NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბ“ გადაიტანა გვერდზე „ბანი (ასო)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბანი (ასო)“ გადაიტანა გვერდზე „ბ“ გადამისამართებაზე)

13:36, 27 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ქართული ანბანის მეორე ასო. მისი სახელია „ბანი“; გრაფიკული სიმბოლო ბილაბიალური (წყვილბაგისმიერი) მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴁ. მისი მოხაზულობა სწორი ხაზებისა და პატარა წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. VII ს-იდან იგი თავგახსნილია. ნუსხური ⴁ ოდნაე მარჯენივ არის გადახრილი და ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრული ბ-ს ქვედა ნაწილი წრეს კრავს და ზედა სამ ხაზს შორის იწერება:

წარწერის ტექსტი

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორს (2), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეორეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეათე პუნქტის ბ მუხლი…





წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%91&oldid=216688“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები