დისტრიბუცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დისტრიბუცია''' – (''ლათ.'' distribuere – განაწილება, დაყოფა), ენობრივი ე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''დისტრიბუცია'''  – (''ლათ.'' distribuere – განაწილება, დაყოფა), ენობრივი ერთეულების განლაგება უფრო დიდი მოცულობის ერთეულებში, კონტექსტებში. დისტრიბუცია როგორც კრიტერიუმი, მეტ-ნაკლებად
 
'''დისტრიბუცია'''  – (''ლათ.'' distribuere – განაწილება, დაყოფა), ენობრივი ერთეულების განლაგება უფრო დიდი მოცულობის ერთეულებში, კონტექსტებში. დისტრიბუცია როგორც კრიტერიუმი, მეტ-ნაკლებად
თანამიმდევრული სახით გამოყენებულია ფონოლოგიაში (ნ. ტრუბეცკოი, დ. ჯოუნზი, ლ. ბლუმფილდი, ამერიკელი დესკრიპტივისტები…) ბგერითი ნაკადის სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ
+
თანამიმდევრული სახით გამოყენებულია ფონოლოგიაში (ნ. ტრუბეცკოი, დ. ჯოუნზი, ლ. ბლუმფილდი, ამერიკელი დესკრიპტივისტები…) [[ბგერა|ბგერითი]] ნაკადის სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ
გადატანილ იქნა მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში (მათი სპეციფიკის გათვალისწინებითა და შესაბამისი ცელილებებით). შესაძლებელია მისი გამოყენება ენის სემანტიკურ დონეზეც. ამ კრიტერიუმების გამოყენებით სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები ძირითადად შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი წესების სახით:
+
გადატანილ იქნა მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში (მათი სპეციფიკის გათვალისწინებითა და შესაბამისი ცელილებებით). შესაძლებელია მისი გამოყენება [[ენა (მეტყველება)|ენის]] სემანტიკურ დონეზეც. ამ კრიტერიუმების გამოყენებით სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები ძირითადად შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი წესების სახით:
  
1.თუ ტექსტის სეგმენტაციით მიღებული ორი (ფონეტიკურად მსგავსი ან ფუნქციურად იდენტური) ერთეული არ დასტურდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთეულს. მაგ., ქართულ სიტყვაში „ლალი“ პირველი მარცვლის მაგარი ლ არასოდეს შეგხვდება ი-ს წინ, სადღაც მხოლოდ რბილი ლ დასტურდება. ისინი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ლ ფონემას. ასევე ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები -მ და - მა იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში: -მ გვხვდება მხოლოდ ხმოვანფუძიან სახელებთან (დედა-მ), -მა კი –
+
1.თუ ტექსტის სეგმენტაციით მიღებული ორი (ფონეტიკურად მსგავსი ან ფუნქციურად იდენტური) ერთეული არ დასტურდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთეულს. მაგ., ქართულ სიტყვაში „ლალი“ პირველი მარცვლის მაგარი ლ არასოდეს შეგხვდება ი-ს წინ, სადაც მხოლოდ რბილი ლ დასტურდება. ისინი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ლ ფონემას. ასევე ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები -მ და - მა იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში: -მ გვხვდება მხოლოდ ხმოვანფუძიან სახელებთან (დედა-მ), -მა კი –
თანხმოვანფუიძიანებთან (კაც-მა) და წარმოადგენენ ერთი და იმავე მორფემის [[ალომორფი|ალომორფებს]];
+
თანხმოვანფუძიანებთან (კაც-მა) და წარმოადგენენ ერთი და იმავე მორფემის [[ალომორფი|ალომორფებს]];
  
 
2. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში) და მათი ურთიერთშენაცვლებით იცვლება მნიშვნელობა, მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან კონტრასტული დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან სხვადასხვა ენობრივ ერთეულებს.
 
2. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში) და მათი ურთიერთშენაცვლებით იცვლება მნიშვნელობა, მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან კონტრასტული დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან სხვადასხვა ენობრივ ერთეულებს.
მაგ., სიტყვები: ქარი, ქერი, ქორი… განსხვავდებიან მხოლოდ ა, ე, ო ხმოვნებით, რის გამოც ეს უკანასკნელები სხვადასხვა ფონემაში ერთიანდებიან. ასევე ბრუნვის ნიშნები, რომლებიც გვხედება ერთსა და იმავე პოზიციაში (ერთსა და იმავე ფუძესთან): კაც-ი, კაც-მა, კაც-ს… განასხვავებენ გრამატიკული მნიშვნელობას და გვევლინებიან
+
მაგ., სიტყვები: ქარი, ქერი, ქორი… განსხვავდებიან მხოლოდ ა, ე, ო ხმოვნებით, რის გამოც ეს უკანასკნელები სხვადასხვა ფონემაში ერთიანდებიან. ასევე ბრუნვის ნიშნები, რომლებიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (ერთსა და იმავე ფუძესთან): კაც-ი, კაც-მა, კაც-ს… განასხვავებენ გრამატიკული მნიშვნელობას და გვევლინებიან
 
ტექსტში სხვადასხვა მორფემის წარმომადგენლებად;
 
ტექსტში სხვადასხვა მორფემის წარმომადგენლებად;
  

14:00, 19 დეკემბერი 2023-ის ვერსია

დისტრიბუცია – (ლათ. distribuere – განაწილება, დაყოფა), ენობრივი ერთეულების განლაგება უფრო დიდი მოცულობის ერთეულებში, კონტექსტებში. დისტრიბუცია როგორც კრიტერიუმი, მეტ-ნაკლებად თანამიმდევრული სახით გამოყენებულია ფონოლოგიაში (ნ. ტრუბეცკოი, დ. ჯოუნზი, ლ. ბლუმფილდი, ამერიკელი დესკრიპტივისტები…) ბგერითი ნაკადის სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ გადატანილ იქნა მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში (მათი სპეციფიკის გათვალისწინებითა და შესაბამისი ცელილებებით). შესაძლებელია მისი გამოყენება ენის სემანტიკურ დონეზეც. ამ კრიტერიუმების გამოყენებით სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები ძირითადად შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი წესების სახით:

1.თუ ტექსტის სეგმენტაციით მიღებული ორი (ფონეტიკურად მსგავსი ან ფუნქციურად იდენტური) ერთეული არ დასტურდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთეულს. მაგ., ქართულ სიტყვაში „ლალი“ პირველი მარცვლის მაგარი ლ არასოდეს შეგხვდება ი-ს წინ, სადაც მხოლოდ რბილი ლ დასტურდება. ისინი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ლ ფონემას. ასევე ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები -მ და - მა იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში: -მ გვხვდება მხოლოდ ხმოვანფუძიან სახელებთან (დედა-მ), -მა კი – თანხმოვანფუძიანებთან (კაც-მა) და წარმოადგენენ ერთი და იმავე მორფემის ალომორფებს;

2. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში) და მათი ურთიერთშენაცვლებით იცვლება მნიშვნელობა, მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან კონტრასტული დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან სხვადასხვა ენობრივ ერთეულებს. მაგ., სიტყვები: ქარი, ქერი, ქორი… განსხვავდებიან მხოლოდ ა, ე, ო ხმოვნებით, რის გამოც ეს უკანასკნელები სხვადასხვა ფონემაში ერთიანდებიან. ასევე ბრუნვის ნიშნები, რომლებიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (ერთსა და იმავე ფუძესთან): კაც-ი, კაც-მა, კაც-ს… განასხვავებენ გრამატიკული მნიშვნელობას და გვევლინებიან ტექსტში სხვადასხვა მორფემის წარმომადგენლებად;

3. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაგრამ მათი ურთიერთჩანაცვლებით მნიშვნელობა არ იცვლება, მაშინ ეს ერთეულები ერთმნეთის მიმართ იმყოფებიან თავისუფალი ვარირების მიმართებაში და წარმოადგენენ თავისუფალ ვარიანტებს. მაგ., (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სტილურ განსხვავებებს) მრავლობითი რიცხვის ფორმებში -ებ და -ნ ფორმანტების მონაცვლეობა (კაც-ებ-ი, კაც-ნ-ი).

დისტრიბუციული წესებით მორფემების, სიტყვების აღწერა სინქრონიულ დონეზე ზედმეტს ხდის ისეთი ფონეტიკური პროცესების დაშვებას, როგორიცაა ასიმილაცია, დისიმილაცია, რომლებიც შესაბამისად განიხილებიან როგორც დიაქრონიული პროცესები.

როგორც ფონოლოგიური კვლევის პრაქტიკამ ცხადყო, დისტრიბუციული ანალიზისთვის წმინდა დისტრიბუციული კრიტერიუმები საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა ისეთი არაფორმალური კრიტერიუმების შემოტანა, როგორიცაა საანალიზო ერთეულთა მსგავსება (ფონეტ. ფუნქციური), მნიშენელობა და, რაც მთავარია, ენის მატარებლის თვალსაზრისი (ლ. იელმსლევი).

ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა



ლიტერატურა

  • ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, გ. ახვლედიანის რედ, თბ. 1972;
  • შარაძენიძე თ. თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ. 1972;
  • ქობალავეა ი. ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში, თბ. 1976.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები