადაც პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ვ. შალიკაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ს. გორგაძე. თბილისში გ. ჯაბადარმა დააარსა თეატრი-სტუდია (1918-20), სადაც სწავლობდნენ ვ. ანჯაფარიძე, ა. ვასაძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე (და სხვ.). 1922 წ. თბილისში გაიხსნა ქართული დრამატული სტუდია ა. ფაღავას ხელმძღვანელობით, რომელიც 1923 წ. გადაკეთდა სახელმწიფო სათეატრო ინსტიტუტად. აქ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი, ს. თაყაიშვილი, პ. კობახიძე, ე. აფხაიძე, გ. საღარაძე, გ. კუპრაშვილი, თ. თვალიაშვილი (და სხვ.); სარეჟისორო ფაკ.: ნ. შენგელაია, ს.ჭელიძე (და სხვ.). პედაგოგებად მუშაობდნენ: კ. მარჯანიშვილი (სამხატვრო ხელმძღვანელი), მ. ქორელი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, ალ. ნათიშვილი, ნ. შიუკაშვილი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ი. შარლემანი (და სხვ.).

1923 წ. ვ. მჭედლიშვილმა დააარსა მოსკოვის ქართული დრამატული სტუდია, რომელმაც იარსება 1926 წლამდე. 1927 წ. სტუდია დაარსდა რუსთაველის თეატრთან, რომელსაც 1935 წლამდე ხელმძღვანელობდა ა. ვასაძე, 1935-39 წწ. ა. ხორავა.

1931 წ. სტუდია გაიხსნა მარჯანიშვილის სახ. თეატრთან, 1931-35 წწ. ხელმძღვანელი იყო უ. ჩხეიძე, 1935-37 წწ. დ. ჯანელიძე, 1937-39 პ. კობახიძე. 1939 წ. ჩამოყალიბდა „სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები“ (ხელმძღვ. ა. ფაღავა) დრამის, საესტრადო და ქორეოგრაფიული განყოფილებებით.

1939 წ. რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრებთან არსებული სტუდიებისა და „სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსების“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები