ბაბილონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბილონი. – (Babele.) უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში ბაბილონი ბაბილონის სამეფოს, სპარსეთის იმპერიის და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი იყო.

პირველი ცნობები ქალაქზე მეფე შარკალიშარის დროიდან არის (მაშინ ბაბილონს შუმერული სახელი, კადინგირი ერქვა, რაც „ღმერთების კარიბჭეს“ ნიშნავს), რომელმაც ქალაქში ტაძარი ააგო. უძველესი ქრონიკების მიხედვით ბაბილონი ჯერ კიდევ სარგონ აქადელის დროს არსებობდა. არის ცნობები, რომ ქალაქი კადინგირი ანუ შემდეგდროინდელი ბაბილონი ძვ.წ. XXIII საუკუნეში ააშენეს კოლონისტებმა ერედუდან. დამპყრობელმა ამორევლებმა მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ დედაქალაქად აირჩიეს და ბაბილონი დაარქვეს. ამის შემდეგ ბაბილონი ნელ-ნელა მნიშვნელოვან ქალაქად იქცა და ბაბილონის ჭდა ახალბაბილონური სამეფოს დედაქალაქი გახდა. ქალაქი გაიზარდა და დამშვენდა უამრავი ნაგებობით, რომელთა შორის გამოირჩეოდა დაკიდული ბაღები, ბაბილონის გალავანი და მარდუქის გოდოლი.

ბაბილონის სამეფოს დაცემის შემდეგ სპარსელები და მაკედონელები დაეუფლნენ მშვენიერ ქალაქს. სწორედ ამ ქალაქში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი და დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელი.

ბიბლიის მიხედვით ბაბილონში დაიწყო ხალხმა გოდოლის აშენება, რომლის წვერი ცას უნდა მიწვდომოდა, ამ დროს გაიყო ხალხი სხვადასხვა ერებად და ენის აღრევა მოხდა.

როდესაც ებრაელებმა ბაბილონი იხილეს გადასახლების დროს, ისე მოიხიბლნენ მისი მშვენიერებით და ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა ქალაქმა მათზე, რომ შემდეგ ბაბილონი მათთვის სინონიმად იქცა სიდიადის, მშვენიერებისა და სიმდიდრისა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები