ანთროპონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ანთროპონიმი − (< ბერინ. ἄνθρωπος – ადამიანი და ὄνομα – სახელი), ინ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
ანთროპონიმი − (< ბერინ. ἄνθρωπος  – ადამიანი და ὄνομα  – სახელი), ინდივიდის აღმნიშენელი ნებისმიერი წარმოშობის საკუთარი სახელი, რომელსაც ესა თუ ის პირი ატარებს. საზოგადო არსებით სახელთაგან განსხვავებით, პირის საკუთარი სახელი შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. ამასთანავე, ერთი და იგივე საკუთარი სახელი (გიორგი, თამარი, ივანე, ქეთევანი, ვგახტანგი, ვაჟა, მანანა, ეთერი, შოთა...) შეიძლება ათეულათასობით ადამიაჩს ერქვას. ამ სახელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე სახელები შესაძლოა სხვა ხალხთა ენებშიც დასტურდებოდეს.  
+
'''ანთროპონიმი''' − (< ბერინ. ἄνθρωπος  – ადამიანი და ὄνομα  – სახელი), ინდივიდის აღმნიშენელი ნებისმიერი წარმოშობის საკუთარი სახელი, რომელსაც ესა თუ ის პირი ატარებს. საზოგადო არსებით სახელთაგან განსხვავებით, პირის საკუთარი სახელი შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. ამასთანავე, ერთი და იგივე საკუთარი სახელი (გიორგი, თამარი, ივანე, ქეთევანი, ვგახტანგი, ვაჟა, მანანა, ეთერი, შოთა...) შეიძლება ათეულათასობით ადამიაჩს ერქვას. ამ სახელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე სახელები შესაძლოა სხვა ხალხთა ენებშიც დასტურდებოდეს.  
  
ანთროპონიმი ისეთივე ძველი წარმონაქმნია, როგორიც თვით ადამიანთა საზოგადოება. ნებინმიერი ხალხის ანთროპონიმულ სისტემაში გამოიყოფა მშობლიუერი (ადგილობრივი) და ნასესხები სახელების მდიდარი ფონდი: ერთენოვანი, ანთროპონიმია დღევანდელ მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, არც არსებობს. ქართულ ანთროპონიმებს შორისაც, ბუნებრივია, განარჩევენ საკუთრივ ქართულ და არაქართულ, სხვადასხვა ენიდან ნასესხებ საკუთარ სახელებს. ადგილობრივი საკუთარი სახელები, ნასესხებთან შედარებით, უფრო ძველი და მდარადია. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა დროს ნასესხები საკუთარი სახელები ფონეტიკურად უფრო იცვლიან სახეს, ვიდრე საკუთრიე ქართული-ქართველური ანთროპონიმები.  
 
13:44, 17 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ანთროპონიმი − (< ბერინ. ἄνθρωπος – ადამიანი და ὄνομα – სახელი), ინდივიდის აღმნიშენელი ნებისმიერი წარმოშობის საკუთარი სახელი, რომელსაც ესა თუ ის პირი ატარებს. საზოგადო არსებით სახელთაგან განსხვავებით, პირის საკუთარი სახელი შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. ამასთანავე, ერთი და იგივე საკუთარი სახელი (გიორგი, თამარი, ივანე, ქეთევანი, ვგახტანგი, ვაჟა, მანანა, ეთერი, შოთა...) შეიძლება ათეულათასობით ადამიაჩს ერქვას. ამ სახელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე სახელები შესაძლოა სხვა ხალხთა ენებშიც დასტურდებოდეს.

ანთროპონიმი ისეთივე ძველი წარმონაქმნია, როგორიც თვით ადამიანთა საზოგადოება. ნებინმიერი ხალხის ანთროპონიმულ სისტემაში გამოიყოფა მშობლიუერი (ადგილობრივი) და ნასესხები სახელების მდიდარი ფონდი: ერთენოვანი, ანთროპონიმია დღევანდელ მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, არც არსებობს. ქართულ ანთროპონიმებს შორისაც, ბუნებრივია, განარჩევენ საკუთრივ ქართულ და არაქართულ, სხვადასხვა ენიდან ნასესხებ საკუთარ სახელებს. ადგილობრივი საკუთარი სახელები, ნასესხებთან შედარებით, უფრო ძველი და მდარადია. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა დროს ნასესხები საკუთარი სახელები ფონეტიკურად უფრო იცვლიან სახეს, ვიდრე საკუთრიე ქართული-ქართველური ანთროპონიმები.

ადგილობრივი წარმოშობის საკუთარ სახელებში ძირითადად გადმოცემულია მისი მფლობელის ფიზიკური და სულიერი (შინაგანი) ნიშმან-თვისებანი, აგრეთვე ციურ სხეულთა ან ყვავილ-მცენარეთა სახელწოდებანი (გრძელა || გმელი, მაღალა, შავა, თეთრა, მწითურა, სისვა, ვაჟა, შვენა, ჭრელა, ძილია, უშიშა, მზისახარი. მთვარისა, იამზე, შუქია, მზექალა, ციალა, ცისია, ცისნამი…).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ეეროპის ხალხებთან კულტურულმა კონტაქტებმა, მწიგნობრული თუ ზეპირი სესხების გზით, ჩვენი უროენული ანოროპონიმული ფონდის უჩვეულო სიმრავლე და გამრავალფეროვნება გამოიწვია, თუმცა მას საკუთარი ეროვნული, სახე და თვითმყოფობა არასოდეს დაუკარგაეს. საკუთარ სახელთა ახალი ფენის გვერდით კვლავ განაგრძობდა არსებობას პირთა სახელრქმევის ადგილობრივი ტრადიციები. ამიტომაც იყო, რომ ხშირად ერთი კონკრეტული პირი ერთდროულად რამდენიმე საკუთარ სახელს ატარებდა.

ისტორიულად ქართული ანთროპონიმული სტრუქტურა, ჩვეულებრიე, ორწევრაა, სინტაგმას ქმნის პირის საკუთარი სახელი + ნათ. ბრუნვაში დასმული მამის (წინაპრის) სახელი + გვაროენული სართი (-ძე, -შეილი, -ური, -ელ-ი...): გაბრიელ დონაური. ბაკურდუხტ ხარაისძე, სულა ჯაფარისძე, რატი დაფქუაისძე. ვარდან გიონაისძე, მიქაელ მჭევრაისძე, შერმაზან ჩოლოყაშვილი.

განვითარებული ხანის ფეოდალურ საქართველოში მიწის სავარგუდების განკარგვის (მფლობელობის) დამადასტურებელ იურიდიულ, საბუთებში ორწევრა ანთროპონიმულ სინტაგმას ხშირად ცვლის სამწევრა მოდელი (მამისახლობის აღმნიშვნელი გვაროვნული კუთვნილების ჩვენებით): ხოკრიანთ პაჰუნას შვილი იმედა ღა იასე. ყველიანთ ბერის შვილი გამახარე. წიპტაური ოქროპირის შვილი ქიტესა, თეზელანთ ზურაბას შვილი ბერი, ოღაძე პაპიას შვილი გივი, წითურაული შიოს შვილი პეტრე, მახარე და გივი…

1930-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ქართულ ოფიციალურ ანთროპონიმში (პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში) სამწევრიანი სინტაგმა (პირის გეარი, სახელი და მამის სახელი) გამოიყენებოდა. ამჟამად საქართველოს მოქადაქეთა პასპორტიზაცია ორწევრა (გეარი, სახელი) სისტემის გამოყენებით ხდება.

გ. ბედოშვილი

ლიტერატურა

  • ბაგრატიონი იოანე, შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადაზნაურთა გვარებისა, თბ., 1997 (რედაქტორი და გამომცემელი ზ. კაცელაშვილი);
  • ჯანაშია ს. თუბალ-თაბალი. ტიბარენი, იბერი, იხ. მისი: შრომები, ტ. III, თბ. 1959;
  • მეტრეველი ე. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962;
  • ანდრონიკაშეილი მ. ნარკვევები ირანულ-ქართუელი ენობრივი ურთიერთობიდიან, ტ. 1, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ი. საქართყელოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები. წგ. I. თბ.. 1967;
  • შანიძე ა. თეოფორული სახელები ქართვეელურ ენებში. – «მაცნე». 1967, № 2

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები