კუმურდოს წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
კუმურდოს წარწერები – 904, XI, XVI სს-ის [[ქართული ასომთავრული]] რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული წარწერები, რომლებიც მოთავსებულია კუმურდოს კათედრალური ტაძრის (ისტ. ჯავახეთში, [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქი]]ს სამხრეთ-დასავლეთით მე-12 კმ-ზე) კედლებზე. კუმურდოს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, განმარტებითი, სააღაპე. მთავარი, თავდაპირველი საამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის [[არქიტრავი|არქიტრავზე]]. წარწერა გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მასში იშვიათი სიზუსტიორ არის მითითებული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიღი. მისი ტექსტი ასეთია:
+
'''კუმურდოს წარწერები''' – 904, XI, XVI სს-ის [[ქართული ასომთავრული]] რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული წარწერები, რომლებიც მოთავსებულია [[კუმურდოს ტაძარი|კუმურდოს კათედრალური ტაძრის]] (ისტ. [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქი]]ს სამხრეთ-დასავლეთით მე-12 კმ-ზე) კედლებზე. კუმურდოს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, განმარტებითი, სააღაპე. მთავარი, თავდაპირველი საამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის [[არქიტრავი|არქიტრავზე]]. წარწერა გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მასში იშვიათი სიზუსტიორ არის მითითებული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიღი. მისი ტექსტი ასეთია:
  
 
„შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ  
 
„შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ  

მიმდინარე ცვლილება 01:12, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით

კუმურდოს წარწერები – 904, XI, XVI სს-ის ქართული ასომთავრული რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული წარწერები, რომლებიც მოთავსებულია კუმურდოს კათედრალური ტაძრის (ისტ. ჯავახეთში, ახალქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მე-12 კმ-ზე) კედლებზე. კუმურდოს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, განმარტებითი, სააღაპე. მთავარი, თავდაპირველი საამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე. წარწერა გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მასში იშვიათი სიზუსტიორ არის მითითებული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიღი. მისი ტექსტი ასეთია:

„შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ მეფისა ზჱ, ადიდე ღმერთმან. ქრონიკონსა რპდ, (თუესა მაისსა ა, დღესა შაფათსა, ა მთუარისასა. ერისთვობასა ზუიაჲსსა: ესე ბალავარი მან დადვა: ქრისტე, შეეწიე მონასა შენსა. ამენ“. ამის მიხედვით, კუმერდოს ტაძარი აუშენებია იოანე ეპისკოპოსს ლეონ აფხათა მეფის დროს, 964 წელს, ადგილობრივი ხელისუფლის ზუიას ერისთავობისას. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა საკოცარი.

ასევე 964-ით თარიღდება ტაძრის კიდევ ათამდე წარწერა – იოვანე ეპისკოპოსის მემორიალური აღმოსავლეთ ფასადზე, მაშენებელთა, კვერექსი და გიორგისა, როგორც ჩანს, სამუშაოთა ხელმძღვანელისა („საქმესა ზედამდგომისა“, შდრ. ოშკის წარწერა) ტაძრის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავის მარჯვენა კუთხეში, ვაჩე ერისთავის სააღაპე სამხრეთ ფასადზე: ადამის, ევას, ცისა და ქვეყნის, ადამიანის თავის რელიეფების სახით გადმოცემული სიმბოლური გამოსახულებებისა ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების ნიშებში და სხვ.

X-ს. II ნახ. დღა XI ს. I ნახ-ით თარიღდება ტაძრის სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილი შვიდი სააღაპე წარწერა, რომლებიც გვამცნობენ, რომ სხვადასხვა კუმურდოელ ეპისკოპოსს სხვადასხვა დროს აღაპები დაუდგენია სხვადასხვა პირთათვის. ერი-ერთი მათგანის ტექსტი ასეთია: „სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გრიგოლ ეპისკოპოსმან დაუდევ აღაპად ბზობის პარასკევი მოლოზონს – დღესასწაული წმიდათა მღდელთ – მოძღუართა, ვინ სრულობით არა გარდაიჴადოს, კრულია ამით ხატითა და ჩუენითა ჯუარითა, ფასი სრული აგუიღია“.

XI ს-ში, ბაგრატ IV-ის (1027–72) მეფობისას, კუმურდოელ ეპისკოპოსს, ზოსიმეს ტაძრისათვის დასავლეთ მხრიდან მართკუთხა გარშემოსავლელი („შტოჲ“) მიუშენებია. ამის შესახებ მას სამხრეთ კედელზე კარნიზის გასწვრივ მოზრდილი ასოებით ერთ გრძელ სტრიქონად ვრცელი წარწერა ამოუკვეთინებია. წარწერის დასაწყისი ამჟამად ნაკლულია, მაგრამ მისი სრული ტექსტის აღდგენა ასე შეიძლება: „[† ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მეფე და დედაჲ მა]თი მარიამ დედოფალი. აღაშენა შტოჲ ესე მეფობასა მათსა, მღდელთმოძღურობასა ზოსიმე კუმურდოელისასა […]. სხვა წარწერით, იმავე ზოსიმე ეპისკოპოსს, უცნობი დავით ოქრომჭედლის ხელით „შეუმოსავს“ ტაძრის საკურთხეველი, ბარძიმ-ფეშხუმი, ჯუარი (როგორც ჩანს, საკურთხევლის წინამდებარე) და შეუმკია ღმრთაების ხატი. ყოველივე ამის გამო მას დავითისათვის ორი მოსახსენიებელი (სააღაპე) დღე დაუდგენია – ბზობის კვირის პარასკევი და სამებობა – ბრწყინვალე შვიდეულის, ანუ აღდგომის კვირის სამშაბათი (ორივე გარდამავალი, მოძრავი ქრისტიანული დღესასწაული). ამის შესახებ მას ვრცელი კიდურწაისრული წარწერა ამოუკვეთინებია ტაძრის სამხრეთ ფასადზე, თეალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას: „სახელითა ღმრთსაჲთა. მე, ზოსიმე კუმურდოელმან შევმოსე საკურთხეველი, ბარძიმ-ფეშხუმი(!), ჯუარი და შევამკე ხატი ღმრთაებისაჲ ჴელითა დავითისაჲთა. დაუდევ სალოცავად ბზვობისა კ, კჳრიელეისონითა; დეკანოზი შეუსუენებდეს წმიდასა სამებობასა შესუენებითა. კრულია ამით ხატითა, ვინ შეუცვალოს“. სამწუხაროდ, დავით ოქრომჭედლის ზემოდასახელებულ არც ერთ ნამუშევარს ჩვენამდე არ მოუღწევია.

XVI ს. 10-იან წლებში კუმურდოს ტაძარში აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია ადგილობრივ ხელისუფალს, პატრონ ელისბალს ღა წარწერა ამოუკვეთინებია ტაძრის დასავლეთ მინაშენის დასავლეთ შესასვლელის ახალ არქიტრავზე: „† იესუ ქრისტე, დიდებული ჰყავ ორთავე შინა ცხორებათა მეორედ აღმაშენებელი პატრონი ელისბალ, დედა მათი ქრისტინა. მეცხედრე მათი მარიხ, ძენი მათნი და ასულნი მათნი ამენ“. წარწერაში დასახელებული პირები ცნობილია სხვა წყაროებითაც მათ შესახებ მასალები გამოაქვეყნეს ე. თაყაიშვილმა, ქ. შარაშიძე, ვ. ცისკარიშვილმა). მათზე დაყრდნობით, წარწერის თარიღი 1511– 15 განისაზღვრება. იმავე არქიტრავზე ამოკვეთილია ამ წარწერის თანადროული სხვა წარწერები: ერთი ზოსიმე კუმურდოელის, ხოლო მეორე – გალატოზ მიქელის მოსახსენებელია.

კუმურდოს წარწერები ქართული ეპიგრაფიკის გამორჩეული, მნიშვნელოვანი ძეგლებია როგორც ენობრივად, ისე მათში ასახული ისტორიული ცნობებით, დასახელებულია მრავალი ისტორიული პირი, რომელთა მოღვაწეობის პერიოდი X-XVI სს, მოიცავს. ეს წარწერები შეისწავლეს და გამოაქვეყნეს მ. ბროსემ (1547), ი. როსტომაშვილმა 0881). ე. თაყაიშვილმა (1902). ნ. ბერძენიშვილმა (1933–64), ვ. ცისკარიშვილმა (1959) და სხვ.

ვ. სალოგავა



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სილოგავა ვ. კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა,. თბ., 1994 (იქვე – ბიბლიოგრაფია).


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები