დოდაშვილი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოდაშვილი სოლომონ“ გადაიტანა გვერდზე „სოლომონ დოდაშვილი“)
(ცხოვრება და მოღვაწეობა)
 
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Solomon dodashvili.JPG|thumb|200pq|სოლომონ დოდაშვილი ]]
 
[[ფაილი:Solomon dodashvili.JPG|thumb|200pq|სოლომონ დოდაშვილი ]]
'''დოდაშვილი სოლომონ''' - Dodashvili Solomon, Додашвили Соломон, 1805-1836  
+
'''დოდაშვილი სოლომონ''' – (17 მაისი (29) 1805, სოფ. მაღარო, ახლანდ. სიღნაღის რ-ნი, – 20. აგვისტო (1 სექტემბერი). 1836, ვიატკა). განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პედაგოგი.
  
ქართველი ფილოსოფოს-ლოგიკოსი, განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე. თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი გამორჩეული მოსწავლე იყო. ამიტომ მისი  დამთავრების შემდეგ, მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის ხელშეწყობით, იგი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა და პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1827 წელს დოდაშვილმა წარჩინებით დაამთავრა უნივერსისტეტი და სადოქტორო დისერტაციად წარადგინა ნაშრომი „ფილოსოფიის კურსი. პირველი ნაწილი. ლოგიკა”. ამ ნაშრომის ღირსებები თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო. მას ძალიან მაღალი შეფასება მიეცა და იმავე წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუსეთის იმპერიაში ლოგიკის პირველი სპეციალური მონოგრაფია. ამ წიგნის წყალობით დოდაშვილმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული და რუსული ფილოსოფიური და ფსიქო-ლოგიური აზრის ისტორიაში.  
+
====ცხოვრება და მოღვაწეობა====
 +
1818-იდან სწავლობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820-იდან – [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარიაში, 1823 სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებისას (1827) ქართულად დაწერა ნაშრომი „ფილოსოფიის კურსი, ნაწილი I. ლოგიკა“, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა რუსულ ენაზე სანქტ-პეტერბურგში. ნაშრომში ძირითადად ჩამოყალიბებულია დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები. იგი სწორად განსაზღვრავდა ფილოსოფიის საგანს და თვლიდა, რომ ფილოსოფიამ უნდა შეისწავლოს რეალური ადამიანი. ეს იყო მეტად გაბედული ნაბიჯი მაშინდელი გაბატონებული დოგმების წინააღმდეგ.
  
სამშობლოში დაბრუნებული დოდაშვილი მრავალფეროვან სამწერლო-ჟურნალისტურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1832 წელს ს. დოდაშვილი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქ-მულებაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. თავდაპირველად მას ჩამოხრჩობა მიესაჯა, რაც შემდგომ ათი წლით გადასახლებით შეუცვალეს. ჭლექით ავადმყოფს. დოდაშვილს ვიატკის გუბერნიის კლიმატმა მალე მოუღო ბოლო. იგი იქვე, ვიატკაში დაკრძალეს. 1994 წელს სახელოვანი მამულიშვილის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს.  
+
1827 წელს დოდაშვილი [[საქართველო]]ში დაბრუნდა და დაინიშნა მასწავლებლად თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (1830). ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკასა და გეოგრაფიას. 1828 წ-იდან იყო რედაქტორი ახალდაარსებული გაზ. ტფილისის უწყებანის ქართული გამოცემისა, 1830-იდან კი – ამ გაზეთის გამომცემელი. 1832 გაზეთს დამატების სახით დაერთო ჟურნალი „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, რომლის რედაქტორიც ისევ დოდაშვილი იყო. გამოვიდა ჟურნალის მხოლოდ ხუთი ნომერი. ეს იყო პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი, რომლის მიზანი იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის „სურვილი და სიყვარული ბუნებითისა ენისა და სიტყვიერებისა“, დაენერგა საზოგადოებაში „თავისუფალი აზრები“, გამოექვეყნებინა „თავისუფლების მოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი“ აქ დაიბეჭდა. დოდაშვილის „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“ (1832, №1, 2). მასში დოდაშვილმა განიხილა მშობლიური ენისა და ლიტერატურის ისტორიის საკითხები, წარმოაჩინა ქართ. ენის სიმდიდრე და ქართული სიტყვიერი ხელოვნების უდიდესი მნიშვნელობა. ჟურნალის მე-3 ნომერში გამოქვეყნდა დოდაშვილის კრიტიკული სტატია გ. ს. გორდეევის წერილზე „Погребальные обряды последних царей Грузунских“, „Тифлисские Ведомости“, 1932 №1). ავტორმა ამხილა ის უვიცობა და შეცდომები, რომლებიც დაუშვა გორდეევმა საქართველოს ისტორიის საკითხებზე მსჯელობისას. ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული ისტორიული მასალებიდან აღსანიშნავია დოდაშვილის მეორე ნაშრომიც – „მეფობა ირაკლი მეორისა“ (№ 3, 4), მხატვრული ლიტერატურიდან – მოთხრობა „ელენა“ (№ 4, 5), „ჟინევრა“ (№ 1), რომლის ქართული ტექსტი და მისი ფრანგული თარგმანი დაბეჭდა (1837) [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]მ პარიზში. დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობა.  
  
