კიკნაძე ფილადელფოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Philadelphos Kiknadze.jpg|thumb|150პქ|ფილადელფოს კიკნაძე]]
 
[[ფაილი:Philadelphos Kiknadze.jpg|thumb|150პქ|ფილადელფოს კიკნაძე]]
'''კიკნაძე ფილადელფოს'''  − (1794–1832), სასულიერო პირი, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.
+
'''ფილადელფოს კიკნაძე'''  − (ნათლობის სახელი – ნიკიფორე), (დ. დაახლ. 1794 – 5 სექტემბერს 181313,
 +
[[თბილისი]]), ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.  
  
მშობლებმა 7 წლის ასაკში სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს. მისი ნათლობის სახელი ნიკიფორე იყო. [[ბერი|ბერად]] აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეარქვეს, ხოლო [[მონაზონი|მონაზვნად]] კურთხევისას (1822 წელი) ეწოდა ფილადელფოსი. 1826 წელს [[კათოლიკოსი|კათოლიკოს]] [[ანტონ I|ანტონს]] გაჰყვა [[რუსეთი|რუსეთში]]. 1832 წლის [[აჯანყება]] სწორედ რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. მათ გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს შეთქმულების ცენტრმა [[თბილისი|თბილისში]] გადმოინაცვლა.
+
1802 სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს, საიდანაც 1813 ხირსის [[არქიმანდრიტი|არქიმანდრიტმა]] თავის მონასტერში წაიყვანა. 1817 კიკნაძე [[ბერი|ბერად]] შედგა ნიკოლოზის სახელით, 1818
 +
იეროდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1822 – მღვდელმონაზვნად, მაშინ უწოდეს ფილადელფოსი. 1826 კიკნაძე  დაბრუნდა [[თბილისი|თბილისში]], ფერისცვალების მონასტერში. იმავე წელს [[კათალიკოსი|კათალიკოს]] [[ანტონ II]]-სთან გაემგზავრა ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც დიდი უსიამოვნება შეემთხვა და დააპატიმრეს, მაგრამ იმპერატორის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს და [[საქართველო]]ში დააბრუნეს. [[რუსეთი|რუსეთში]] ყოფნისას კიკნაძე დაუახლოვდა ოქროპირ ბატონიშვილს, რომელმაც იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა, ხოლო
 +
1829 თბილისში ჩამოსულმა ბატონიშვილმა კიკნაძეს კონკრეტული დავალებები მისცა. ფილადელფოს კიკნაძე  გახდა შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი, შეადგინა საიდუმლო საზოგადოების წესდება, ე. წ. „[[აკტი გონიური]], და საიდუმლო [[ანბანი]] შეთქმულთათვის, რომელიც კიკნაძეს ბერძნული, ლათინური და რუსული [[ასო (ნიშანი)|ასოების]] მიმსგავსებით შეუდგენია ხუცური და მხედრული ასოების ბაზაზე. დაწერა თხზულებები: „მამულის სიყვარული“ და „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენეისნი ხილვათათვის მდგომარეობისა ივერიისა აწინდელსა ზედა“.
  
ფილადელფოსი [[საქართველო]]ში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „[[აკტი გონიური]]”, რომელსაც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო [[ანბანი]], რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობასა და სამშობლოს სიყვარულზე.
+
1832 შეთქმულება გასცეს. 1833 წლის 9 იანვარს ფილადელფოს კიკნაძე  შუამთის მონასტერში დააპატიმრეს. იმავე წლის 5 სექტემბერს იგი თბილისში პატიმრობაში გარდაიცვალა.
  
 +
კიკნაძე პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად ფართო ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. ცნობილია აგრეთვე როგორც გადამწერი. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ანტონის [[გრამატიკა|გრამატიკის]] დიდმა ნაწილმა. ორიგინ. გრამატიკის დაწერაც უცდია. ჯერჯერობით მიკვლეულია მისი „ქართული ღრამმატიკის“ მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელიც ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონეა, მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა და ნაკლულევანებისა. ავტორი ძირითადად სარგებლობს ი. ქართველიშვილის გრამატიკით, მაგრამ შიგადაშიგ ანტონის გრამატიკისკენაც იხრება. ნაშრომს დართული აქეს სქემა, რომლის მიზანი, ავტორის აზრით, შემდეგია: „სქიმა პირუელის ნაწილის ღრამმატიკისა, რომელიცა აჩუენებს ყრმათ მაგალითსა განყოფილებასა მათისასა მოკლედ, რომლითაცა უადვილესად შესაძლო არს ცხადად გული სხმისჰყოფა და ადვილად დანერგუად გონებასა შინა“.
  
 +
საარქივო ფონდში მოკვლეულია აგრეთვე მისი ქადაგებები: „ქადაგება კაცთა ცოდვის შესახებ“, „იოანე ნათლისმცემლის ქადაგება“, „სწავლა სარწმუნოებისათვის“ და სხვ. ქადაგებათა ფრაგმენტები.
  
 +
''გ· ბუბუტეიშვილი''
 +
 +
 +
 +
== თხზულებები ==
 +
* „მამულის სიყვარული“ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო პროფ. თ. კუკავამ), თბ., 1996;
 +
* ქადაგება ქველმოქმედების შესახებ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო მ. ხომერიკმა), თბ., I997.
 +
 +
== ლიტერატურა ==
 +
* გოზალიშვილი გ. 1832 წლის შეთქმულება, ტ. I, თბ. 1935;
 +
* ხომერიკი მ. „ფილადელფოს კიკნაძის გრამატიკული ნაშრომი“, თბ., 1997
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები‏‎]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები‏‎]]
 
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:კიკნაძეები]]
 
[[კატეგორია:კიკნაძეები]]
 
[[კატეგორია:მონაზვნები]]
 
[[კატეგორია:მონაზვნები]]

მიმდინარე ცვლილება 13:46, 26 იანვარი 2024 მდგომარეობით

ფილადელფოს კიკნაძე

ფილადელფოს კიკნაძე − (ნათლობის სახელი – ნიკიფორე), (დ. დაახლ. 1794 – 5 სექტემბერს 181313, თბილისი), ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.

1802 სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს, საიდანაც 1813 ხირსის არქიმანდრიტმა თავის მონასტერში წაიყვანა. 1817 კიკნაძე ბერად შედგა ნიკოლოზის სახელით, 1818 იეროდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1822 – მღვდელმონაზვნად, მაშინ უწოდეს ფილადელფოსი. 1826 კიკნაძე დაბრუნდა თბილისში, ფერისცვალების მონასტერში. იმავე წელს კათალიკოს ანტონ II-სთან გაემგზავრა ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც დიდი უსიამოვნება შეემთხვა და დააპატიმრეს, მაგრამ იმპერატორის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოში დააბრუნეს. რუსეთში ყოფნისას კიკნაძე დაუახლოვდა ოქროპირ ბატონიშვილს, რომელმაც იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა, ხოლო 1829 თბილისში ჩამოსულმა ბატონიშვილმა კიკნაძეს კონკრეტული დავალებები მისცა. ფილადელფოს კიკნაძე გახდა შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი, შეადგინა საიდუმლო საზოგადოების წესდება, ე. წ. „აკტი გონიური“, და საიდუმლო ანბანი შეთქმულთათვის, რომელიც კიკნაძეს ბერძნული, ლათინური და რუსული ასოების მიმსგავსებით შეუდგენია ხუცური და მხედრული ასოების ბაზაზე. დაწერა თხზულებები: „მამულის სიყვარული“ და „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენეისნი ხილვათათვის მდგომარეობისა ივერიისა აწინდელსა ზედა“.

1832 შეთქმულება გასცეს. 1833 წლის 9 იანვარს ფილადელფოს კიკნაძე შუამთის მონასტერში დააპატიმრეს. იმავე წლის 5 სექტემბერს იგი თბილისში პატიმრობაში გარდაიცვალა.

კიკნაძე პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად ფართო ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. ცნობილია აგრეთვე როგორც გადამწერი. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ანტონის გრამატიკის დიდმა ნაწილმა. ორიგინ. გრამატიკის დაწერაც უცდია. ჯერჯერობით მიკვლეულია მისი „ქართული ღრამმატიკის“ მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელიც ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონეა, მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა და ნაკლულევანებისა. ავტორი ძირითადად სარგებლობს ი. ქართველიშვილის გრამატიკით, მაგრამ შიგადაშიგ ანტონის გრამატიკისკენაც იხრება. ნაშრომს დართული აქეს სქემა, რომლის მიზანი, ავტორის აზრით, შემდეგია: „სქიმა პირუელის ნაწილის ღრამმატიკისა, რომელიცა აჩუენებს ყრმათ მაგალითსა განყოფილებასა მათისასა მოკლედ, რომლითაცა უადვილესად შესაძლო არს ცხადად გული სხმისჰყოფა და ადვილად დანერგუად გონებასა შინა“.

საარქივო ფონდში მოკვლეულია აგრეთვე მისი ქადაგებები: „ქადაგება კაცთა ცოდვის შესახებ“, „იოანე ნათლისმცემლის ქადაგება“, „სწავლა სარწმუნოებისათვის“ და სხვ. ქადაგებათა ფრაგმენტები.

გ· ბუბუტეიშვილი


[რედაქტირება] თხზულებები

  • „მამულის სიყვარული“ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო პროფ. თ. კუკავამ), თბ., 1996;
  • ქადაგება ქველმოქმედების შესახებ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო მ. ხომერიკმა), თბ., I997.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გოზალიშვილი გ. 1832 წლის შეთქმულება, ტ. I, თბ. 1935;
  • ხომერიკი მ. „ფილადელფოს კიკნაძის გრამატიკული ნაშრომი“, თბ., 1997

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები