ილორის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ილორის წარწერები''' – ქართული ეპიგრაფიკული ძე...)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
დღესა”.
 
დღესა”.
  
უკანასკნელი წარწერა მნიშვნე�ლოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხეევა [[გვარსახელი]]ს გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).
+
უკანასკნელი წარწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხეევა [[გვარსახელი]]ს გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).
  
 
''ვ. სილოგავა''
 
''ვ. სილოგავა''

21:54, 12 იანვარი 2024-ის ვერსია

ილორის წარწერები – ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ამოკვეთილი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (ოჩამჩირის რ-ნი) აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ ქვის ფილებზე. სამი წარწერა შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით, ერთი – ასომთავრულით და ერთიც – მხედრულით. წარწერები თარიღდება XI ს-ით და ასახავენ სამივე სახის დამწერლობის ეროდროული გავრცელების ეტაპს. წარწერიანი ქვის ფილები საშუალო ზომისაა, დაახლოებით 60X30 სმ, მათზე ამოკვეთილი ტექსტებიც არ არის ვრცელი. სრული სახით მხოლოდ ორ ფილაზე ამოკვეთილი ტექსტია მოღწეული, დანარჩენი სამი ნაკლულია:

1. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გალატოზი..“ (ნუსხური);
2. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე… გიორგი…“ (მსედრული);
3. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე" (ასომთავრული);
4. „წმიდაო (გიორგი, შეიწყალე| მიქაელ.“ (ნუსხური);
5. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა, მღდელი; წმიდაო გიორგი, მფარველ მექმენ დიდსა მას დღესა”.

უკანასკნელი წარწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხეევა გვარსახელის გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. ვ. სიალოგავას გამოც., თბ., 1980.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები