იბერიულ-კავკასიური ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იბერიულ-კავკასიური ენები''' – კავკასიაში კომპაქტურად დას...)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
ენათა ამ ოჯახის აღსანიშნავად სხვადასხვა დროს სხვადასხეა სახელწოდება გამოიყენებოდა – პალეოკავკასიური,იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატიული. ამჟამად კი ძირითადად ორი ტერმინია დამკეიდრებული – იბერიულ-კავკასიური ენები და კავკასიური ენები. პირველს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი გარკეევით შემოსაზღვრავს იმ წრეს ენებისას, რომლებიც არ არიან მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული – ინდოევროპულ (სომხური, ოსური, თალიშური, ქურთული), თურქულ ([[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანული]], ყუმუხური, ყარაჩაული, ბალყარული, ნოღაური) და სემიტურ (ასურული) ენებს. ამდენად, ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ საშუალებას იძლევა ენათმეცნიერული ცნება „კავკასიური ენები“ გაიმიჯნოს გეოგრაფიული ცნებისაგან „კავკასიის ენები“. ყველა ეს ენობრივი ჯგუფი, გარდა ქართველურისა, ერთიანდება ტერმინით მთის იბერიულ-კავკასიური ენები,ან უფრო მოკლე ფორმით – მთის კაეკასიური ენები. მისი სინონიმია ჩრდილოკავკასიური ენები, რომელსაც უპირისპირდება ქართველური ენების აღმნიშვნელი – სამხრულ კავკასიური ენები.
 
ენათა ამ ოჯახის აღსანიშნავად სხვადასხვა დროს სხვადასხეა სახელწოდება გამოიყენებოდა – პალეოკავკასიური,იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატიული. ამჟამად კი ძირითადად ორი ტერმინია დამკეიდრებული – იბერიულ-კავკასიური ენები და კავკასიური ენები. პირველს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი გარკეევით შემოსაზღვრავს იმ წრეს ენებისას, რომლებიც არ არიან მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული – ინდოევროპულ (სომხური, ოსური, თალიშური, ქურთული), თურქულ ([[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანული]], ყუმუხური, ყარაჩაული, ბალყარული, ნოღაური) და სემიტურ (ასურული) ენებს. ამდენად, ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ საშუალებას იძლევა ენათმეცნიერული ცნება „კავკასიური ენები“ გაიმიჯნოს გეოგრაფიული ცნებისაგან „კავკასიის ენები“. ყველა ეს ენობრივი ჯგუფი, გარდა ქართველურისა, ერთიანდება ტერმინით მთის იბერიულ-კავკასიური ენები,ან უფრო მოკლე ფორმით – მთის კაეკასიური ენები. მისი სინონიმია ჩრდილოკავკასიური ენები, რომელსაც უპირისპირდება ქართველური ენების აღმნიშვნელი – სამხრულ კავკასიური ენები.
  
იბერიულ-კავმკასიური ენები, წარმოდგენილია 12 სამწერლობო და 25 უმწერლობო ენით. [[დამწერლობა|დამწერლობის]] მქონე ენები: ქართული, აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, ჩაჩნური, ინგუშური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული. ამ ენათაგან უძეელესი დამწერლობა აქვს მხოლოდ ქართულ ენას, ხოლო დანარჩენი ახალდამწერლობიანი ენებია, რომელთა უმრავლესობის დამწერლობა ([[ანბანი|ანბანები]]) XX ს.20-იან წლებში შეიქმნა ჯერ ლათინური [[გრაფიკა (დამწერლობა)|გრაფიკის]] საფუძეელზე, ხოლო შემდეგ (1938-იდან) ლათინური რუსული გრაფიკით შეიცვალა; უფრო ადრე კი XIX ს. II ნახ-ში, რუსული გრაფიკის საფუძველზე და ცალკეული ქართული [[ასო (ნიშანი)|ასოებისა]] და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებითრუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა (1816–1875) დაამუშავა აფხაზური, ჩაჩნური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური და თაბასარანული ენების ანბანები. იყო ცალკეული ცდები მთის კავკასიური ენებისათვის გამოეყენებინათ არაბული დამწერლობა, მაგრამ უშედეგოდ. დაღესტნურ ენათა ახალი ანბანების შექმნის პროცესი დღესაც გრძელდება. სულ რამდენიმე წელია (1990-იდან), რაც დამუშავდა ანბანები აღულური, რუთულური და წახური ენებისათვის. [[სინას მთა]]ზე ახალაღმოჩენილი [[ალბანური დამწერლობა (კავკასია)|ალბანური]] ტექსტი საფუძველს იძლევა ძველი [[ალბანური ენა (კავკასიის)|ალბანური ენა]] დაუკავშირდეს ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს, კერძოდ უდიურ ენას, მაგრამ ეს დამწერლობა VIII ს-იდან გაქრა და კავკასიურ, კერძოდ, ლეზგიურ ენათა თანამედროეე დამწერლობები ახალშექმნილ ანბანებს ემყარება.
+
იბერიულ-კავკასიური ენები, წარმოდგენილია 12 სამწერლობო და 25 უმწერლობო ენით. [[დამწერლობა|დამწერლობის]] მქონე ენები: ქართული, აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, ჩაჩნური, ინგუშური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული. ამ ენათაგან უძეელესი დამწერლობა აქვს მხოლოდ ქართულ ენას, ხოლო დანარჩენი ახალდამწერლობიანი ენებია, რომელთა უმრავლესობის დამწერლობა ([[ანბანი|ანბანები]]) XX ს.20-იან წლებში შეიქმნა ჯერ ლათინური [[გრაფიკა (დამწერლობა)|გრაფიკის]] საფუძეელზე, ხოლო შემდეგ (1938-იდან) ლათინური რუსული გრაფიკით შეიცვალა; უფრო ადრე კი XIX ს. II ნახ-ში, რუსული გრაფიკის საფუძველზე და ცალკეული ქართული [[ასო (ნიშანი)|ასოებისა]] და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებითრუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა (1816–1875) დაამუშავა აფხაზური, ჩაჩნური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური და თაბასარანული ენების ანბანები. იყო ცალკეული ცდები მთის კავკასიური ენებისათვის გამოეყენებინათ არაბული დამწერლობა, მაგრამ უშედეგოდ. დაღესტნურ ენათა ახალი ანბანების შექმნის პროცესი დღესაც გრძელდება. სულ რამდენიმე წელია (1990-იდან), რაც დამუშავდა ანბანები აღულური, რუთულური და წახური ენებისათვის. [[სინას მთა]]ზე ახალაღმოჩენილი [[ალბანური დამწერლობა (კავკასია)|ალბანური]] ტექსტი საფუძველს იძლევა ძველი [[ალბანური ენა (კავკასიის)|ალბანური ენა]] დაუკავშირდეს ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს, კერძოდ უდიურ ენას, მაგრამ ეს დამწერლობა VIII ს-იდან გაქრა და კავკასიურ, კერძოდ, ლეზგიურ ენათა თანამედროეე დამწერლობები ახალშექმნილ ანბანებს ემყარება.
  
 
იბერიულ-კავმკასიურ ენებს ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ფონეტიკასა და მორფოლოგიაში, ისე სინტაქსსა და ლექსიკაში, მაგრამ მნიშენელოვანია სხვაობაც. ამიტომაც ამ ენათა გენეტიკური ნათესაობის პრობლემა დღესაც დისკუსიის საგანია. დგას
 
იბერიულ-კავმკასიურ ენებს ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ფონეტიკასა და მორფოლოგიაში, ისე სინტაქსსა და ლექსიკაში, მაგრამ მნიშენელოვანია სხვაობაც. ამიტომაც ამ ენათა გენეტიკური ნათესაობის პრობლემა დღესაც დისკუსიის საგანია. დგას

15:13, 12 იანვარი 2024-ის ვერსია

იბერიულ-კავკასიური ენებიკავკასიაში კომპაქტურად დასახლებულ ხალხთა ენების ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც მონათესავე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნის. მასში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:

1. იბერიული (ანუ ქართველური) ჯგუფიქართული, ზანური (კოლხური), ანუ მეგრულ-ჭანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური;
2. აფხაზურ-ადიღური (ანუ აფხაზურ-ჩერქეზული) ჯგუფი – აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული და უბიხური;
3. ნახური ანუ ჩაჩნური ჯგუფი – ჩაჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური (ანუ ბაცბური);
4. დაღესტნური ჯგუფი

ა) ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქეეჯგუფი – ხუნძური, ანდიური, ბოთლიხური, ღოდობერიული, კარატაული, ჯამალალური, ტინდიური, ბაგვალალური, ახეახური, დიდოური, ჰინუხური, ხვარშიული, კაპუჭური (ანუ ბეჟიტური), ჰუნსიბური;
ბ) ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი – ლაკური, დარგუული;
გ) ლესგიური ქვეჯგუფი – ლესგიური, თაბასარანული, აღულური, წახური, მუხადური (რუთულური), უდიური, ბუდუხური, კრიწული, ხინალუღური, არჩიბული.

ყველა ეს ენა (სულ 47), გარდა უბიხურისა, გავრცელებულია კავკასიის მიწა-წყალზე, ხოლო უბიხები 1864 სოჭი-ადლერის მიდამოებიდან მთლიანად გადაასახლეს თურქეთში. დღეს მათი ენა გაქრობის გზაზეა.

ენათა ამ ოჯახის აღსანიშნავად სხვადასხვა დროს სხვადასხეა სახელწოდება გამოიყენებოდა – პალეოკავკასიური,იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატიული. ამჟამად კი ძირითადად ორი ტერმინია დამკეიდრებული – იბერიულ-კავკასიური ენები და კავკასიური ენები. პირველს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი გარკეევით შემოსაზღვრავს იმ წრეს ენებისას, რომლებიც არ არიან მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული – ინდოევროპულ (სომხური, ოსური, თალიშური, ქურთული), თურქულ (აზერბაიჯანული, ყუმუხური, ყარაჩაული, ბალყარული, ნოღაური) და სემიტურ (ასურული) ენებს. ამდენად, ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ საშუალებას იძლევა ენათმეცნიერული ცნება „კავკასიური ენები“ გაიმიჯნოს გეოგრაფიული ცნებისაგან „კავკასიის ენები“. ყველა ეს ენობრივი ჯგუფი, გარდა ქართველურისა, ერთიანდება ტერმინით მთის იბერიულ-კავკასიური ენები,ან უფრო მოკლე ფორმით – მთის კაეკასიური ენები. მისი სინონიმია ჩრდილოკავკასიური ენები, რომელსაც უპირისპირდება ქართველური ენების აღმნიშვნელი – სამხრულ კავკასიური ენები.

იბერიულ-კავკასიური ენები, წარმოდგენილია 12 სამწერლობო და 25 უმწერლობო ენით. დამწერლობის მქონე ენები: ქართული, აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, ჩაჩნური, ინგუშური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული. ამ ენათაგან უძეელესი დამწერლობა აქვს მხოლოდ ქართულ ენას, ხოლო დანარჩენი ახალდამწერლობიანი ენებია, რომელთა უმრავლესობის დამწერლობა (ანბანები) XX ს.20-იან წლებში შეიქმნა ჯერ ლათინური გრაფიკის საფუძეელზე, ხოლო შემდეგ (1938-იდან) ლათინური რუსული გრაფიკით შეიცვალა; უფრო ადრე კი XIX ს. II ნახ-ში, რუსული გრაფიკის საფუძველზე და ცალკეული ქართული ასოებისა და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებითრუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა (1816–1875) დაამუშავა აფხაზური, ჩაჩნური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური და თაბასარანული ენების ანბანები. იყო ცალკეული ცდები მთის კავკასიური ენებისათვის გამოეყენებინათ არაბული დამწერლობა, მაგრამ უშედეგოდ. დაღესტნურ ენათა ახალი ანბანების შექმნის პროცესი დღესაც გრძელდება. სულ რამდენიმე წელია (1990-იდან), რაც დამუშავდა ანბანები აღულური, რუთულური და წახური ენებისათვის. სინას მთაზე ახალაღმოჩენილი ალბანური ტექსტი საფუძველს იძლევა ძველი ალბანური ენა დაუკავშირდეს ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს, კერძოდ უდიურ ენას, მაგრამ ეს დამწერლობა VIII ს-იდან გაქრა და კავკასიურ, კერძოდ, ლეზგიურ ენათა თანამედროეე დამწერლობები ახალშექმნილ ანბანებს ემყარება.

იბერიულ-კავმკასიურ ენებს ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ფონეტიკასა და მორფოლოგიაში, ისე სინტაქსსა და ლექსიკაში, მაგრამ მნიშენელოვანია სხვაობაც. ამიტომაც ამ ენათა გენეტიკური ნათესაობის პრობლემა დღესაც დისკუსიის საგანია. დგას იბერიულ-კავკასიურ ენათა გარე ნათესაობის საკითხიც სხვა ენებთან.

გ. თოფურია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები