ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია''' – ვანის ქვაბთა სამონასტრ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ეანის ქვაბთა მონასტერი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ XIV ს. მიწურულიდან, დედათა ე. წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი)  
 
ეანის ქვაბთა მონასტერი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ XIV ს. მიწურულიდან, დედათა ე. წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი)  
 
ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ. 50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV ს. II ნახ. თარიღდება (წარწერების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ე. ცისკარიშვილმა, 1954).
 
ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ. 50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV ს. II ნახ. თარიღდება (წარწერების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ე. ცისკარიშვილმა, 1954).
 +
 +
წარწერები ეკუთენის მონასტრის ბინადარ ქალებს, რომლებიც აქ იძულებით მოხვედრილან. ესენი არიან: გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვ. წარწერებში ქალები გოდებენ თავიანთი მძიმე ხვედრის გამო; თავს ავედრებენ და ითხოვენ შველასა და შენდობას ღეთისმშობლისა და
 +
ღვთაების ხატისაგან. ზოგიერთი წარწერა ყოფითი ხასიათისაა შეიცავს შემსრულებლის ბიოგრაფიულ ცნობებსაც. მაგ. გულქანის პროზაულ წარწერებში ნათქვამია, რომ მასზე „ულამაზეს სულიერი დედამიწაზედა არ იარებოდა“. ის „ქალად და გასათხოვად“ მოუყვანია მანუჩარს (საფიქრებელია, ყვარყვარე [[ათაბაგი]]ს შვილს, რომელიც XV ს. II ნახ-ში მოღვაწეობდა).
 +
 +
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლექსითი წარწერები. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ანა რჩეულაშვილის წარწერაში ჩართული „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი – უიმედობის გამომხატეელი ორი სტროფი (1300-1301) ქაჯთა ტყვეობაში მყოფი
 +
ნესტანის წერილიდან. ამით ანა თავის უიმედო ყოფასაც ასახავს:

01:12, 28 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია – ვანის ქვაბთა სამონასტრო კომპლექსში მრავლად მოიპოვება ქვაბის ბინადარი ქალების წარწერებიც (XV ს.).

ეანის ქვაბთა მონასტერი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ XIV ს. მიწურულიდან, დედათა ე. წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი) ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ. 50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV ს. II ნახ. თარიღდება (წარწერების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ე. ცისკარიშვილმა, 1954).

წარწერები ეკუთენის მონასტრის ბინადარ ქალებს, რომლებიც აქ იძულებით მოხვედრილან. ესენი არიან: გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვ. წარწერებში ქალები გოდებენ თავიანთი მძიმე ხვედრის გამო; თავს ავედრებენ და ითხოვენ შველასა და შენდობას ღეთისმშობლისა და ღვთაების ხატისაგან. ზოგიერთი წარწერა ყოფითი ხასიათისაა შეიცავს შემსრულებლის ბიოგრაფიულ ცნობებსაც. მაგ. გულქანის პროზაულ წარწერებში ნათქვამია, რომ მასზე „ულამაზეს სულიერი დედამიწაზედა არ იარებოდა“. ის „ქალად და გასათხოვად“ მოუყვანია მანუჩარს (საფიქრებელია, ყვარყვარე ათაბაგის შვილს, რომელიც XV ს. II ნახ-ში მოღვაწეობდა).

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლექსითი წარწერები. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ანა რჩეულაშვილის წარწერაში ჩართული „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი – უიმედობის გამომხატეელი ორი სტროფი (1300-1301) ქაჯთა ტყვეობაში მყოფი ნესტანის წერილიდან. ამით ანა თავის უიმედო ყოფასაც ასახავს:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები