ჟარგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჟარგონი''' – (ფრანგ.jargon), ვიწრო სოციალური ჯგუფის მეტყველება, ...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
თანამედროვე ქართულ ახალგაზრდულ ჟარგონს მიეკუთვნება: აეთესა – „გაეპარა“; გოიმი – „ჩამორჩენილი“,„გაუნათლებელი“; დაიადა – „იშოვა“, „მოიპოვა“, „დაეუფლა“; იტასავა – „ისეირნა“, „იხეტიალა“;
 
თანამედროვე ქართულ ახალგაზრდულ ჟარგონს მიეკუთვნება: აეთესა – „გაეპარა“; გოიმი – „ჩამორჩენილი“,„გაუნათლებელი“; დაიადა – „იშოვა“, „მოიპოვა“, „დაეუფლა“; იტასავა – „ისეირნა“, „იხეტიალა“;
მარიაჟობა – „თავმომწონეობა“, „პრანჭვა“, „ყოყოჩობა“; ნაშამორი – „ქალთა გულების დაპერობის ოსტატი“, „ქალების მუსუსი“ და სხვ.
+
მარიაჟობა – „თავმომწონეობა“, „პრანჭვა“, „ყოყოჩობა“; ნაშამორი – „ქალთა გულების დაპყრობის ოსტატი“, „ქალების მუსუსი“ და სხვ.
  
ჟარგონს ხშირად [[არგო (ენა)|არგო]]ს სინონიმად მიიჩნევენ, მაგრამ, ზოგი მკვლევრის აზრით, ჟარგონი, არგოსაგან განსხვავებით, დამცირების, ათვალწუნების (პეიორატულ) მომენტსაც შეიცავს.
 
ჟარგონს ხშირად [[არგო (ენა)|არგო]]ს სინონიმად მიიჩნევენ, მაგრამ, ზოგი მკვლევრის აზრით, ჟარგონი, არგოსაგან განსხვავებით, დამცირების, ათვალწუნების (პეიორატულ) მომენტსაც შეიცავს.
  
გავრცელებული აზრის თანახმად, ჟარგონი საერთო ენისაგან განსხვავებულია მხოლოდ [[ლექსიკა|ლექსიკით]]. მაგრამ ჟარგონიზმების წარმოებისას ქართული ახალგაზრდული მეტყველება [[გრამატიკა|გრამატიკის]] ([[მორფოლოგია|მორფოლოგიისა]] და სინტაქსის) ერთგვარ მონაწილეობასაც გვიჩვენებს. კერძოდ, გარკვეული სიტყვები [[მიცემითი ბრუნვა|მიცემით ბრუნვაში]] -ში [[თანდებული]]ს დართვისას იძენენ ჟარგონულ მნიშენელობას: წაგებულშია – „წაგებული აქვს“: გადაყლაპულშია – „გადაყლაპული აქვს“, „ნასვამია“ და მისთ.
+
გავრცელებული აზრის თანახმად, ჟარგონი საერთო ენისაგან განსხვავებულია მხოლოდ [[ლექსიკა|ლექსიკით]]. მაგრამ ჟარგონიზმების წარმოებისას ქართული ახალგაზრდული მეტყველება [[გრამატიკა|გრამატიკის]] ([[მორფოლოგია|მორფოლოგიისა]] და სინტაქსის) ერთგვარ მონაწილეობასაც გვიჩვენებს. კერძოდ, გარკვეული სიტყვები [[მიცემითი ბრუნვა|მიცემით ბრუნვაში]] -ში [[თანდებული]]ს დართვისას იძენენ ჟარგონულ მნიშვნელობას: წაგებულშია – „წაგებული აქვს“: გადაყლაპულშია – „გადაყლაპული აქვს“, „ნასვამია“ და მისთ.
  
ასევეა, როცა ენის ერთი სახის [[ზმნიზედა]] ჟარგონში მეორე სახის ზმნიზედის მნიშენელობას იძენს: ეგრევე – სალიტერატურო ენაში ნიშნავს „მაგგვარადვე“, „მაგნაირადვე“, ჟარგონში კი დროის ზმნიზედის მნიშვნელობას იღებს და ნიშნავს „მაშინვე“-ს: „ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიყიდე… და. სხვ.
+
ასევეა, როცა ენის ერთი სახის [[ზმნიზედა]] ჟარგონში მეორე სახის ზმნიზედის მნიშვნელობას იძენს: ეგრევე – სალიტერატურო ენაში ნიშნავს „მაგგვარადვე“, „მაგნაირადვე“, ჟარგონში კი დროის ზმნიზედის მნიშვნელობას იღებს და ნიშნავს „მაშინვე“-ს: „ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიყიდე… და. სხვ.
  
რამდენადაც ჟარგონსა და არგოს არა აქვთ საკუთარი ენობრივი საფუძველი, ყოველი ახალი თაობა თავის ყაიდაზე ცვლის მათ. ეს ცვლა არ არის ენის განვითარება. დროთა განმავლობაში ჟარგონი და არგო სულ უფრო ნაგვიანდება, მძიმდება და მოუქნელი ხდება.
 
მიმდინარე ცვლილება 12:21, 13 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ჟარგონი – (ფრანგ.jargon), ვიწრო სოციალური ჯგუფის მეტყველება, სოციალური დიალექტის სახე. ჟარგონი ქმნის მეტყველების ისეთ ნაირსახეობას, რომელიც გასაგებია ადამიანთა მხოლოდ ვიწრო ჯგუფისათვის და გაუგებარი საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

თანამედროვე ქართულ ახალგაზრდულ ჟარგონს მიეკუთვნება: აეთესა – „გაეპარა“; გოიმი – „ჩამორჩენილი“,„გაუნათლებელი“; დაიადა – „იშოვა“, „მოიპოვა“, „დაეუფლა“; იტასავა – „ისეირნა“, „იხეტიალა“; მარიაჟობა – „თავმომწონეობა“, „პრანჭვა“, „ყოყოჩობა“; ნაშამორი – „ქალთა გულების დაპყრობის ოსტატი“, „ქალების მუსუსი“ და სხვ.

ჟარგონს ხშირად არგოს სინონიმად მიიჩნევენ, მაგრამ, ზოგი მკვლევრის აზრით, ჟარგონი, არგოსაგან განსხვავებით, დამცირების, ათვალწუნების (პეიორატულ) მომენტსაც შეიცავს.

გავრცელებული აზრის თანახმად, ჟარგონი საერთო ენისაგან განსხვავებულია მხოლოდ ლექსიკით. მაგრამ ჟარგონიზმების წარმოებისას ქართული ახალგაზრდული მეტყველება გრამატიკის (მორფოლოგიისა და სინტაქსის) ერთგვარ მონაწილეობასაც გვიჩვენებს. კერძოდ, გარკვეული სიტყვები მიცემით ბრუნვაში -ში თანდებულის დართვისას იძენენ ჟარგონულ მნიშვნელობას: წაგებულშია – „წაგებული აქვს“: გადაყლაპულშია – „გადაყლაპული აქვს“, „ნასვამია“ და მისთ.

ასევეა, როცა ენის ერთი სახის ზმნიზედა ჟარგონში მეორე სახის ზმნიზედის მნიშვნელობას იძენს: ეგრევე – სალიტერატურო ენაში ნიშნავს „მაგგვარადვე“, „მაგნაირადვე“, ჟარგონში კი დროის ზმნიზედის მნიშვნელობას იღებს და ნიშნავს „მაშინვე“-ს: „ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიყიდე… და. სხვ.

რამდენადაც ჟარგონსა და არგოს არა აქვთ საკუთარი ენობრივი საფუძველი, ყოველი ახალი თაობა თავის ყაიდაზე ცვლის მათ. ეს ცვლა არ არის ენის განვითარება. დროთა განმავლობაში ჟარგონი და არგო სულ უფრო ნაგვიანდება, მძიმდება და მოუქნელი ხდება.

რ. ქურდაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, გ. ახვლედიანის რედაქციით, თბ., 1972;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989;
  • ქურდაძე რ. რეცენზია ქართული ჟარგონის ლექსიკონის შესახებ. – ჟურნ. „ბურჯი ეროვნებისა“, 2000.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები