თოფურია ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
 
თოფურია საქართეელოში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თოფურიას პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა”. I. ზმნა. 1930). [[აკაკი შანიძე|ა. შანიძე]]სთან ერთად დააარსა  
 
თოფურია საქართეელოში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თოფურიას პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა”. I. ზმნა. 1930). [[აკაკი შანიძე|ა. შანიძე]]სთან ერთად დააარსა  
 
სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია”, I (1939): …სვანური პროზაული ტექსტები” 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალისქვემოური კილო (1957): 3. ლენტესუერი კილო (1967): 4. ლაშხური კილო (1979), ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თოფურიას მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუემენტაციას წარმოადგენს.
 
სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია”, I (1939): …სვანური პროზაული ტექსტები” 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალისქვემოური კილო (1957): 3. ლენტესუერი კილო (1967): 4. ლაშხური კილო (1979), ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თოფურიას მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუემენტაციას წარმოადგენს.
 +
 +
ქართული და ქართველურ ენათა ფონეტიკის საკვანძო საკითხებია განხილული თოფურიას შრომათა ციკლში - „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (5 ნაწილად. 1926–41); საგანგებო შრომათა სერია მიუძღვნა ქართველურ ენათა
 +
სიტყვაწარმოებას (6 ნაშრომი, 1938–59); ქართველურ ენათა ისტორიული
 +
შედარებითი შესწავლის საკითხებს: „ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში“ (1937). „რედუქციისათვის ქართველურ ენებში“ (1946), „ბრამატიკულ მოვლენათა ერთგვაროვანი პროცესი ქართველურ ენებში“ (1954), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის ზოგიერთი საკითხი“ (1961) და სხვ.

01:35, 10 იანვარი 2024-ის ვერსია

ვარლამ თოფურია – (დ. 8 იანვარი 1901, სოფ. ონტოფო, აბაშის რ-ნი, – გ. 21 აგვისტო 1966, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართვველოს მეცნიერების დამსახურებული მოღეაწე (1946), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).

დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკუკტეტი საენათმეცნიერო განხრით (1922). სამეცნიერო-ჰედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-66) და საქართეველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936–66). იყო ჯერ ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის (1936–41), შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების (1941-60) გამგე: ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (194I–43), დირექტორი (1943–49). 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თსუ-ში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინნსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1933–33), თბილისის სამასწაელებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართულო ენის კათედრის გამგე (1935–36), გორის სახელიმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1950-52), თოფურია ხელმძღვანელობდა ქართული ენის პრობლემების საკოორდინაციო სამეცნიერო საბჭოს, მონაწილეობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მეშაობასა (ერთხანს იყო კომისიის მდივანი) და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა-დანერგვაში.

თოფურია იკელევდა ქართველურ და მთის იბერიული-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ეპიგრაფიკისა და ქართული ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს. მისი პირველი მეცნიერული ნაშრომია „სინტაქსური ანალოგიის ერთი შემთხვევა ქართულში დიალექტების მიხედეით“ (1923); ავტორია 250-მდე ნაშრომისა, ხოლო მისი რედაქციით გამოცემულია 70-მდე წიგნი.

თოფურია საქართეელოში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თოფურიას პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა”. I. ზმნა. 1930). ა. შანიძესთან ერთად დააარსა სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია”, I (1939): …სვანური პროზაული ტექსტები” 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალისქვემოური კილო (1957): 3. ლენტესუერი კილო (1967): 4. ლაშხური კილო (1979), ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თოფურიას მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუემენტაციას წარმოადგენს.

ქართული და ქართველურ ენათა ფონეტიკის საკვანძო საკითხებია განხილული თოფურიას შრომათა ციკლში - „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (5 ნაწილად. 1926–41); საგანგებო შრომათა სერია მიუძღვნა ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებას (6 ნაშრომი, 1938–59); ქართველურ ენათა ისტორიული შედარებითი შესწავლის საკითხებს: „ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში“ (1937). „რედუქციისათვის ქართველურ ენებში“ (1946), „ბრამატიკულ მოვლენათა ერთგვაროვანი პროცესი ქართველურ ენებში“ (1954), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის ზოგიერთი საკითხი“ (1961) და სხვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები