რამიშვილი ისიდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისიდორე რამიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „რამიშვილი ისიდორე“ გად...)
 
(2 მომხმარებლების 17 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ramishvili isidore.jpg|thumb|200პქ|'''ისიდორე რამიშვილი''']]
+
[[ფაილი:Ramishvili isidore.jpg|thumb|150პქ|'''ისიდორე რამიშვილი''']]
'''ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი''' (დ. 7 ივნისსი, 1859, სურები). [[ქართველები|ქართველი]]. პედაგოგი, პოლიტიკოსი.
+
'''ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი''' (7.VI.1859, სოფ. დიდი ვანი, ოზურგეთის მაზ. - 14.X.1937, [[თბილისი]]) - ქართული სოციალ-დემოკრატიული
 +
მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოსა]] და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი. ცნობილი პედაგოგი და განმანათლებელი.  
  
==პარტიული რწმენა==
+
====ბიოგრაფია====
სოციალ-დემოკრატი
+
დაიბადა სურების ხეობაში გლეხის ოჯახში. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მისი ბავშვობის მეგობარი [[სილიბისტრო ჯიბლაძე]]. სემინარიაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებასა და საქმიანობაში, აწყობდა არალეგალურ კითხვის წრეებს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა სემინარიიდან
 +
გარიცხვის საფრთხის წინაშე. 1885 წელს დაასრულა სასულიერო სემინარია, 1886-87 წლებში წინამძღვრიანთკარის სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. პედაგოგობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა ხალხოსნურ საქმიანობას. 1887 წელს მის მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლა, სადაც თავადვე იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო [[ნოე რამიშვილი]]. 1891 წელს მისი ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო [[ბიბლიოთეკა]].
 +
აქტიურად მონაწილეობდა 1892 წლის ყვირილის შეკრებაში, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ([[მესამე დასი|მესამე დასს]]). ყვირილის კონფერენციაზე იდგა ხალხოსნურ ნიადაგზე. შემდგომში ეზიარა [[ნოე ჟორდანია|ნოე ჟორდანიასეულ]] ევროპული სოციალიზმის ღირებულებებს. 1893 წლის შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ჯერ სენაკის სკოლაში, ხოლო შემდგომ [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]]  ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ
 +
მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა და იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი.
  
==ბიოგრაფია==
+
1905 დააპატიმრეს ორი თვით, ამავე წელს მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანელთა და სომეხთა დაპირისპირების დეესკალაციაში, წამყვან როლს ასრულებდა მეფისნაცვალთან მოლაპარაკებებში. 1906 მონაწილეობდა რსდმპ-ს სტოკჰოლმის კონფერენციაში თბილისი ორგანიზაციის მანდატით. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც მიესაჯა სამთვიანი პატიმრობა, თუმცა მიმალვა შეძლო და მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. 1907 წელს მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1908 და
დაიბადა სურებში გლეხკაცის ოჯახში. ათ წლამდის ოჯახში ეწეოდა გლეხურ მუშაობას. მაშინ კი დაებადა სურვილი სწავლისა. მარა სოფლის სკოლები მაშინ არ იყო. იყო მთელს გურიაში მარტო ქ. ოზურგეთში ორი სასწავლებელი – სამოქალაქო და სასულიერო ორ კლასიანი. ნათესავმა მღვდელმა კეკელიძემ თავის შვილად მიაბარა ყმაწვილი ისიდორე იმ სასწავლებელში. ორ წელიწადს სხვის გვარზე სწავლობდა. ბოლოს საიდუმლო გამჟღავნდა და ისიდორე სასწავლებლიდან გამოაგდეს. განვლო ხანმა, ბავშვს ისევ მოენატრა სწავლა და სასწავლებელი. ჩუმად მიდის თავის სოფლიდან ოზურგეთში, უვარდება ფეხქვეშ მაშინდელ სკოლის ზედამხედველს დეკ. ქიქოძეს და სთხოვს ისევ სკოლაში მიღებას. ყმაწვილს წადილი უსრულდება და ისევ შედის სამ დღეში სკოლაში. ახლა კი ის თავის ნამდვილი გვარით არის და უფრო გაბედულად ზის, აღარ ეშინიან დაბეზღების. ორკლასიანი სასწავლებელი მალე ოთხკლასად გადაკეთდა და ისიდორემ ის პირველ შეგირდათ დაასრულა. შევიდა სასულიერო სემინარიაში 1878 წელს და გაათავა 1885 წ. მისი რწმენა პოლიტიკური მაშინ ნაროდნიკული იყო და განიზრახა თავი შეეწირა გლეხთა განათლების საქმეს. ის მიდის სოფლის მასწავლებლად სადაც დარჩა მთელი 20 წელიწადი. ძალიან ცდილობდენ მისი სკოლის ამხანაგები მარქსისტები, მარა დიდხანს მას ნაროდნიკობაზე ხელი ვერ ააღებინეს. სკოლები, ბიბლიოთეკები, სადამრიგებლო კლასები დიდებთან, კლასები გზები და სხ. სახალხო საქმეებთან ერთან აკმაყოფილებდნენ მას და კურსის შეცვლას არ აძალებდენ, მარა ხანგრძლივმა მუშაობამ ამ სარბიელზე იგი დაარწმუნა, რომ ისტორიის ღერძი სხვაგან ძევს და არა აქ სოფლად. ქალაქებისკენ დაიწყო ცქერა. ამას ხელი შეუწყო წერა-კითხვის განკარგულებამ, რომლითაც ის სოფლიდან გადაყვანილ იქმნა ქ. ბათუმის ქართული სკოლის მომვლელად. ჩაიძირა მუშების სიყვარულში და იქიდან ის მერე აღარ ამოსულა, თუმცა გლეხების სიყვარული მისი გულიდან აქამდისაც არ ამოსულა და ახლაც სიხარულით მიეშურება გლეხებთან, მაგრამ არა ძველი პროგრამით, არამედ ახალი ს. დემოკრატიულით. მას დევნიდა ძველი რეჟიმი და ბევრჯერ ციხეში მჯდარა და ყოფილა გადასახლებულიც რამდენიმეჯერ. მისი დევნა-გადასახლება გახშირდა მისი პირველი დუმის დეპუტატობის შემდეგ, რადგან მისი გამოსვლები დუმის კათედრიდან  არ მოსწონდა ძველ ბატონებს. რევოლუციამ უსწრო მას ქ. სამარაში და იქვე იწყო ფართო რევოლუციონური მუშაობა. იქნა გაწვეული პეტროგრადში და იქ შეუდგა მუშაობას. მალე გარემოებამ მოითხოვა მისი კავკაზში ჩასვლა და მას მერე აქ იღვწის. ათი თვე დაჰყო ბაქოში შრომას კამისარის თანამდებობაში, იყო წევრი [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერ კავკაზის სეიმისა]] და არის წევრი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ს. დემოკრატიულ ფრაქციაში.
+
1913 წლებში კვლავ დააპატიმრეს, უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს სამარის გუბერნიაში, სადაც 1917 წლამდე იმყოფებოდა.  
 +
 
 +
1917 წელს [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე]] [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატები]]ს სიით აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს შემადგენლობაში, ამავე წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი. 1918 წლის გაზაფხულზე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[არმია|არმიის]] შემოტევისას ნატანების [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტზე]] აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა [[გენერალი|გენერალ]] [[მაზნიაშვილი გიორგი|მაზნიაშვილს]]. 26 მაისს ხელი მოაწერა
 +
[[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]]. დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაინიშნა ხელისუფლების წარმომადგენლად სოხუმის ოლქში. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრები]]ს წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა როგორც პარტიის წევრებში, ასევე მოქალაქეებში. როგორც პარტიის უხუცესი წევრი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1921 წლის მარტში გურიის სოფლებში აგროვებდა მოხალისეებს ოკუპანტებთან საბრძოლველად და დამოუკიდებლობის დასაცავად.
 +
 
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის]] შემდეგ სამშობლოში დარჩა. როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღიარებული ლიდერი მრავალჯერ მოექცა ბოლშევიკური რეპრესიული [[რეჟიმი|რეჟიმის]] კლანჭებში. საბჭოთა პერიოდში პირველად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევში მუშათა სახლში [[სტალინი იოსებ|სტალინის]] სტუმრობისას საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მიზეზით. 1922 საქართველოდან გადაასახლეს. სხვადასხვა დროს გადასახლებებში ცხოვრობდა კაშინში, ასტრახანში, ტაშკენტში, ხოჯენტში. 1934 საბჭოთა რეჟიმმა მცირე ხნით საქართველოში ცხოვრების უფლება მისცა, თუმცა რამდენიმე თვეში ჯერ ცხინვალში, ხოლო შემდგომ ვლადიკავკაზში გადაასახლეს, სადაც 1937 დააპატიმრეს. 1937 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა
 +
მიუსაჯა, ამავე დღეს დახვრიტეს თბილისში. მისი საფლავი დაკარგულია. 2016 ისიდორე რამიშვილის მიერ დაარსებულ დიდი ვანის სკოლას მისი სახელი მიენიჭა.
 +
 
 +
'''ირაკლი ირემაძე'''
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
==თხზულებები==
 +
ის. რამიშვილი, მოგონებები, გამოსაცემად მოამზადეს გ. საითიძემ და . რამიშვილმა, თბ., 2012.
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
 +
* სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109;
 +
* გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, 2014;
 +
* გაზ. „[[საქართველოს რესპუბლიკა (გაზეთი)|საქართველოს რესპუბლიკა]], 1920, №263.
 +
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009695/ ისიდორე რამიშვილი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/06/19/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1/ რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:რუსეთის პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატები]]‏‎
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
[[კატეგორია:ამიერკავკასიის რესპუბლიკა]]
+
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:რამიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 16:30, 13 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ისიდორე რამიშვილი

ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი - (7.VI.1859, სოფ. დიდი ვანი, ოზურგეთის მაზ. - 14.X.1937, თბილისი) - ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ცნობილი პედაგოგი და განმანათლებელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა სურების ხეობაში გლეხის ოჯახში. თავდაპირველად განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მისი ბავშვობის მეგობარი სილიბისტრო ჯიბლაძე. სემინარიაში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა ხალხოსნური ჯგუფების ფორმირებასა და საქმიანობაში, აწყობდა არალეგალურ კითხვის წრეებს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა სემინარიიდან გარიცხვის საფრთხის წინაშე. 1885 წელს დაასრულა სასულიერო სემინარია, 1886-87 წლებში წინამძღვრიანთკარის სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. პედაგოგობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა ხალხოსნურ საქმიანობას. 1887 წელს მის მშობლიურ სურების ხეობაში დააარსა ორკლასიანი სკოლა, სადაც თავადვე იყო პირველი მასწავლებელი, ამავე პერიოდში მისი მოსწავლე იყო ნოე რამიშვილი. 1891 წელს მისი ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. აქტიურად მონაწილეობდა 1892 წლის ყვირილის შეკრებაში, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას (მესამე დასს). ყვირილის კონფერენციაზე იდგა ხალხოსნურ ნიადაგზე. შემდგომში ეზიარა ნოე ჟორდანიასეულ ევროპული სოციალიზმის ღირებულებებს. 1893 წლის შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ჯერ სენაკის სკოლაში, ხოლო შემდგომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის ქართულ სკოლაში, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა და იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის აღიარებული ლიდერი.

1905 დააპატიმრეს ორი თვით, ამავე წელს მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანელთა და სომეხთა დაპირისპირების დეესკალაციაში, წამყვან როლს ასრულებდა მეფისნაცვალთან მოლაპარაკებებში. 1906 მონაწილეობდა რსდმპ-ს სტოკჰოლმის კონფერენციაში თბილისი ორგანიზაციის მანდატით. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც მიესაჯა სამთვიანი პატიმრობა, თუმცა მიმალვა შეძლო და მისი დაპატიმრება ვერ მოხერხდა. 1907 წელს მონაწილეობდა რსდმპ ლონდონის V ყრილობაში. 1908 და 1913 წლებში კვლავ დააპატიმრეს, უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს სამარის გუბერნიაში, სადაც 1917 წლამდე იმყოფებოდა.

1917 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, ამავე წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის გაზაფხულზე ოსმალეთის არმიის შემოტევისას ნატანების ფრონტზე აქტიურ პოლიტიკურ დახმარებას უწევდა გენერალ მაზნიაშვილს. 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაინიშნა ხელისუფლების წარმომადგენლად სოხუმის ოლქში. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა როგორც პარტიის წევრებში, ასევე მოქალაქეებში. როგორც პარტიის უხუცესი წევრი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1921 წლის მარტში გურიის სოფლებში აგროვებდა მოხალისეებს ოკუპანტებთან საბრძოლველად და დამოუკიდებლობის დასაცავად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა. როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის აღიარებული ლიდერი მრავალჯერ მოექცა ბოლშევიკური რეპრესიული რეჟიმის კლანჭებში. საბჭოთა პერიოდში პირველად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევში მუშათა სახლში სტალინის სტუმრობისას საპროტესტო გამოსვლის ორგანიზების მიზეზით. 1922 საქართველოდან გადაასახლეს. სხვადასხვა დროს გადასახლებებში ცხოვრობდა კაშინში, ასტრახანში, ტაშკენტში, ხოჯენტში. 1934 საბჭოთა რეჟიმმა მცირე ხნით საქართველოში ცხოვრების უფლება მისცა, თუმცა რამდენიმე თვეში ჯერ ცხინვალში, ხოლო შემდგომ ვლადიკავკაზში გადაასახლეს, სადაც 1937 დააპატიმრეს. 1937 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა, ამავე დღეს დახვრიტეს თბილისში. მისი საფლავი დაკარგულია. 2016 ისიდორე რამიშვილის მიერ დაარსებულ დიდი ვანის სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

ირაკლი ირემაძე



[რედაქტირება] თხზულებები

ის. რამიშვილი, მოგონებები, გამოსაცემად მოამზადეს გ. საითიძემ და ქ. რამიშვილმა, თბ., 2012.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109;
  • გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, 2014;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №263.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები