ნამდვილი რიცხვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნამდვილი რიცხვები''' – რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს ...)
 
ხაზი 23: ხაზი 23:
  
 
''ნულზე გაყოფა არ შეიძლება''
 
''ნულზე გაყოფა არ შეიძლება''
 +
 +
==წყარო==
 +
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
  
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
 
[[კატეგორია:ალგებრა]]

17:12, 19 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ნამდვილი რიცხვები – რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს ერთად ნამდვილი რიცხვები ეწოდებათ. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე აღინიშნება R ასოთი.

ნამდვილი რიცხვები შეიძლება განვმარტოთ, როგორც სასრული და უსასრულო ათწილადების ერთობლიობა.

ნამდვილი რიცხვები გამოისახებიან კოორდინატთა წრფეზე, როგორც წერტილები, ისე, რომ ყოველ ნამდვილ რიცხვს კოორდინატთა წრფეზე შეესაბამება ერთი წერტილი და კოორდინატთა წრფის ყოველ წერტილს შეესაბამება ერთი ნამდვილი რიცხვი.

ნამდვილი რიცხვების შეკრებას და გამრავლებას გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

თუ a და b ნამდვილი რიცხვებია (ალგებრული, რაციონალური, მთელი, მთელი დადებითი), მაშინ ასეთებივეა a + b და ab (ჩაკეტილობა),

a + b = b + a (კომუტატურობა, გადანაცვლება),
a + (b + c) = (a + b) + c = a + b + c (ასოციაციურობა),
a (b c) = (a b) c = a b c (ასოციაციურობა),
a · 1 = a,
a (b + c) = ab + ac (დისტრიბუციულობა),
ტოლობიდან a + c = b + c გამომდინარეობს, რომ a = b.
ტოლობიდან ca = cb, c ≠ 0 გამომდინარეობს, რომ a = b (შეკვეცა).

ნამდვილ რიცხვს 0 (ნული) გააჩნია თვისებები: a + 0 = a, a·0 = 0, ყოველი ნამდვილი a რიცხვისათვის.

ყოველი ნამდვილი a რიცხვისათვის მოპირდაპირე – a რიცხვი და შებრუნებული რიცხვი a-1 = 1 /a, შესაბამისად განისაზღვრებიან ტოლობებით:

a +(-a) = a - a = 0, a∙a-1= 1 (a ≠0).

ნულზე გაყოფა არ შეიძლება

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები