ილორის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაზი 1: ხაზი 1:
'''ილორის წარწერები''' –  ქართული [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ძეგლები, ამოკვეთილი [[ილორის წმიდა გიორგის ეკლესია|ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის]] (ოჩამჩირის რ-ნი) აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ ქვის ფილებზე. სამი წარწერა შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით, ერთი – [[ასომთავრული]]თ და ერთიც – მხედრულით. წარწერები თარიღდება XI ს-ით და ასახავენ სამივე სახის დამწერლობის ეროდროული გავრცელების ეტაპს. წარწერიანი ქვის ფილები საშუალო ზომისაა, დაახლოებით 60X30 სმ, მათზე ამოკვეთილი ტექსტებიც არ არის ვრცელი. სრული სახით მხოლოდ ორ ფილაზე ამოკვეთილი ტექსტია მოღწეული, დანარჩენი სამი ნაკლულია:

'''ილორის წარწერები''' –  ქართული [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ძეგლები, ამოკვეთილი [[ილორის წმიდა გიორგის ეკლესია|ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის]] (ოჩამჩირის რ-ნი) აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ ქვის ფილებზე. სამი წარწერა შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით, ერთი – [[ასომთავრული]]თ და ერთიც – მხედრულით. წარწერები თარიღდება XI ს-ით და ასახავენ სამივე სახის დამწერლობის ერთდროული გავრცელების ეტაპს. წარწერიანი ქვის ფილები საშუალო ზომისაა, დაახლოებით 60X30 სმ, მათზე ამოკვეთილი ტექსტებიც არ არის ვრცელი. სრული სახით მხოლოდ ორ ფილაზე ამოკვეთილი ტექსტია მოღწეული, დანარჩენი სამი ნაკლულია:

1. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გალატოზი..“ (ნუსხური);

1. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გალატოზი..“ (ნუსხური);

2. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე… გიორგი…“ (მსედრული);

2. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე… გიორგი…“ (მხედრული);

3. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე" (ასომთავრული);

3. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე" (ასომთავრული);

4. „წმიდაო (გიორგი, შეიწყალე| მიქაელ.“ (ნუსხური);

4. „წმიდაო (გიორგი, შეიწყალე| მიქაელ.“ (ნუსხური);

ხაზი 8: ხაზი 8:

დღესა”.

დღესა”.

უკანასკნელი წარწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხეევა [[გვარსახელი]]ს გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).

უკანასკნელი წარწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხვევა [[გვარსახელი]]ს გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).

''ვ. სილოგავა''

''ვ. სილოგავა''
ხაზი 15: ხაზი 15:

== ლიტერატურა ==

== ლიტერატურა ==
ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. ვ. სიალოგავას გამოც., თბ., 1980.

ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. ვ. სილოგავას გამოც., თბ., 1980.

==წყარო==

==წყარო==

[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]

[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]

[[კატეგორია:ქართული წარწერები]]

[[კატეგორია:ქართული წარწერები]]

მიმდინარე ცვლილება 23:53, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

ილორის წარწერები – ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ამოკვეთილი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (ოჩამჩირის რ-ნი) აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ ქვის ფილებზე. სამი წარწერა შესრულებულია სწორი, ეპიგრაფიკული ნუსხურით, ერთი – ასომთავრულით და ერთიც – მხედრულით. წარწერები თარიღდება XI ს-ით და ასახავენ სამივე სახის დამწერლობის ერთდროული გავრცელების ეტაპს. წარწერიანი ქვის ფილები საშუალო ზომისაა, დაახლოებით 60X30 სმ, მათზე ამოკვეთილი ტექსტებიც არ არის ვრცელი. სრული სახით მხოლოდ ორ ფილაზე ამოკვეთილი ტექსტია მოღწეული, დანარჩენი სამი ნაკლულია:

1. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გალატოზი..“ (ნუსხური);
2. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე… გიორგი…“ (მხედრული);
3. „წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე" (ასომთავრული);
4. „წმიდაო (გიორგი, შეიწყალე| მიქაელ.“ (ნუსხური);
5. „წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა, მღდელი; წმიდაო გიორგი, მფარველ მექმენ დიდსა მას დღესა”.

უკანასკნელი წარწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში დასტურდება დღეისათვის ცნობილი უადრესი შემთხვევა გვარსახელის გაფორმებისა დასავლურ-ქართული სუფიქსით -ვა (შდრ. წალენჯიხისა და წებელდის XIV ს. წარწერები).

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II. ვ. სილოგავას გამოც., თბ., 1980.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები