ლენცოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Lencofa.jpg|thumb|250პქ|ლენცოფა]]
+
[[ფაილი:Lencofa.jpg|thumb|200პქ|ლენცოფა]]
'''ლენცოფა''' – (Hyoscyamus Nigos L.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80 სმ სიმაღლის ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ [[საქართველო|საქართველოში]].
+
'''ლენცოფა''' – (Hyoscyamus Nigos L.); <br />
 +
'''ოჯახი:''' ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae)<br />
 +
'''მეგრულად''' – '''წირკეში წამალი'''.
 +
 
 +
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80 სმ სიმაღლის [[ღერო]] სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, [[ბაღი|ბაღებში]]. [[კახეთი|კახეთში]] მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ [[საქართველო|საქართველოში]].
  
[[ფაილი:Lencofa3.jpg|thumb|მარცხნივ|250პქ|ლენცოფა]]
 
====ლენცოფა''' – ბიბლიური მცენარე====
 
====ლენცოფა''' – ბიბლიური მცენარე====
 
შიქქერონი [[არამეული|არამეულად]] ნიშნავს ლენცოფას. ოქროსფერი ლენცოფა წმინდა მიწის რელიქტური მცენარეა. აქ მას ვხვდებით ყველგან დაწყებული [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] ძველი ქალაქის კედლებიდან [[იორდანია|იორდანის]], სამარიის, [[იუდეა|იუდეის]] უდაბნოთი და დამთავრებული მკვდარი ზღვის მიდამოებით.
 
''„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“.'' (იესუ ნავეს ძე 15,11)
+
''„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“.'' (იესუ ნავეს ძე 15,11).
 +
 
 +
===='''ლენცოფა - სამკურნალო თვისებები'''====
 +
[[ფაილი:Lencofa3.jpg|thumb|მარცხნივ|200პქ|ლენცოფა]]
 +
სამკურნალო ნედლეულს ფოთლები წარმოადგენს, პირველ წელს აგროვებენ ზაფხულის ბოლოს, მეორე წელს ყვავილობის დაწყებამდე. მცენარის მთავარი მომქმედი საწყისია ტროპანული რიგის ალკალოიდები – ჰიოსცია- მინი, სკოპოლამინი, ატროპინი, აგრეთვე, ალკალოიდები – ჰიოსციპიკრინი, ჰიოსცერინი, ჰიოსცირეზინი, აღინიშნება მინარევების სახით ეთერზეთები, ცილები, შაქრები, ფისი, მინერალური მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები.
 +
 
 +
უძველეს სამკურნალო მცენარეების რიცხვს მიეკუთვნება. მისი პრეპარატები ახდენს ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, შარდსადინარი გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმების შემცირებას, მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ამუხრუჭებს ლორწოვანი სითხის, ნერწყვის, ლორწოსა და კუჭის წვენის გამოყოფას. ოფიცინალური მედიცინა იყენებს ლენცოფას პრეპარატებს. ექსტრაქტს – როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას; ატროპინს – კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების სპაზმური მდგომარეობის დროს. ჰიოსციამინი აქტივობით აჭარბებს ატროპინს; სკოპოლამინი განსხვავებით ატროპინისაგან, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ქირურგიაში იყენებენ ნარკოზისათვის მოსამზადებლად. შედის პრეპარატ „აერონის“ შემადგენლობაში, იხმარება ზღვის ავადმყოფობის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. ფოთლები შედის ანტიასმატური მოსაწევი ნაკრების შემადგენლობაში. თესლებისაგან მიღებული ე. წ. „თეთრი ზეთი“ სკიპიდართან და ქლოროფორმთან ერთად გამოიყენება დასაზელად რევმატიზმისა და ნევრალგიური ტკივილებისას (ადგილობრივი გამაუმტკივნებელი მოქმედების გამო). რექტალური სანთლების სახით გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, შარდსადინარი გზების, საშვილოსნოს ყელის გლუვი მუსკულატურის მტკივნეული სპაზმების შესამცირებლად.
  
 +
ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იხმარება, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმოლიტური საშუალება; ფოთლებს იყენებდნენ თავის ტკივილის, ხველების, ბრონქიალური ასთმის, კუჭის სპაზმის, გართულებული მოშარდვის, ტკივილიანი მენსტრუაციის, უძილობისა და ისტერიის დროს. თესლებისაგან დამზადებულ მალამოს იყენებდნენ ძვლის ტუბერკულოზის დროს.
 +
ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც ტკივილის დამაყუჩებელი ცოფის, ავი ზნისა და კრუნჩხვითი ტკივილების საწინააღმდეგო საშუალებად. ლენცოფას ორთქლის აბაზანას უკეთებდნენ უშვილო ქალებს, ხოლო მთლიანი მცენარისაგან მოხარშულ ფაფას სიმსივნის ჩასაცხრობად შემოადებდნენ.
  
 +
მცენარე ძლიერ შხამიანია! ყველა პრეპარატი მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, რის გამოც მიღებისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო, მიიღება მხოლოდ ექიმის გამოწერით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. თვითმკურნალობა, მით უმეტეს დამოუკიდებლად მისი დამზადება ყოვლად დაუშვებელია! (შენგელია, 1983; ბიძინაშვილი, 2020).
  
==წყარო==
 
==წყარო==
 +
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[ბიბლიური მცენარეები]]
 
* [[ბიბლიური მცენარეები]]
ხაზი 19: ხაზი 32:
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 +
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 01:43, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ლენცოფა

ლენცოფა – (Hyoscyamus Nigos L.);
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae)
მეგრულადწირკეში წამალი.

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80 სმ სიმაღლის ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

[რედაქტირება] ლენცოფა – ბიბლიური მცენარე

შიქქერონი არამეულად ნიშნავს ლენცოფას. ოქროსფერი ლენცოფა წმინდა მიწის რელიქტური მცენარეა. აქ მას ვხვდებით ყველგან დაწყებული იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლებიდან იორდანის, სამარიის, იუდეის უდაბნოთი და დამთავრებული მკვდარი ზღვის მიდამოებით.

„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“. (იესუ ნავეს ძე 15,11).

[რედაქტირება] ლენცოფა - სამკურნალო თვისებები

ლენცოფა

სამკურნალო ნედლეულს ფოთლები წარმოადგენს, პირველ წელს აგროვებენ ზაფხულის ბოლოს, მეორე წელს ყვავილობის დაწყებამდე. მცენარის მთავარი მომქმედი საწყისია ტროპანული რიგის ალკალოიდები – ჰიოსცია- მინი, სკოპოლამინი, ატროპინი, აგრეთვე, ალკალოიდები – ჰიოსციპიკრინი, ჰიოსცერინი, ჰიოსცირეზინი, აღინიშნება მინარევების სახით ეთერზეთები, ცილები, შაქრები, ფისი, მინერალური მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები.

უძველეს სამკურნალო მცენარეების რიცხვს მიეკუთვნება. მისი პრეპარატები ახდენს ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, შარდსადინარი გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმების შემცირებას, მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ამუხრუჭებს ლორწოვანი სითხის, ნერწყვის, ლორწოსა და კუჭის წვენის გამოყოფას. ოფიცინალური მედიცინა იყენებს ლენცოფას პრეპარატებს. ექსტრაქტს – როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას; ატროპინს – კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების სპაზმური მდგომარეობის დროს. ჰიოსციამინი აქტივობით აჭარბებს ატროპინს; სკოპოლამინი განსხვავებით ატროპინისაგან, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ქირურგიაში იყენებენ ნარკოზისათვის მოსამზადებლად. შედის პრეპარატ „აერონის“ შემადგენლობაში, იხმარება ზღვის ავადმყოფობის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. ფოთლები შედის ანტიასმატური მოსაწევი ნაკრების შემადგენლობაში. თესლებისაგან მიღებული ე. წ. „თეთრი ზეთი“ სკიპიდართან და ქლოროფორმთან ერთად გამოიყენება დასაზელად რევმატიზმისა და ნევრალგიური ტკივილებისას (ადგილობრივი გამაუმტკივნებელი მოქმედების გამო). რექტალური სანთლების სახით გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, შარდსადინარი გზების, საშვილოსნოს ყელის გლუვი მუსკულატურის მტკივნეული სპაზმების შესამცირებლად.

ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იხმარება, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმოლიტური საშუალება; ფოთლებს იყენებდნენ თავის ტკივილის, ხველების, ბრონქიალური ასთმის, კუჭის სპაზმის, გართულებული მოშარდვის, ტკივილიანი მენსტრუაციის, უძილობისა და ისტერიის დროს. თესლებისაგან დამზადებულ მალამოს იყენებდნენ ძვლის ტუბერკულოზის დროს. ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც ტკივილის დამაყუჩებელი ცოფის, ავი ზნისა და კრუნჩხვითი ტკივილების საწინააღმდეგო საშუალებად. ლენცოფას ორთქლის აბაზანას უკეთებდნენ უშვილო ქალებს, ხოლო მთლიანი მცენარისაგან მოხარშულ ფაფას სიმსივნის ჩასაცხრობად შემოადებდნენ.

მცენარე ძლიერ შხამიანია! ყველა პრეპარატი მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, რის გამოც მიღებისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო, მიიღება მხოლოდ ექიმის გამოწერით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. თვითმკურნალობა, მით უმეტეს დამოუკიდებლად მისი დამზადება ყოვლად დაუშვებელია! (შენგელია, 1983; ბიძინაშვილი, 2020).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები