მინდვრის შვიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mindvris Svita.JPG|thumb|200pq|წარწერის ტექსტი]]
 
[[ფაილი:Mindvris Svita.JPG|thumb|200pq|წარწერის ტექსტი]]
'''შვიტა, მინდვრის შვიტა''' -  (Equisetum arvense).
+
'''შვიტა, მინდვრის შვიტა''' -  (Equisetum arvense).<br />
 
+
'''მეგრულად''' – '''თუნთიში ჭემი, დემიში ჭემი, მაჭყვადური'''.
მეგრულად – '''თუნთიში ჭემი, დემიში ჭემი, მაჭყვადური'''.
+
    
 
+
მრავალწლოვანი სპოროვანი, მხოხავ ფესურიანი, 40 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, დამუხლული, დაღარული ღრუ [[ღერო]]თი და რგოლურად განლაგებული ტოტებით. სასპორე ღეროები უფრო წვრილია, მოწითალო-მღვრიე  ყავისფერი;  უნაყოფო  ღეროები  მონაცრისფრო-მწვანე, დატოტვილი. თითოეული მუხლის ძირში განვითარებულია კბილებიანი ვაგინა, რომელიც შედგება ასიმილაციის უნარდაკარგული, შეზრდილი ერთძარღვიანი ქერქლოვანი [[ფოთოლი|ფოთლებისაგან]]. ყვ. III-V; სპორები მწიფდება VIII- IX.
მრავალწლოვანი, სპოროვანი, ბალახოვანი მცენარეა; აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. უპირატესობას ანიჭებს ზომიერად ტენიან, ნაყოფიერ ნიადაგებს.    
+
 
+
მრავალწლოვანი სპოროვანი, მხოხავ ფესურიანი, 40 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, დამუხლული, დაღარული ღრუ ღეროთი და რგოლურად განლაგებული ტოტებით. სასპორე [[ღერო]]ები უფრო წვრილია, მოწითალო-მღვრიე  ყავისფერი;  უნაყოფო  ღეროები  მონაცრისფრო-მწვანე, დატოტვილი. თითოეული მუხლის ძირში განვითარებულია კბილებიანი ვაგინა, რომელიც შედგება ასიმილაციის უნარდაკარგული, შეზრდილი ერთძარღვიანი ქერქლოვანი [[ფოთოლი|ფოთლებისაგან]]. ყვ. III-V; სპორები მწიფდება VIII- IX.
+
  
 
თითქმის მთელ [[საქართველო|საქართველოშია]] გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა. იზრდება ტენიან მდელოებზე, წყლით მოსილულ ნაპირებზე, ნათესებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.
 
თითქმის მთელ [[საქართველო|საქართველოშია]] გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა. იზრდება ტენიან მდელოებზე, წყლით მოსილულ ნაპირებზე, ნათესებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.
ხაზი 22: ხაზი 19:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]].
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[ჩაის მავნე ორგანიზმები]]
 
* [[ჩაის მავნე ორგანიზმები]]
  
ხაზი 28: ხაზი 25:
 
[[კატეგორია:ჩაის მცენარის სარეველები]]
 
[[კატეგორია:ჩაის მცენარის სარეველები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]  
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]  
 
[[კატეგორია:სარეველა მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სარეველა მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:ოსმუნდასებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 01:11, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

შვიტა, მინდვრის შვიტა - (Equisetum arvense).
მეგრულადთუნთიში ჭემი, დემიში ჭემი, მაჭყვადური.

მრავალწლოვანი სპოროვანი, მხოხავ ფესურიანი, 40 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, დამუხლული, დაღარული ღრუ ღეროთი და რგოლურად განლაგებული ტოტებით. სასპორე ღეროები უფრო წვრილია, მოწითალო-მღვრიე ყავისფერი; უნაყოფო ღეროები მონაცრისფრო-მწვანე, დატოტვილი. თითოეული მუხლის ძირში განვითარებულია კბილებიანი ვაგინა, რომელიც შედგება ასიმილაციის უნარდაკარგული, შეზრდილი ერთძარღვიანი ქერქლოვანი ფოთლებისაგან. ყვ. III-V; სპორები მწიფდება VIII- IX.

თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა. იზრდება ტენიან მდელოებზე, წყლით მოსილულ ნაპირებზე, ნათესებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.

ოფიცინალურ მედიცინაში სამკურნალო ნედლეულს უნაყოფო გაზაფხულის ყლორტები (ბალახი) წარმოადგენს, რომელსაც ზაფხულის დასაწყისში აგროვებენ. შეიცავს ნახშირწყლებს (პექტინი, გალაქტოზა, გლუკოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა), ორგანულ მჟავებს (აკონიტის, ფუმარინის, გლუკონის, გლიცერინის, ვაშლის, მალონის, ქინაქინის, ციკორიუმის), სტეროიდებს (მათ რიცხვში ბეტა-სიტოსტერინი, კამპესტერინი, იზოფუკოსტერინი, ქოლესტერინი), საპონინებს. ლიგნინს, ფლავონოიდებს (იზოკვერციტრინი, კემპფეროლი, კვერცეტინი, ლუთეოლინი), ფენოლკარბონულ მჟავებს და მათ წარმოებულებს (კერძოდ: ვანილინის, გალის, ფერულის, კოფეინის), კაროტინოიდებს, ვიტამინ C.

ნაყენი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობების შემახორცებელი, შემკვრელი, ანტიოქსიდანტური საერთოგამაძლიერებელი მოქმედებით. გალენურ პრეპარატებს, როგორც შარდმდენ საშუალებას უნიშნავენ გულის მანკის, გულის უკმარისობის, შეშუპების (რაც გულ-ფილტვების უკმარისობასთანაა დაკავშირებული), შარდ-სადინარი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი). როგორც რემინერალიზირებულ საშუალებას უნიშნავენ ასაკოვან ადამიანებს; იჯენებენ გულ-სისხლძარღვთა და თავის ტვინის ათეროსკლეროზის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, აგრეთვე ფილტვებისა და კანის ტუბეკულოზის შემთხვევაში; ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესის პარალელურად, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებიდან და მისი თვისებიდან (ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა) გამომდინარე უნიშნავენ ჰემოროიდალურ და საშვილოსნოდან სისხლდენებისას, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამლვისას. ხასიათდება რა მადეზინფიცირებული მოქმედებით წყლის ნაყენს ხმარობენ გარეგანად ქრონიკული წყლულებისა და ჩირქიანი წლულების მოსაშუშებლად.

ხალხურ მედიცინაში გარეგანად იყენებენ საფენების სახით ჭრილობებზე, ლიქენის, ეგზემის ფურუნკულების და კანის სხვა დაავადებების შემთხვევაში; იხმარება პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ცხვირიდან სისხლდენის დროს.

ბალახის ექსტრაქტი შედის სამკურნალო პრეპარატ „მარელინის” შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებებისას.

უკუმაჩვენებელია ნეფროზით და ნეფრიტით დავადებულთათვის (ბიძინაშვილი, 2017; 2018).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები