ალომორფი
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ალომორფი''' – ( | + | '''ალომორფი''' – (ბერძ. allos – სხვა და morphē – ფორმა), ტერმინი შემოღებულია [[ალოფონი]]ს ანალოგიით), [[მორფემა|მორფემის]] პოზიციურად განპირობებული კონკრეტული ვარიანტი, მორფემული ალტერნანტი. ტექსტში ალომორფები გვევლინებიან ფონემურად განსხვავებულ მორფებად, რომელთაც აქვთ ერთნაირი მნიშვნელობა და ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში, ე. ი. არასოდეს გვხვდებიან ერთსა და იმავე პოზიციაში. მაგ. ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები – -მა, -მ წარმოადგენენ ალომორფებს. მათ შორის განსხვავება გამოწვეულია ფონეტიკური პირობებით. -მა იხმარება თანხმოვანფუძიან, ხოლო -მ – ხმოვანფუძიან სახელებთან (კაცმა, დედა-მ). ზოგჯერ მორფემა ტექსტში შეიძლება არ იყოს მატერიალურად გამოხატული. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ ნულოვან ალომორფზე (მორფზე), რომელიც გამოიყოფა სხვა ალომორფებთან ფუნქციური შეპირისპირებით. მაგ., ქართულში ირიბი ობიექტის ნიშანი (ჰ/ს) ხმოვანთა წინ წარმოდგენილია ნულოვანი ალომორფით (შდრ.: ჰკრას, სწერს… მაგრამ – უკრას, უწერს… ალომორფების ერთ მორფემაში გაერთიანების საკითხი სხვადასხვა ლინგვისტურ მიმდინარეობაში სხვადასხვაგვარად წყდება. |
− | + | ||
''რ. ქურდაძე'' | ''რ. ქურდაძე'' |
მიმდინარე ცვლილება 15:45, 5 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ალომორფი – (ბერძ. allos – სხვა და morphē – ფორმა), ტერმინი შემოღებულია ალოფონის ანალოგიით), მორფემის პოზიციურად განპირობებული კონკრეტული ვარიანტი, მორფემული ალტერნანტი. ტექსტში ალომორფები გვევლინებიან ფონემურად განსხვავებულ მორფებად, რომელთაც აქვთ ერთნაირი მნიშვნელობა და ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში, ე. ი. არასოდეს გვხვდებიან ერთსა და იმავე პოზიციაში. მაგ. ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები – -მა, -მ წარმოადგენენ ალომორფებს. მათ შორის განსხვავება გამოწვეულია ფონეტიკური პირობებით. -მა იხმარება თანხმოვანფუძიან, ხოლო -მ – ხმოვანფუძიან სახელებთან (კაცმა, დედა-მ). ზოგჯერ მორფემა ტექსტში შეიძლება არ იყოს მატერიალურად გამოხატული. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ ნულოვან ალომორფზე (მორფზე), რომელიც გამოიყოფა სხვა ალომორფებთან ფუნქციური შეპირისპირებით. მაგ., ქართულში ირიბი ობიექტის ნიშანი (ჰ/ს) ხმოვანთა წინ წარმოდგენილია ნულოვანი ალომორფით (შდრ.: ჰკრას, სწერს… მაგრამ – უკრას, უწერს… ალომორფების ერთ მორფემაში გაერთიანების საკითხი სხვადასხვა ლინგვისტურ მიმდინარეობაში სხვადასხვაგვარად წყდება.
რ. ქურდაძე