მარგინალური ნიშნები
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''მარგინალური ნიშნები''' – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზომის გამოსახულებები ან მოკლე სიტყვიერი მინიშნებები | '''მარგინალური ნიშნები''' – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზომის გამოსახულებები ან მოკლე სიტყვიერი მინიშნებები | ||
| − | ხელნაწერთა აშიებზე. ისევე როგორც ხელნაწერის ყველა დეტალი (მინიატიურა, საზედაო ასო, თავსამკაული თუ სხვ), მარგინალური ნიშნები ორგანულადაა დაკავშირებული ხელნაწერის ძირითად ტექსტთან და მის გაგებას ემსახურება. ეს ტექსტის გამომსახველობითი, მკითხველისათვის ადვილად | + | ხელნაწერთა აშიებზე. ისევე როგორც ხელნაწერის ყველა დეტალი (მინიატიურა, საზედაო ასო, თავსამკაული თუ სხვ), მარგინალური ნიშნები ორგანულადაა დაკავშირებული ხელნაწერის ძირითად ტექსტთან და მის გაგებას ემსახურება. ეს ტექსტის გამომსახველობითი, მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელი კომენტარია. |
| − | მარგინალური ნიშნების სისტემა ალექსანდრიელ გრამატიკოსთა მიერ არის შემოღებული ელინისტურ ეპოქაში. ძველი გრამატიკოსები მათ ბერძენ ავტორთა თხზულებებზე | + | მარგინალური ნიშნების სისტემა ალექსანდრიელ გრამატიკოსთა მიერ არის შემოღებული ელინისტურ ეპოქაში. ძველი გრამატიკოსები მათ ბერძენ ავტორთა თხზულებებზე გარკვეული ტექსტობრივი სამუშაოების ჩატარებისას იყენებდნენ. ბიზანტიურმა ხელნაწერმა ფორმის თვალსაზრისით ბევრი რამ გადმოიღო ანტიკური ხელნაწერი წიგნებიდან, მათ შორის – ხელნაწერის აშიაზე მარგინალური ნიშნების დართვის პრინციპებიც. ბიზანტიელი ავტორების – [[ბასილი დიდი]]ს, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნაზიანზელისა და ა. შ. თხზულებების შემცველ ხელნაწერთა აშიებზე დასტურდება ისეთი ნიშნები, როგორიცაა: δημ -δημέίον (= nota bene - (ქართ.„შეისწავე“) განსაკუთრებით საინტერესო ადგილი), ωρ - ώραιου (= beatus – ქართ. „შუენიერი“) მხატვრული პასაჟები), γρ γράφεσθαι - (= varia lectio – განსხვავებული ვარიანტული წაკითხვა), >– (ბიბლიური ციტატების აღმნიშვნელი ნიშანი) და სხვ. |
| − | აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი | + | აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების ერთმა ჯგუფმა განსაკუთრებული, სპეციფიფიკური ფუნქცია შეიძინა. მაგ. როგორც VI ს. ანონიმი კომენტატორი მიანიშნებს, გრიგოლ ნაზიანზელის ხელნაწერებში მზის |
| − | + | ნიშნით ([[ფაილი:Mzis nishani.PNG|20პქ|]]) აღნიშნულია ის პასაჟები, სადაც ლაპარაკია საღვთისმეტყველო თემებზე, ხოლო | |
| − | მაგ. როგორც VI ს. ანონიმი | + | ვარსკვლავით – ის ადგილები, რომლებიც [[ქრისტე]]ს განკაცებას ეხება. |
| − | ნიშნით ([[ფაილი:Mzis nishani.PNG|20პქ|]]) აღნიშნულია ის პასაჟები, სადაც ლაპარაკია | + | |
| − | ვარსკვლავით | + | |
| − | + | მარგინალურ ნიშნებს შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებშიც ვხვდებით, სადაც ისინი უმეტესწილად ბერძნულიდან არის გადმოტანილი. მარგინალური ნიშნები ტექნიკური ფუნქციითაა გამოყენებული X ს. შუა წლების ლიტურგიკულ კრებულში (Sin.34). ამ კრებულის შემდგენელ-რედაქტორი, ჰიმნოგრაფი [[იოანე-ზოსიმე]] „ჟამნის“ შატბერდული და საბაწმინდური რედაქციების გასამიჯნად ხმარობს ნიშანთა გარკვეულ სისტემას და აღნიშნავს, რომ იგი მათ „ბერძულთა ძუელთა წიგნთაგან“ იღებს. | |
| − | არის გადმოტანილი. | + | |
| − | X ს. შუა წლების ლიტურგიკულ კრებულში ( | + | |
| − | შემდგენელ-რედაქტორი, ჰიმნოგრაფი იოანე-ზოსიმე „ჟამნის“ შატბერდული და | + | |
| − | + | ქართულ ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების სისტემატური ხმარება დაკავშირებულია XI ს-ის შავი მთის ელინოფილი მწიგნობრისა და მთარგმნელის, [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]] სახელთან. საზოგადოდ, ქართული ხელნაწერის აგება და გაფორმება ბიზანტიური | |
| − | ხელნაწერების მიხედვით ეფრემ | + | ხელნაწერების მიხედვით ეფრემ მცირის, როგორც ელინოფილი მწიგნობრის, მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. [[იოანე დამასკელი]]ს „დიალექტიკის“ შესავალში (A-24, XII ს.) იგი ლაპარაკობს მარგინალურ ნიშნებზე: „შეისწავე, განსაზღერებაჲ |
| − | მცირის, როგორც ელინოფილი | + | განჩინებითურთ და სამეცნიეროჲ“, რომლებიც „ყოველთა წიგნთა ბერძულთა უწერიან კიდესა“ და რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება აქეთ, ეხმარებიან მკითხველს, ტექსტის გადაკითხვის გარეშე მოძებნოს მისთვის საინტერესო და საჭირო „სამეცნიერო სიტყუა“. ეფრემ მცირის თარგმანების შემცველ ხელნაწერებში უხვადაა მარგინალური ნიშნები: '''შეისწავე, იხილე, შუენიერი,''' |
| − | + | რომლებიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებულად საყურადღებო, ან განსაკუთრებულად მხატვრულ, აზრობრივად დახვეწილ ადგილებზე. ეფრემს ნათარგმნი აქვს გრიგოლ ნაზიანზელის ანონიმი კომენტატორის სქოლიოც (Jer.43,4v), ხოლო მის მიერ ნათარგმნ გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კრებულებში გამოყენებულია კომენტარში მოცემული ნიშანთა სისტემა (Jer.15- | |
| − | + | XII ს. A-109 - XII ს). აღსანიშნავია ქართველ გადამწერ-კალიგრაფთა განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა ამ ნიშანთა | |
| − | ( | + | მიმართ და მათი ორიგინალური დეკორატიული გაფორმება ქართულ ხელნაწერებში. ეფრემის ავტოგრაფულ ნუსხაში S–1276 (XI ს. დასასრული) დასტურდება მზის ნიშნის ხმარების რამდენიმე შემთხვევა იმ ფუნქციით, რომელსაც ის ასრულებს გრიგოლ ნაზიანზელის კრებულებში. კიდევ ერთ მარგინალურ ნიშანს – ჲ (იოტას) – ვხვდებით „სამოციქულოს“ ეფრემისეული რედაქციის შემცველ ხელნაწერებში: Jer.9 (XI ს.), Jer.6 (XII ს.) A-390 (XI–XII სს.), ეფრემის მიერ შეცვლილი ტექსტის გასწვრივ. ამ ნიშნის ფუნქციას ეფრემ მცირე „სამოციქულოს“ წინასიტყვაობაში განმარტავს. |
| − | + | ||
| − | განჩინებითურთ და | + | |
| − | + | ||
| − | აქეთ, ეხმარებიან მკითხველს, | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | ამახვილებენ განსაკუთრებულად | + | |
| − | საყურადღებო, ან განსაკუთრებულად მხატვრულ, | + | |
| − | ნათარგმნ გრიგოლ ნაზიანზელის | + | |
| − | + | ||
| − | XII ს. | + | |
| − | მიმართ და მათი ორიგინალური | + | |
| − | დეკორატიული გაფორმება | + | |
| − | ხელნაწერებში. ეფრემის ავტოგრაფულ | + | |
| − | ნიშნის ხმარების რამდენიმე | + | |
| − | ასრულებს გრიგოლ ნაზიანზელის კრებულებში. | + | |
| − | ვხვდებით „სამოციქულოს“ ეფრემისეული რედაქციის შემცველ ხელნაწერებში: | + | |
| − | (XII ს.) | + | |
| − | გვიანდელი ელინოფილური თარგმანების შემცველ ხელნაწერებში (XII–XIII სს.) ისეთ | + | გვიანდელი [[ელინოფილიზმი|ელინოფილური]] თარგმანების შემცველ ხელნაწერებში (XII–XIII სს.) ისეთ მარგინალურ ნიშნებთან ერთად, როგორიცაა: '''შეისწავე, იხილე, შუენიერი,''' ჩნდება ახალი სიტყვიერი მინიშნებები: '''განიგემე, დანიშნე''' და სხვ. ეს ნიშნები უხვადაა, მაგ., გელ. 14-ში (XII ს.) – მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა გელათური თარგმანების შემცველ კრებულში. |
| − | დანიშნე და | + | |
| − | მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა გელათური თარგმანების შემცველ კრებულში. | + | |
''თ. ოთხმეზური'' | ''თ. ოთხმეზური'' | ||
| ხაზი 50: | ხაზი 25: | ||
* დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები,თბ., 1983; | * დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები,თბ., 1983; | ||
* ოთხმეზური თ., მარგინალური ნიშნები და მათი მხატვრული გაფორმების წესი ბიზანტიურ და ქართულ ხელნაწერებში. – „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №5-6; | * ოთხმეზური თ., მარგინალური ნიშნები და მათი მხატვრული გაფორმების წესი ბიზანტიურ და ქართულ ხელნაწერებში. – „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №5-6; | ||
| − | * თვალთვაძე დ, კომენტატორულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი ეფრემ მცირის სქოლიოების | + | * თვალთვაძე დ, კომენტატორულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი ეფრემ მცირის სქოლიოების მიხედვით. – „თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998, ტ. 30. |
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ხელნაწერები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:34, 31 იანვარი 2024 მდგომარეობით
მარგინალური ნიშნები – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზომის გამოსახულებები ან მოკლე სიტყვიერი მინიშნებები ხელნაწერთა აშიებზე. ისევე როგორც ხელნაწერის ყველა დეტალი (მინიატიურა, საზედაო ასო, თავსამკაული თუ სხვ), მარგინალური ნიშნები ორგანულადაა დაკავშირებული ხელნაწერის ძირითად ტექსტთან და მის გაგებას ემსახურება. ეს ტექსტის გამომსახველობითი, მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელი კომენტარია.
მარგინალური ნიშნების სისტემა ალექსანდრიელ გრამატიკოსთა მიერ არის შემოღებული ელინისტურ ეპოქაში. ძველი გრამატიკოსები მათ ბერძენ ავტორთა თხზულებებზე გარკვეული ტექსტობრივი სამუშაოების ჩატარებისას იყენებდნენ. ბიზანტიურმა ხელნაწერმა ფორმის თვალსაზრისით ბევრი რამ გადმოიღო ანტიკური ხელნაწერი წიგნებიდან, მათ შორის – ხელნაწერის აშიაზე მარგინალური ნიშნების დართვის პრინციპებიც. ბიზანტიელი ავტორების – ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნაზიანზელისა და ა. შ. თხზულებების შემცველ ხელნაწერთა აშიებზე დასტურდება ისეთი ნიშნები, როგორიცაა: δημ -δημέίον (= nota bene - (ქართ.„შეისწავე“) განსაკუთრებით საინტერესო ადგილი), ωρ - ώραιου (= beatus – ქართ. „შუენიერი“) მხატვრული პასაჟები), γρ γράφεσθαι - (= varia lectio – განსხვავებული ვარიანტული წაკითხვა), >– (ბიბლიური ციტატების აღმნიშვნელი ნიშანი) და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების ერთმა ჯგუფმა განსაკუთრებული, სპეციფიფიკური ფუნქცია შეიძინა. მაგ. როგორც VI ს. ანონიმი კომენტატორი მიანიშნებს, გრიგოლ ნაზიანზელის ხელნაწერებში მზის
ნიშნით () აღნიშნულია ის პასაჟები, სადაც ლაპარაკია საღვთისმეტყველო თემებზე, ხოლო
ვარსკვლავით – ის ადგილები, რომლებიც ქრისტეს განკაცებას ეხება.
მარგინალურ ნიშნებს შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებშიც ვხვდებით, სადაც ისინი უმეტესწილად ბერძნულიდან არის გადმოტანილი. მარგინალური ნიშნები ტექნიკური ფუნქციითაა გამოყენებული X ს. შუა წლების ლიტურგიკულ კრებულში (Sin.34). ამ კრებულის შემდგენელ-რედაქტორი, ჰიმნოგრაფი იოანე-ზოსიმე „ჟამნის“ შატბერდული და საბაწმინდური რედაქციების გასამიჯნად ხმარობს ნიშანთა გარკვეულ სისტემას და აღნიშნავს, რომ იგი მათ „ბერძულთა ძუელთა წიგნთაგან“ იღებს.
ქართულ ხელნაწერებში მარგინალური ნიშნების სისტემატური ხმარება დაკავშირებულია XI ს-ის შავი მთის ელინოფილი მწიგნობრისა და მთარგმნელის, ეფრემ მცირის სახელთან. საზოგადოდ, ქართული ხელნაწერის აგება და გაფორმება ბიზანტიური ხელნაწერების მიხედვით ეფრემ მცირის, როგორც ელინოფილი მწიგნობრის, მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. იოანე დამასკელის „დიალექტიკის“ შესავალში (A-24, XII ს.) იგი ლაპარაკობს მარგინალურ ნიშნებზე: „შეისწავე, განსაზღერებაჲ განჩინებითურთ და სამეცნიეროჲ“, რომლებიც „ყოველთა წიგნთა ბერძულთა უწერიან კიდესა“ და რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება აქეთ, ეხმარებიან მკითხველს, ტექსტის გადაკითხვის გარეშე მოძებნოს მისთვის საინტერესო და საჭირო „სამეცნიერო სიტყუა“. ეფრემ მცირის თარგმანების შემცველ ხელნაწერებში უხვადაა მარგინალური ნიშნები: შეისწავე, იხილე, შუენიერი, რომლებიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებულად საყურადღებო, ან განსაკუთრებულად მხატვრულ, აზრობრივად დახვეწილ ადგილებზე. ეფრემს ნათარგმნი აქვს გრიგოლ ნაზიანზელის ანონიმი კომენტატორის სქოლიოც (Jer.43,4v), ხოლო მის მიერ ნათარგმნ გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კრებულებში გამოყენებულია კომენტარში მოცემული ნიშანთა სისტემა (Jer.15- XII ს. A-109 - XII ს). აღსანიშნავია ქართველ გადამწერ-კალიგრაფთა განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა ამ ნიშანთა მიმართ და მათი ორიგინალური დეკორატიული გაფორმება ქართულ ხელნაწერებში. ეფრემის ავტოგრაფულ ნუსხაში S–1276 (XI ს. დასასრული) დასტურდება მზის ნიშნის ხმარების რამდენიმე შემთხვევა იმ ფუნქციით, რომელსაც ის ასრულებს გრიგოლ ნაზიანზელის კრებულებში. კიდევ ერთ მარგინალურ ნიშანს – ჲ (იოტას) – ვხვდებით „სამოციქულოს“ ეფრემისეული რედაქციის შემცველ ხელნაწერებში: Jer.9 (XI ს.), Jer.6 (XII ს.) A-390 (XI–XII სს.), ეფრემის მიერ შეცვლილი ტექსტის გასწვრივ. ამ ნიშნის ფუნქციას ეფრემ მცირე „სამოციქულოს“ წინასიტყვაობაში განმარტავს.
გვიანდელი ელინოფილური თარგმანების შემცველ ხელნაწერებში (XII–XIII სს.) ისეთ მარგინალურ ნიშნებთან ერთად, როგორიცაა: შეისწავე, იხილე, შუენიერი, ჩნდება ახალი სიტყვიერი მინიშნებები: განიგემე, დანიშნე და სხვ. ეს ნიშნები უხვადაა, მაგ., გელ. 14-ში (XII ს.) – მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა გელათური თარგმანების შემცველ კრებულში.
თ. ოთხმეზური
[რედაქტირება] ლიტერატურა
- დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები,თბ., 1983;
- ოთხმეზური თ., მარგინალური ნიშნები და მათი მხატვრული გაფორმების წესი ბიზანტიურ და ქართულ ხელნაწერებში. – „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №5-6;
- თვალთვაძე დ, კომენტატორულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი ეფრემ მცირის სქოლიოების მიხედვით. – „თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998, ტ. 30.