იუდეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუდეის სამეფო - (დაახლ. ძვ.წ. 928-586) – ძველი სახელმწიფო სამხრეთ პალესტინაში. წარმოიშვა გაერთიანებული ისრაელ-იუდეის სამეფოს დაშლის შედეგად ორ სახელმწიფოდ: ისრაელად და იუდეად. იუდეის სამეფოს დავით მეფის დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ. დედაქალაქი იერუსალიმი იყო.

იუდეის სამეფოში იგივე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობდა, როგორიც ისრაელის სამეფოში. იუდეის პირველი მეფის, სოლომონ ბრძენის ვაჟის, რობოამის მეფობისას იუდეის სამეფომ ეგვიპტის ფარაონის, ნეხო II-ის შემოსევა განიცადა, რამაც ძალიან დაასუსტა და გამოფიტა ქვეყანა. ეგვიპტელებმა გაძარცვეს და დაანგრიეს იუდეის ქალაქები და წაიღეს იერუსალიმის საგანძური. ამას გარდა იუდეის სამეფოს ხშირად ჰქონდა ომები ისრაელის სამეფოსთან, მიუხედავად ამისა იუდეამ უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ისრაელმა. ამის მიზეზი ქვეყნის რელიგიური ერთიანობა და კარგი მმართველები იყო.

მეფე უზიას მმართველობისას (ძვ.წ. 785-733) იუდეა გაძლიერდა, იდუმვაზე (ედომზე) დაიბრუნა კონტროლი და წითელი ზღვის სანაპირომდე გაიზარდა. მეფე ხიზკიამ, რომელიც ძვ.წ. 727-698 წლებში მეფობდა წინასწარმეტყველი ესაიას გავლენით ქვეყანაში რიგი რეფორმები გაატარა, ეკონომიკურ, სოციალურ და რელიგიურ-კულტურულ საკითხებში. ამით ქვეყანა მოძლიერდა ასირიელებთან მოსალოდნელი ომისათვის. ხიზკიას მოქმედება თავიდან ძალიან ფრთხილი იყო, მაგრამ შემდეგ აგრესიულში გადაიზარდა, რასაც იუდეის დამარცხება და ასურეთის მოხარკედ გახდომა მოჰყვა. ასირიელთა ხარკისგან განთავისუფლება მეფე იოსიამ იობია (ძვ.წ. 639-609) მოახერხა, რომელმაც შეიერთა ყოფილი ისრაელის სამეფოს ტერიტორიის ნაწილი და ქვეყანაში გააძლიერა იაჰვეს ანუ ერთი ღმერთის თაყვანისცემა. იუდეის უკანასკნელი მეფეებიდან ზოგი ეგვიპტის მოკავშირე იყო, ზოგი ბაბილონის.

ძვ.წ. 587 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი აიღო და გადაწვა, ამით ბოლო მოეღო იუდეის სამეფოს არსებობას.

ბაბილონელებმა დაწვეს ტაძარი ღმრთისა, მეფის სასახლე და ყველა დიდი შენობა; იერუსალიმის კედლები დააქციეს; ყოველი სიმდიდრე ტაძრის, მეფისა და სხვების, წაიღეს ბაბილონში. მოსეს მოძრავი ტაძარი და აღთქმის კიდობანი, როგორც იუდეველების გადმოცემა ამბობს, დამალა იერემია წინასწარმეტყველმა ერთი მთის გამოქვაბულში (იხ. ბიბლია 2 მაკ.-2,4,5); მღვდელმთავარი და წარჩინებული პირნი დახოცეს. იუდეველების სამეფოს მცხოვრებნი გადაასახლეს ბაბილონში. იუდეაში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ღარიბი მიწის მუშაკი - მხვნელ-მთესველნი და მევენახეები.


წყარო

იხილე აგრეთვე

იუდეის არმია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები