შოთხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
  
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]

20:00, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

შოთხვი

შოთხვი – (Padus avium Mill. = Prunus padus L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 10 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. წლიური ტოტები მოშავოა ან მუქი წითელი. ფოთლები თხელია და კვერცხისებურად ლანცეტა, 2-10 სმ სიგრძის. კიდეებზე წვრილხერხკბილიანი. ყვავილედი მტევანია, გვირგვინი – თეთრი. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-|X. მაღალმთის მცენარეს, იზრდება მდინარის ნაპირებზე და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე: სოფლების – ზემო ომალოსა და ხისოს – მიდამოებში.

იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში, ტყეებში და ტყის პირებზე. სამკურნალოდ იყენებენ ქერქს, ყვავილებსა და ნაყოფებს. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალი სენილის მჟავას (ქერქსა და ფოთლებში); ნაყოფები – ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ასკორბინის მჟავას, რუტინს, ანთოციანებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, ეთერზეთებს. კურკაში აღმოჩენილია ცხიმზეთები და გლიკოზიდები (ამიგდალინი, პრულაურაზინი, პრუნაზინი). მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ბენზოინის ალდეჰიდს, რითიც განპირობებულია მისი ფიტონციდური მოქმედება.

შოთხვის პრეპარატები იწვევს ნაწლავების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს კუჭის კედლების მდგომარეობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, წმინდავს სისხლს, არის შარდმდენი, საერთოგამაძლიერებელი, ოფლმდენი, ხსნის ანთებით პროცესებს, როგორც შინაგანს, ისე გარეგანს, ხელს უწყობს სახსრების გაჯანმრთელებას და ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილების გამოდევნას.

ნაყოფები ხასიათდება შემკვრელი მოქმედებით, ნახარშის ან ნაყენის სახით რეკომენდებულია არაინფექციური ბუნების ფაღარათის და კუჭ -¬ნაწლავის სხვა აშლილობისას. ნაყოფი შედის კუჭის ჩაის ნაკრების შემადგენლობაში. ნედლი ყვავილებიდან ამზადებენ შოთხვის წყალს, იხმარება თვალების სამკურნალოდ, საფენების სახით, ხოლო ნაყენს ან ნახარშს – ჩასახვის საწინააღმდეგოდ.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ფაღარათის სამკურნალოდ; გარეგანად – პირის ღრუს გამოსარეცხად ჩამპალი კბილების, ფურუნკულებისას; ქერქის ნახარში – როგორც შარდმდენი და ოფლმდენი, ინსექტიციდური (ტილების, ბუზების საწინააღმდეგო) საშუალება, იხმარება თვალების დაავადებებისა და რადიკულიტის განსაკურნავად. ნაყოფის წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების შესახორცებლად.

მცენარე გამოირჩევა ფიტონციდური მოქმედებით, აჯანსაღებს გარემოს, პირველსავე წუთებში კლავს სხვადასხვა სახის მწერებს. ნაყოფები უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობისას, შეიცავს სინილურ მჟავას, რომელიც ადამიანისათვის ტოქსიკურია, მართალია მოზრდილთათვის ამ მჟავის კონცენტრაცია უსაფრთხოა, ნაყოფის განვითარებისას შეიძლება გამოიწვიოს მავნე მოქმედება (ბიძინაშვილი, 2020).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები