ზალდის წარწერა
(ახალი გვერდი: '''ზალდის წარწერა 960''' – სწორი ეპიგრაფიკული ნუსხუ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ზალდის წარწერა 960''' – სწორი [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ნუსხურით | + | '''ზალდის წარწერა 960''' – სწორი [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ნუსხურით შესრულებული რვასტრიქონიანი ქართული წარწერა, ამოკვეთილი სოფელ ზალდის ([[გორის მუნიციპალიტეტი|გორის რაიონის]] ქურთის თემის) ლალისის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის ბალავარში ჩასმულ ქვის ფილაზე. წარწერის ტექსტი ასე იკითხება: „[[ქრისტე]], შეიწყალე გიორგი და ივანჱ, სამებობასა დადვეს [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველი]] ქრონიკონსა რპ“ |
| − | თარიღის აღმნიშვნელი [[ასო (ნიშანი)|ასოები]] რპ ქვემოთ, ფილის კიდე სე არ ეტეოდა, ამიტომ ატანილია ზემოთ და ამოკვეთილია ტექსტის მეორე სტრიქონის გასწვრივ. მეოთხე სტრიქონში ასოებს სა ქარაგმის ხაზი არა აქვს: იგი შეიძლება გაიხსნას როგორც „სამებასა“, ისე „სამებობასა”. | + | თარიღის აღმნიშვნელი [[ასო (ნიშანი)|ასოები]] რპ ქვემოთ, ფილის კიდე სე არ ეტეოდა, ამიტომ ატანილია ზემოთ და ამოკვეთილია ტექსტის მეორე სტრიქონის გასწვრივ. მეოთხე სტრიქონში ასოებს სა ქარაგმის ხაზი არა აქვს: იგი შეიძლება გაიხსნას როგორც „სამებასა“, ისე „სამებობასა”. პირველ შემთხვევაში „უნდა ვიგულისხმოთ, რომ გიორგიმ და ივანემ დადვეს საძირკველი სამების სახელზე აგებული ეკლესიისა, ხოლო მეორე შემთხვევაში – ეკლესიის საძირკველი დადვეს სამებობა დღეს (ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს). |
| − | ენობრივი | + | ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ წარწერის ტექსტში ე-ზე დაბოლოებული ადამიანის საკუთარი სახელი სახელობით ბრუნვაში გადმოცემულია ჱ-ით (ივანჱ). |
| − | ზალდის წარწერა | + | ზალდის წარწერა მნიშვნელოვანია პალეოგრაფიულად, როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული თარიღიანი წერილობითი ძეგლი და, ამდენად, ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული [[დამწერლობა|დამწერლობის]] ამ სახეობით შესრულებული ძეგლების X ან M-XI სს-ით დათარიღებისათვის. |
''ე. სილოგავა'' | ''ე. სილოგავა'' | ||
მიმდინარე ცვლილება 17:12, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით
ზალდის წარწერა 960 – სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული რვასტრიქონიანი ქართული წარწერა, ამოკვეთილი სოფელ ზალდის (გორის რაიონის ქურთის თემის) ლალისის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის ბალავარში ჩასმულ ქვის ფილაზე. წარწერის ტექსტი ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე გიორგი და ივანჱ, სამებობასა დადვეს საძირკველი ქრონიკონსა რპ“
თარიღის აღმნიშვნელი ასოები რპ ქვემოთ, ფილის კიდე სე არ ეტეოდა, ამიტომ ატანილია ზემოთ და ამოკვეთილია ტექსტის მეორე სტრიქონის გასწვრივ. მეოთხე სტრიქონში ასოებს სა ქარაგმის ხაზი არა აქვს: იგი შეიძლება გაიხსნას როგორც „სამებასა“, ისე „სამებობასა”. პირველ შემთხვევაში „უნდა ვიგულისხმოთ, რომ გიორგიმ და ივანემ დადვეს საძირკველი სამების სახელზე აგებული ეკლესიისა, ხოლო მეორე შემთხვევაში – ეკლესიის საძირკველი დადვეს სამებობა დღეს (ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს).
ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ წარწერის ტექსტში ე-ზე დაბოლოებული ადამიანის საკუთარი სახელი სახელობით ბრუნვაში გადმოცემულია ჱ-ით (ივანჱ).
ზალდის წარწერა მნიშვნელოვანია პალეოგრაფიულად, როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით შესრულებული თარიღიანი წერილობითი ძეგლი და, ამდენად, ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული დამწერლობის ამ სახეობით შესრულებული ძეგლების X ან M-XI სს-ით დათარიღებისათვის.
ე. სილოგავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მეგრელიძე ი. სიძველეები ლიახვის ხეობიდან. – „მაცინე“ (ენისა და ლიტ. სერია), №2 1984;
- ოთხმეზური გ. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. – კრ. ოსთა საკითხი, თაბ., 1996