ბაბილონის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაბილონის არმია – ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ბაბილონის ადრეული სამეფოს შესახებ. ჰამურაბის მმართველობის პერიოდამდე (ძვ.წ. 1764-1725 წ) ბაბილონის სამეფოს არმია მოხალისეებისა და მეფის გვარდიისაგან შედგებოდა. ჰამურაბის გვარდია 10000-დან 20000-მდე მეომარს ითვლიდა და პროფესიონალურ ჯარს წარმოადგენდა. ჰამურაბის გვარდიის ოდენობა ყველა სხვა მეფეების გვარდიის რაოდენობას აღემატებოდა. გვარდიაში მონები და დაქირავებული ჯარისკაცები მსახურობდნენ, რომლებიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები ქვეყნის მდგომარეობით და სამეფო ინტრიგებით, ისინი იყვნენ ჯარისკაცები, რომლებსაც მტერი უნდა დაეხოცათ და გამარჯვება მოეტანათ.

ჰამურაბიმ თავის სამეფოში ადრეფეოდალური სისტემა შემოიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მიწებს იღებდნენ, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაევლოთ ან გარნიზონში ან საველე ჯარში. მეფე ვალდებულებას იდებდა დაეცვა და წესრიგი დაემყარებინა მოქალაქეების მიწებზე სანამ ისინი ჯარში მსახურობდნენ. მოქალაქეები ბაბილონელთა მთავარ ძალას შეადგენდნენ.

ძვ.წ. 900-626 წლებში არმია მოქალაქეებისგან იკრიბებოდა, მეფის გვარდიას კი უცხოელები შეადგენდნენ. შემდეგ ჯარი სამ ერთეულად იყოფოდა: ქვეითებად, ცხენოსნებად და ეტლოსნებად. მთავარი აქცენტი მშვილდოსნებზე და ეტლოსნებზე იყო გადატანილი. ბაბილონელები შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ. თითქმის ყველა მხედარს და ქვეითს ჰქონდა მშვილდ-ისარი. მეფის გვარდია 600 ცხენოსანს და 4000 ქვეითს შეადგენდა. ბაბილონის მთელი არმიის ოდენობა ძნელი გასარკვევია, რადგან ისინი ყოველთვის მოკავშირეებთან ერთად იბრძოდნენ.

პაპუსკალასთან ასურელებთან ბრძოლისას (ძვ.წ. 818) ბაბილონელებმა, ქალდეველებმა და მათმა მოკავშირე ელამიტებმა 13000 ჯარისკაცი დაკარგეს და 3000 მტერმა ტყვედ წაიყვანა. შემდეგ მათ კიდევ შეკრიბეს ჯარი, მაგრამ კიდევ დამარცხდნენ და 5000 ჯარისკაცი, 200 ცხენი და 100 ეტლი დაეღუპათ. კუფთან ბრძოლის შემდეგ (ძვ.წ. 706) ასურელებმა ქალდეველთა ყველა ქალაქი დაიკავეს და 208000 ტყვე და 7200 ცხენი იგდეს ხელთ. სულ ბოლოს ხალულესთან (ძვ.წ. 609 წ.) ბაბილონელთა, ელამიტთა და არამეელთა გაერთიანებულმა ჯარმა ასურელებთან სასტიკ შეტაკებაში 15000 მეომარი დაკარგა, ასურული წყაროების მიხედვით. ყველა აღმოსავლური წყაროს გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ბაბილონის არმია იმ დროისათვის მრავალრიცხოვანი იყო და 50000 ჯარისკაცს შეადგენდა.

ბაბილონელთა მეორე სამეფოს პერიოდში, კარგად აღჭურვილმა და დისციპლინირებულმა ბაბილონელმა ჯარისკაცებმა დიდი ტერიტორიების დაპყრობა მოახერხეს, მათ შორის იუდეის სამეფოს. ბაბილონელთა დიდმა მეფემ ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი ალყით აიღო, გადაწვა, დაანგრია და გაძარცვა, შემდეგ კი უამრავი ებრაელი ტყვე გადაასახლა ქალდეველთა სახელმწიფოში.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები