არგოტიზმი
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
არგოტიზმი სასაუბრო ენაში ნაწილობრივ იცვლის იმ მნიშვნელობას, რომელიც მას არგოში ჰქონდა. ამასთანავე, | არგოტიზმი სასაუბრო ენაში ნაწილობრივ იცვლის იმ მნიშვნელობას, რომელიც მას არგოში ჰქონდა. ამასთანავე, | ||
| − | იძენს განსაკუთრებულ ექსპრესიულ შეფერილობას. მაგ. ნარკომანების არგოდან სტუდენტთა მეტყველებაში შესული „ტეხავს“ ნიშნავს რაიმე არასასიამოვნოს, არასასურველს. ამ გამოთქმის ამოსავალი | + | იძენს განსაკუთრებულ ექსპრესიულ შეფერილობას. მაგ. ნარკომანების არგოდან სტუდენტთა მეტყველებაში შესული „ტეხავს“ ნიშნავს რაიმე არასასიამოვნოს, არასასურველს. ამ გამოთქმის ამოსავალი მნიშვნელობა არის [[აბსტინენციის სინდრომი|აბსტინენციის მდგომარეობის]] აღნიშვნა (რუს. ломка). არგოტიზმი ხშირად პირდაპირი [[თარგმანი|თარგმანის]], კალკის სახით გადადის ერთი ენიდან მეორეში. მაგ. „ჩაუშვა“, „მოდის” (შდრ. „спустил“, „идет“ იმავე მნიშვნელობებით რუსულში). ზოგჯერ სასაუბრო ენაში არგოტიზმის სახით და შეცვლილი სემანტიკით არგოს გავლით შემოდის რომელიმე უცხო სიტყვა. მაგ. „გოიმი“, რომელიც წარმოშობით ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ურწმუნოს“ (უცხოს, არაებრაელს), როგორც არგოტიზმი - „ჩამორჩენილს“, „ხალხში გამოუსვლელს.“ |
| − | არგოტიზმები სალიტერატურო ენაში ძირითადად [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] მეტყველებაში | + | არგოტიზმები სალიტერატურო ენაში ძირითადად [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] მეტყველებაში გვხვდება და პერსონაჟის პიროვნების თავისებურებებს ასახავს. არგოტიზმებს (ისევე როგორც დიალექტიზმებს) ხშირად იყენებენ მთარგმნელებიც დედნის სტილის თავისებურებათა გადმოსაცემად. |
არგოტიზმები ძალიან სწრაფად იცვლება და კარგავს ექსპრესიულობას. ყოველ თაობას და ყოველ დროს მოაქვს მისთვის დამახასიათებელი ახალი არგოტიზმები. | არგოტიზმები ძალიან სწრაფად იცვლება და კარგავს ექსპრესიულობას. ყოველ თაობას და ყოველ დროს მოაქვს მისთვის დამახასიათებელი ახალი არგოტიზმები. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:23, 20 იანვარი 2024 მდგომარეობით
არგოტიზმი – სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც საერთო სასაუბრო მეტყველებაში, ანდა სალიტერატურო ენაში შესულია რომელიმე არგოდან.
არგოტიზმი სასაუბრო ენაში ნაწილობრივ იცვლის იმ მნიშვნელობას, რომელიც მას არგოში ჰქონდა. ამასთანავე, იძენს განსაკუთრებულ ექსპრესიულ შეფერილობას. მაგ. ნარკომანების არგოდან სტუდენტთა მეტყველებაში შესული „ტეხავს“ ნიშნავს რაიმე არასასიამოვნოს, არასასურველს. ამ გამოთქმის ამოსავალი მნიშვნელობა არის აბსტინენციის მდგომარეობის აღნიშვნა (რუს. ломка). არგოტიზმი ხშირად პირდაპირი თარგმანის, კალკის სახით გადადის ერთი ენიდან მეორეში. მაგ. „ჩაუშვა“, „მოდის” (შდრ. „спустил“, „идет“ იმავე მნიშვნელობებით რუსულში). ზოგჯერ სასაუბრო ენაში არგოტიზმის სახით და შეცვლილი სემანტიკით არგოს გავლით შემოდის რომელიმე უცხო სიტყვა. მაგ. „გოიმი“, რომელიც წარმოშობით ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ურწმუნოს“ (უცხოს, არაებრაელს), როგორც არგოტიზმი - „ჩამორჩენილს“, „ხალხში გამოუსვლელს.“
არგოტიზმები სალიტერატურო ენაში ძირითადად პერსონაჟთა მეტყველებაში გვხვდება და პერსონაჟის პიროვნების თავისებურებებს ასახავს. არგოტიზმებს (ისევე როგორც დიალექტიზმებს) ხშირად იყენებენ მთარგმნელებიც დედნის სტილის თავისებურებათა გადმოსაცემად.
არგოტიზმები ძალიან სწრაფად იცვლება და კარგავს ექსპრესიულობას. ყოველ თაობას და ყოველ დროს მოაქვს მისთვის დამახასიათებელი ახალი არგოტიზმები.
მ. კობაიძე