გიპერტი იოსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიპერტი იოსტ“ გადაიტანა გვერდზე „იოსტ გიპერტი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსტ გიპერტი“ გადაიტანა გვერდზე „გიპერტი იოსტ“ გადამისამართე...)

12:50, 8 დეკემბერი 2023-ის ვერსია

იოსტ გიპერტი – (დ. 12.III, 1956. გერმანია), გერმანელი მეცნიერი. მარბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლობდა შედარებით ენათმეცნიერებას, ინდოლოგიას, იაპონოლოგიასა და ჩინოლოგიას. პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მო- ღვაწეობდა (1977– 1990) ბერლინის, ვენისა და ზალცბურგის უნნივერსიტეტებში. მეორე სადოქტორო დისერტაციის (ჰაბილიტაციის) დაცვის შემდეგ 1991-1993 მუშაობდა მარბურგის უნნივერსიტეტში, 1994-იდან ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია და ხელმძღვანელობს შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს. იგი რამდენიმე სამეცნიერო კომისიისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

გიპერტი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამეცნიერო გამოცემების რედაქტორი და რეცენზენტია, მი- სი მეცნიერული მოღვაწეობის სპექტრი ფართოა – მოიცავს არა მხოლოდ ინდოევროპულს (სანსკრიტი, ირანული, თოხარული, ირლანდიური, მალედიეური და ა. შ.), არამედ სხვა ჯგუფის ენებსაც: აფხაზურს, უდიურს, ალბანურს, ბაცბურს.

კავკასიური ენებით გიპერტი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა (მისი მეორე სადოქტორო დისერტაციის თემა იყო ირანულ-სომხურ-ქართული ლექსიკური შეხვედრები - Iranika-Armeno-Iberica 1991). აქედან მოყოლებული, ინტენსიურად მუშაობს ქართველურსა და აფხაზურ-დიღურ ენებზე, უკანასკნელ ხანებში კი დაღესტნურ, კერძოდ უდიურ ენაზე. 1996-იდან არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წეერი, 1997 აირჩიეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად.

როგორც კომპიუტერული ლინგვისტიკის შესანიშნავ სპეციალისტს, გიპერტს უდიდესი წვლილი მიუძღვის ენობრივ მონაცემთა დიგიტალური ბაზების შექმნასა და გადამუშავებაში: მის მიერ დაარსებული დიგიტალური ლინგვისტური კორპუსი TITUS-ი (ტექსტურ და სხვა ლინგეისტურ მონაცემთა ბანკი ინდოევროპული და არაინდოევროპული ენებისათვის საძიებო სისტემის თანხლებით http://titus.unifrankfurt.de) 1987-იდან არის მსოფლიო სამეცნიერო მიმოქცევაში როგორც სამეცნიერო რესურსი. გარდა ამისა, ავტორია საერთაშორისო პროექტებისა:

ა) TUFU – პროექტი [თოხარული ხელნაწერების ელექტრონული ბანკი ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიასთან (ბერლინი), ბრიტანულ მუზეუმთან (ლონდონი) და ეროვნულ ბანკასთან (პარიზი) თანამშრომლობით, http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/texte/tocharuc thi.htm, 1995-იდან];

ბ) OGAMIKA – პროექტი (არქაული ირლანდიური წარწერების ელექტრონული კორპუსი http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/ogam/frame.htm. 1995-იდან];

გიპერტი ავტორია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტისა კავკასიოლოგიაში:

ა) ARMAZI – პროექტი – კაეკკასიური ენების ტექსტურ მონაცემთა ელექტრონული ბანკი საძიებო სისტემის თანხლებით საქართველოს 10 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობით (http://atrmazi.uni-frankfurt.de სამეცნიერო მიმოქცევაშია 1998-იდან);

ბ) ECLinG პროექტი – საფრთხეში მყოფი კავკასიური ენები საქართველოში (წოვათუშური, უდიური, სვანური), საფრთხეში მყოფი ენების ელექტრონული დოკუმენტაციის პროგრამა ფოლკსვაგენ- ფტიფტუნგთან (MPI Nigmegen) და საქართველოს ორ სამეცნიერო ჯგუფთან თანამშრომლობით (http://titus.fkidgl.unifrankfurt.de/eclung.htm სა-მეცნ. მიმოქცევაშია 2002-იდან);

გ) კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები – ალბანური პალიმფსესტები სინას მთიდან და ავსტრიის ეროვნული ბიბილიოთეკის არქივის ქართული პალიმფსესტები საქართველოს ორ სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობით (2004-იდან).

მ. მანჯეგალაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები