აბრუპტივი
(ახალი გვერდი: '''აბრუპტივი''' – (<ლათ. abruptus – მოწყვეტილი, მოგლეჯილი), ყრუ თანხმოვ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აბრუპტივი''' – ( | + | '''აბრუპტივი''' – (ლათ. < abruptus – მოწყვეტილი, მოგლეჯილი), ყრუ [[თანხმოვნები|თანხმოვანი]], რომლის წარმოთქმისას ერთმანეთს მიბჯენილი სახმო სიმები გზას უღობავენ [[ფილტვები|ფილტვებიდან]] მომდინარე ჰაერნაკადს. თვით ეს [[ბგერა]] კი ამოსუნთქვის გარეშე, ჰაერის მხოლოდ იმ მარაგით წარმოითქმება, რომელიც სახმო სიმების ზევით, პირის ღრუშია მოქცეული. ამგვარი წარმოების გამო ამ თანხმოვნებს [[ხორხი|ხორხს]] ზედა ექსპირაციულებს, გლოტოკლუზივებს ან ყელხშულებსაც უწოდებენ, აკუსტიკური ეფექტის მიხედვით კი – მკვეთრებს. სახელწოდება აბრუპტივი ხაზს უსვამს მათი წარმოთქმის სისწრაფეს, „მოწყვეტით“ წარმოთქმას. სალიტერატურო ქართულში ექვსი აბრუპტივია: ჰ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. საპირისპირო მჟღერ და ყრუ ფშვინმიერ ბგერებთან ერთად ისინი ქმნიან თანხმოვანთა სამეულებს. |
| − | ქმნიან თანხმოვანთა სამეულებს. | + | |
| − | აბრუპტივის არსებობა ქართული, ქართველური და ზოგი | + | აბრუპტივის არსებობა ქართული, ქართველური და ზოგი კავკასიური ენის (მთის იბერიულ-კავკასიური ენების, აგრეთვე სომხურის, ოსურის…) ბგერითი წყობის არსებით თავისებურებად იყო მიჩნეული. აბრუპტივები სხვა ენებშიც დასტურდება (ჩრდ. [[აფრიკა|აფრიკის]], [[ამერიკა|ამერიკის]]). აბრუპტივებს აღადგენენ პრაინდოევროპულისთვისაც ([[გამყრელიძე თამაზ|თ. გამყრელიძე]], ვ. ივანოვი). |
| − | ზოგჯერ აბრუპტივად | + | ზოგჯერ აბრუპტივად ითვლება არა მხოლოდ ბაგეებთან თუ პირის ღრუში ნაწარმოები თანხმოვანი, არამედ თვით სახმო სიმებში მათი ხშვასკდომით მიღებული ბგერა ან ბგერის ელემენტი. ასეთია, მაგ. მეგრულში თანხმოვანი ჸ (ჸუდე) ან მისი მსგავსი ჟღერადობის მქონე ხმოვნის დასაწყისი გერმ., სიტყვათა თავკიდურ პოზიციაში (ე. წ. ხმოვნის მაგარი შემართვა: 'aber. 'unter). |
''ზ. ჯაფარიძე'' | ''ზ. ჯაფარიძე'' | ||
| ხაზი 12: | ხაზი 11: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | + | [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|ახვლედიანი გ]]., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949; | |
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ფონეტიკა]] | [[კატეგორია:ფონეტიკა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:24, 20 იანვარი 2024 მდგომარეობით
აბრუპტივი – (ლათ. < abruptus – მოწყვეტილი, მოგლეჯილი), ყრუ თანხმოვანი, რომლის წარმოთქმისას ერთმანეთს მიბჯენილი სახმო სიმები გზას უღობავენ ფილტვებიდან მომდინარე ჰაერნაკადს. თვით ეს ბგერა კი ამოსუნთქვის გარეშე, ჰაერის მხოლოდ იმ მარაგით წარმოითქმება, რომელიც სახმო სიმების ზევით, პირის ღრუშია მოქცეული. ამგვარი წარმოების გამო ამ თანხმოვნებს ხორხს ზედა ექსპირაციულებს, გლოტოკლუზივებს ან ყელხშულებსაც უწოდებენ, აკუსტიკური ეფექტის მიხედვით კი – მკვეთრებს. სახელწოდება აბრუპტივი ხაზს უსვამს მათი წარმოთქმის სისწრაფეს, „მოწყვეტით“ წარმოთქმას. სალიტერატურო ქართულში ექვსი აბრუპტივია: ჰ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. საპირისპირო მჟღერ და ყრუ ფშვინმიერ ბგერებთან ერთად ისინი ქმნიან თანხმოვანთა სამეულებს.
აბრუპტივის არსებობა ქართული, ქართველური და ზოგი კავკასიური ენის (მთის იბერიულ-კავკასიური ენების, აგრეთვე სომხურის, ოსურის…) ბგერითი წყობის არსებით თავისებურებად იყო მიჩნეული. აბრუპტივები სხვა ენებშიც დასტურდება (ჩრდ. აფრიკის, ამერიკის). აბრუპტივებს აღადგენენ პრაინდოევროპულისთვისაც (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი).
ზოგჯერ აბრუპტივად ითვლება არა მხოლოდ ბაგეებთან თუ პირის ღრუში ნაწარმოები თანხმოვანი, არამედ თვით სახმო სიმებში მათი ხშვასკდომით მიღებული ბგერა ან ბგერის ელემენტი. ასეთია, მაგ. მეგრულში თანხმოვანი ჸ (ჸუდე) ან მისი მსგავსი ჟღერადობის მქონე ხმოვნის დასაწყისი გერმ., სიტყვათა თავკიდურ პოზიციაში (ე. წ. ხმოვნის მაგარი შემართვა: 'aber. 'unter).
ზ. ჯაფარიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949;