ანთროპონიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანთროპონიმიკა''' − ონომასტიკის დარგი, რომელიც მეცნიერულად ...)
 
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ანთროპონიმიკა]]
 
[[კატეგორია:ანთროპონიმიკა]]
[[კატეგორია: ონომასტიკის დარგი]]
+
[[კატეგორია: ონომასტიკა]]

16:41, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ანთროპონიმიკა − ონომასტიკის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის ადამიანთა ნებისმიერი საკუთარი სახელის წარმოშობისა და ცვლა-განეითარების ისტორიას, მათ სტრუქტურას, ფუნქციებს, გეოგრაფიის გავრცელების იზოგლოსებს. როგორც ენათმეცნიერების დარგი, 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. არჩევენ თეორიულდა გამოყენებით ანთროპონიმიკას.

თეორიული ანთროპონიმიკა თანმიმდევრულად შეისწაელის საკუთარ სახელთა წარმოქმნისა და განვითარების საფეხურებს იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე მიმდდინარეობდა ენაში. თეორიული ანთროპონიმიკის სფერო მოიცავს ისეთ კარდინალურ საკითხებს, როგორიცაა: ანთროპონიმთა სტრუქტურა, მათი მოდელირება, ანთროპონიმებში ისტორიული კლასტების, ანუ ენობრივი დანაშრევების გამოვლენა და ენათა ურთიერთგავლენის ხასიათი, მასშტაბები, ანთროპონიმული უნივერსალიები. თეორიული ანთროპონიმიკა ემყარება კელევა-ძიების იმავე ფორმებსა და მეთოდებს, რომლებსაც ონომასტიკის სხეა – ძირითადი და მომიჯნაეე დარგები (ტოპონიმიკა, ისტორიული გეოგრაფია, რელიგიის ისტორია.) იყენებენ.

გამოყენებითი ანთროპონიმიკა ძირითადად შეისწაელის პირთა სახელების ნორმების პრობლემატიკას, არკვევს საკუთარი სახელის შეღწევისა და ადაპტირების მექანიზმს მონათესავე და არამონათესავე ენებში. გამოყენებითი ანთროპონიმიკის ერთ-ერთი ამოცანაა ანთროპონიმული ლექსიკონების შედგენა. ამას გარდა, ანთროპონიმიკის სპეციალისტი მოვალეა აქტიურად ეხმარებოდეს სათანადო სახელმწიფო ორგანოებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაფორმებისას ზოგი სადავო სახელის მართლწერის მოგვარებაში. გამოყენებითი ანთროპონიმიკა უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერების ისეთ დარგებთან, როგორიცაა: ისტორია, ეთნოგრაფია, ლინგვისტური გეოგრაფია, ანთროპოლოგია, იურისპრუდენცია, ფოლკლორი, კულტუროლოგია…

საქართველოში ონომასტიკური მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები