სახოკია თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თედო სახოკია“ გადაიტანა გვერდზე „სახოკია თედო“ გადამისამართე...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tedo saxokia.jpg|thumb|150px|'''თედო სახოკია''']]
 
'''თედო სახოკია''' – (15 მარტი 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის რ-ნი, – 17 თებერვალი 1956, [[თბილისი]]), მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, ეთნოლოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. უმაღლესი განათლება
 
'''თედო სახოკია''' – (15 მარტი 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის რ-ნი, – 17 თებერვალი 1956, [[თბილისი]]), მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, ეთნოლოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. უმაღლესი განათლება
 
მიიღო ჟენევისა და სორბონის უნივერსიტეტებში, პარისში დაამთავრა უმაღლესი ანთროპოლოგიური სკოლაც. იყო რეიმსის (საფრანგეთი) აკადღემიის წევრ-კორესპოდენტი.
 
მიიღო ჟენევისა და სორბონის უნივერსიტეტებში, პარისში დაამთავრა უმაღლესი ანთროპოლოგიური სკოლაც. იყო რეიმსის (საფრანგეთი) აკადღემიის წევრ-კორესპოდენტი.

10:58, 19 თებერვალი 2024-ის ვერსია

თედო სახოკია

თედო სახოკია – (15 მარტი 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის რ-ნი, – 17 თებერვალი 1956, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, ეთნოლოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. უმაღლესი განათლება მიიღო ჟენევისა და სორბონის უნივერსიტეტებში, პარისში დაამთავრა უმაღლესი ანთროპოლოგიური სკოლაც. იყო რეიმსის (საფრანგეთი) აკადღემიის წევრ-კორესპოდენტი.

თედო სახოკიას პირველი ლექსიკოგრაფიული ცდა იყო პატარა რუსული-ქართული ლექსიკონი (1897). 1910- იან წლებში ქართულ პერიოდიკაში („სახალხო გაზეთი“. 1911, №39-48; 1912, №55–56) ბეჭდავდა წერილებს ქართული ენის ორთოგრაფიისა და სწორმეტყველების შესახებ ციკლიდან „ქართული ენა (თანამედროვეთა ლაპარაკი და წერა)“. აგრეთვე სტატიებს ლექსიკოგრაფიული მუშაობის, ცალკეული სიტყვებისა თუ დარგობრივი (მაგ.,მათემატიკური) ტერმინების, „ვეფხისტყაოსანში“ დადასტურებული ფიგურალური სიტყვა-გამოთქმების შესახებ და სხვ.

1940-იანი წლების დამლევს თედო სახოკიათანამშრომლობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარ რედაქციასთან, როგორც ლექსიკონის სიტყვანის რეცენზენტი. იმავე წლებში გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებამ“ დაიწყო ბეჭდვა თედო სახოკიას მიერ შეგროვებული და განმარტებული ხატოვანი სიტევა-თქმებისა, რის შემდეგაც, 1950-იდან, დაიწყო მისი გამოცემა ცალკე წიგნად „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის“ სამტომეულის სახით (III ტ. გამოიცა 1955; II შევსებული გამოცემა ერთ ტომად – 1979). ეს იყო ქართ, ლექსიკოგრაფიულ პრაქტიკაში პირეელი ამ სახის ლექსიკონი, რომელსაც ქართულ ენაზე ანალოგი ჯერჯერობით არ მოეპოვება. თედო სახოკიამ შეადგინა ასევეჟ „ქართული ანდაზები” (1968). რომელსაც დაერთო გავრცელებული სიტყვების სია შეხვედრის სიხშირის ჩვენებით. მანვე მოამზადა აგრეთვე საკმაოდ მოზრდილი „ქართული ლექსიკონი" (განმარტებითი სახისა, ე. წ. „ქართულ ქართული“). მასში შევიდა სულხან-საბა ორბელიანისა და დ. და ნ. ჩუბინაშვილების ლექსიკონებში დაუდასტურებელი ან განსხვავებული მნიშვნელობის სიტყეები.

გარდა წმინდა ლინგვისტური ხასიათის ნაშრომებისა, თედო სახოკიას ეკუთვნის გამოკელევები ქართული სკოლის, საერთოდ, საქართველოში განათლების მდგომარეობისა და პერსპექტივის, მათთან დაკავშირებული სოციალური საკითხების შესახებ.

შ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

  • კრებული „თედო სახოკია“. თბ., 1968.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები