ადვერბიალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
:ბ) ფუძეზე -ჯერ, -ხელ, -გზის ნაწილაკების დართვით („ორჯერ დაბადებულს… ერთი სიკვდილი ვერას უზამს“; „სამგზის შეავედრა სული სანატრელმა“, [[გამსახურდია კონსტანტინე|კ. გამსახურდია]]); | :ბ) ფუძეზე -ჯერ, -ხელ, -გზის ნაწილაკების დართვით („ორჯერ დაბადებულს… ერთი სიკვდილი ვერას უზამს“; „სამგზის შეავედრა სული სანატრელმა“, [[გამსახურდია კონსტანტინე|კ. გამსახურდია]]); | ||
:გ) [[ვითარებითი ბრუნვა|ვითარებითი ბრუნვის]] ფორმით „გული ორად გაყოფილა“, „მესამედ სცადა ბედი“…); <br /> | :გ) [[ვითარებითი ბრუნვა|ვითარებითი ბრუნვის]] ფორმით „გული ორად გაყოფილა“, „მესამედ სცადა ბედი“…); <br /> | ||
− | : | + | :[[ნაცვალსახელი]]ს ფუძეზე -რე ნაწილაკის დართვით (ეგრე, ის(რ)ე, ვირე… -გან თანდებულის დამატებით (ყველგან, ზოგან, სხვაგან…), -თვის თანდებულიანი ნათესაობითით (ამისთვის, იმისთვის, მისთვის…), ვითარებითი ბრუნეის ფორმით (იმდენად, რამდენად…). |
''ლ. კვანტალიანი'' | ''ლ. კვანტალიანი'' |
10:59, 7 თებერვალი 2024-ის ვერსია
ადვერბიალიზაცია – (ლათ. < adverbium – ზმნისართი), გაზმნისართება, რომელიმე მეტყველების ნაწილის გამოყენება ზმნისართის მნიშვნელობით. ადვერბიალიზაცია ტრანსპოზიციის კერძო სახეა. ზმნისართად შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერი სახელი: არსებითი:
- ა) მარტივი ფუძით („ღამე სანთლის ალზე წერდა“, გ. ლეონიძე) ან ფუძის გაორკეცებით („ეზო-ეზო მიდიოდა“…);
- ბ) რომელიმე ბრუნვის ფორმით, რომელიც უცვლელია, გაქვავებულია („დღეს სტუმარია ეგ ჩემი“, ვაჟა-ფშაველა; „[ვერცხლის ტახტი“] „დღით ავიღე, ღამით დავდგი“, ხალხური; „წყრომით შემომხედა“, „შრიალით ეგებებოდა“; „[ვარსკვლავნი] „მთებზე სხდებოდნენ ჯარადა“, ვაჟა-ფშაველა);
- ზედსართავი (მიმღეობითურთ) ვითარებით ბრუნვაში: („ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“, ვაჟა-ფშაველა „განუწყვეტლად წვიმდა“…);
- ა) რიცხვითი: ფუძის სახით („პირველ ყმა ხარ“, შოთა რუსთაველი);
- ბ) ფუძეზე -ჯერ, -ხელ, -გზის ნაწილაკების დართვით („ორჯერ დაბადებულს… ერთი სიკვდილი ვერას უზამს“; „სამგზის შეავედრა სული სანატრელმა“, კ. გამსახურდია);
- გ) ვითარებითი ბრუნვის ფორმით „გული ორად გაყოფილა“, „მესამედ სცადა ბედი“…);
:ნაცვალსახელის ფუძეზე -რე ნაწილაკის დართვით (ეგრე, ის(რ)ე, ვირე… -გან თანდებულის დამატებით (ყველგან, ზოგან, სხვაგან…), -თვის თანდებულიანი ნათესაობითით (ამისთვის, იმისთვის, მისთვის…), ვითარებითი ბრუნეის ფორმით (იმდენად, რამდენად…).
ლ. კვანტალიანი