ორწერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ორწერტილი (:)''' – სასვენი ნიშანი. '''ორწერტილი იხმარება:''' # რის...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ორწერტილი (:)''' – სასვენი ნიშანი. | '''ორწერტილი (:)''' – სასვენი ნიშანი. | ||
| − | + | ორწერტილი იხმარება: | |
# რისამე ჩამოთვლისას – ჩამოსათვლელი საგნების ან მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვების წინ, მათი განმაზოგადებელი წინამავალი სიტყვის ან მისი შემცველი ფრაზის შემდეგ. განმაზოგადებელ სიტყვებად უპირატესად გამოიყენება [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]]: ყველა, ყველაფერი, ყოველი, სხვადასხვა, აგრეთვე [[ზმნიზედა|ზმნიზედები]]: ყველგან, ყოველთვის, მუდამ… მაგ.: ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი ([[ვაჟა-ფშაველა]]) ორწერტილი იხმარება მაშინაც, როცა წინამავალ წინადადებაში გარკვეული მინიშნებაა მომდევნო განმარტებაზე. ამ შემთხვევაში მიმანიშნებელი სიტყვებია: შემდეგი, შემდეგნაირად, ასეთი, ამისთანა, ასეთნაირად, ამგვარად, სახელდობრ, მაგალითად, კერძოდ და ა. შ. მაგ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს: | # რისამე ჩამოთვლისას – ჩამოსათვლელი საგნების ან მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვების წინ, მათი განმაზოგადებელი წინამავალი სიტყვის ან მისი შემცველი ფრაზის შემდეგ. განმაზოგადებელ სიტყვებად უპირატესად გამოიყენება [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]]: ყველა, ყველაფერი, ყოველი, სხვადასხვა, აგრეთვე [[ზმნიზედა|ზმნიზედები]]: ყველგან, ყოველთვის, მუდამ… მაგ.: ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი ([[ვაჟა-ფშაველა]]) ორწერტილი იხმარება მაშინაც, როცა წინამავალ წინადადებაში გარკვეული მინიშნებაა მომდევნო განმარტებაზე. ამ შემთხვევაში მიმანიშნებელი სიტყვებია: შემდეგი, შემდეგნაირად, ასეთი, ამისთანა, ასეთნაირად, ამგვარად, სახელდობრ, მაგალითად, კერძოდ და ა. შ. მაგ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს: | ||
15:08, 8 თებერვალი 2024-ის ვერსია
ორწერტილი (:) – სასვენი ნიშანი.
ორწერტილი იხმარება:
- რისამე ჩამოთვლისას – ჩამოსათვლელი საგნების ან მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვების წინ, მათი განმაზოგადებელი წინამავალი სიტყვის ან მისი შემცველი ფრაზის შემდეგ. განმაზოგადებელ სიტყვებად უპირატესად გამოიყენება ნაცვალსახელები: ყველა, ყველაფერი, ყოველი, სხვადასხვა, აგრეთვე ზმნიზედები: ყველგან, ყოველთვის, მუდამ… მაგ.: ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი (ვაჟა-ფშაველა) ორწერტილი იხმარება მაშინაც, როცა წინამავალ წინადადებაში გარკვეული მინიშნებაა მომდევნო განმარტებაზე. ამ შემთხვევაში მიმანიშნებელი სიტყვებია: შემდეგი, შემდეგნაირად, ასეთი, ამისთანა, ასეთნაირად, ამგვარად, სახელდობრ, მაგალითად, კერძოდ და ა. შ. მაგ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
- უკავშირო ქვეწყობილ წინადადებაში წინამავალი მთავარი და დამოკიდებული წინადადებების მიჯნაზე., თუ დამოკიდებული განმარტავს მთავარში გადმოცემული ამბის მიზეზს ან მიზანს. მაგ., „არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე სუსხავს და სითეთრე აბერებს“ (ი. ჭავჭავაძე).
- ორწერტილი დაისმის პირდაპირი ნათქვამის წინამავალი ავტორისეული სიტყვების შემდეგ, რომლებიც ძირითადად „მეტყველება-წრის“ ზმნებით გამოიხატება: ნათქვამია, თქვა, უთხრა, ბრძანა და მისთ., ანდა ავტორისეულ სიტყვებში მონაწილე სახელების (ანდაზა, სიტყვები…) შემდეგ. მაგ-, „უბრძანა: ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი“ (შოთა რუსთაველი); „მართალი უთქვამთ: წუთისოფელი ზოგისათვის მამაა, ზოგისათვის – მამინაცვალიო“ (ი. ჭავჭავაძე); „…არც ეს ბესარიონ გაბაშვილის სიტყვებია ურიგო: „ერთი მაქვს სჯობს ათასს მქონდას“ (ი. ჭავჭავაძე).
შ. აფრიდონიძე