თავის წიგნში „ლოგიკა” ს. დოდაშვილი განიხილავს ფილოსოფიის შემადგენლობისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის პრობლემატიკას. ამ კონტექსტში იგი აყალიბებს აზრებს, რომლებიც ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დასაბუთებას და მისი კვლევის ხასიათს ეხება. ავტორს მიაჩნია, რომ ლოგიკა, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ე.წ. თეორიული ფილოსოფიის ნაწილებია. გარდა ამისა, გამოიყოფა პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა, სამართალი, თეოლოგია) და ესთეტიკა. ფილოსოფიის მთლიანმა სისტემამ, რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ლოგიკა, უნდა მოიცვას ყველა ეს დარგი. მაშასადამე, ფსიქოლოგია დოდაშვილის მიერ საბუთდება, როგორც ფილოსოფიის ცალკე დარგი, რომელიც ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებებს არკვევს.
+
დოდაშვილმა დაწერა ქართულად და თარგმნა რუსულად სპეციალური ნაშრომი „რიტორიკა“ (1928), აქ ესთეტიკის ზოგად პრობლემატიკასთან ერთად ავტორი განიხილავს თეორიულ-ლიტერატურულ საკითხებს, აქვე ეხება [[გრამატიკა|გრამატიკის]], სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის საკითხებსაც. ერის პროგრესულობისა და კულტურუს ერთ-ერთ მთავარ სასომად იგი მიიჩნევდა ლიტერატურისა და ენის
 +
განვითარებას. დიდ შეფასებას აძლევდა [[ქართული ენა|ქართულ ენას]], აღნიშნავდა მის სიძველეს, ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს, შესაძლებლობას, გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსი. დოდაშვილი მოითხოვდა ენის სიწმინდის დაცვას, შესწავლასა და დაფასებას. დოდაშვილს ჯერ კიდევ 1827 წელს ჰქონია დაწერილი ქართული გრამატიკა, რომელიც 1830 წელს დაბეჭდა კიდეც სათაურით: „შემოკლებული ქართული ღრამმატიკა“. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლის მიზანია შეასწავლოს მსმენელს „კანონიერი უბნობა და წერა ქართულად”. „ღრამმატიკა“ 3 ნაწილისაგან შედგება: 1 – ლექსთწარმოებისათეის ([[მორფოლოგია]]), II – ლექსთთხზულებისათვის ([[სინტაქსი]]), III – მართლწერისათვის (ორთოგრაფია), ახლავს შესავალი – „შეყვანილებისათვის“, სადაც განხილულია გრამატიკის დანიშნულება, დახასიათებულია [[ქართული ანბანი]], სიტყვა, მარცვალი, [[ასო (ნიშანი)|ასო]], ჩამოთვლილია მეტყველების ნაწილები. თავისი აგებულებითა და შედგენილობით იგი ძირითადად მისდევს წინამორბედ სახელმიძღვეანელოებს, მაგრამ, ამაეე დროს, განსხვავდება კიდეც მათგან: თავისებურია და ახლებური ლექსისა (სიტყვის) და ასოს განმარტებები, სახელებში ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი აბსტრაქტული („გონებითნი“) საგნები, „რომელთა ხილვა არა ძალგვიძს“ (სული, სიტკბოება, სიცოცხლე და ა. შ.), თავისებურადაა დაყოფილი რიცხვითი სახელები – „რაოდენობითნი“ (ერთი, ორი, ათი…), „წესებითნი“ (პირველი, მეორე, მეათე…), „დანაწევრებითნი“ (ნახევარი, მესამედი…), „შემკრებელობითნი“ (წყვილი, სამკეცი…). ნაცვალსახელის განსაზღვრა უფრო დახვეწილია, განმარტებებიც შეცვლილია. ავტორი ზმნას არსებითად ისევე განიხილავს, როგორც ადრინდელი გრამატიკოსები, თუმცა ზოგჯერ შეცვლილი აქვს მასალის ტრადიციული განლაგება და ტერმინებიც, განსაზღერებებიც უფრო დასუსტებულია და გასაგები. სახელზმნებს ავტორი მოკლედ ეხება. უდეტრების განხილვისას საინტერესოა თანდებულზე მსჯელობა. აქ თანდებულიანი სახელის ფუნქციაზეა
 +
მინიშნება. ზმნიზედებისა და კავშირების შესახებ მოსაზრებები, წინა გრამატიკოსებთან შედარებით,
 +
უფრო მართებულია და ნათელიც. ავტორის შეხედულებათა საბუთიანობა, სისუსტე და სიცხადე განსაკუთრებით გრამატიკის მეორე ნაწილში ჩანს. სხვათაგან დამოუკიდებელია დოდაშვილის მსჯელობა „საზოგადოთა კანონთათვის“. ეს კანონები რიტორიკიდან მომდინარეობს. „პერიოდთა“ შესახებ მსჯელობისას იგრძნობა რუს გრამატიკოსთა გავლენა.
  
ლოგიკა და ფსიქოლოგია, ფილოსოფიის დარგები, ორივე აზროვნებას შეისწავლის, მაგრამ სხვადასხვა ასპექტით. ამავე დროს, თვით ფილოსოფიის ძირითადი ამოცანა ჩამოყალიბებულია, როგორც ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება („შეიცან თავი შენი” {სოკრატე}). მაგრამ „სამყარო ჩვენში” ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანია. მეტად საყურადღებოა ისიც, რომ „ფილოსოფიაში შემმეცნებელი პირი და შემეცნების უმთავრესი საგანი ადამიანია”. მაშასადამე, სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, შემეცნების ობიექტი და სუბიექტი ფილოსოფიაში (ფსიქოლოგიაში) ერთმანეთს ემთხვევა: ადამიანი ადამიანს შეისწავლის, ცნობიერება − ცნობიერებას, აზროვნება − აზროვნებას. მაშასადამე ფილოსოფია, არსებითად, თვითშემეცნებაა. ფილოსოფიის დოდაშვილისეული დახასიათება გარკვეული მნიშვნელობით ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს; ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ცოდნის ორგანულ ნაწილად გულისხმობს.
+
1832 წელს დოდაშვილი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მეთაური დოდაშვილი, შეთქმულთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ოცნებობდა არა მეფის ხელისუფლების აღდგენაზე საქართველოში, არამედ, თავისი დემოკრატიული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რესპუბლიკური წყობის დამკვიდრებაზე. 1834 წელს დოდაშვილი გადაასახლეს რუსეთის შორეულ გუბერნიაში –ვიატკაში, სადაც ჭლექით გარდაიცვალა.
  
მთავარი ის კი არ არის, ფორმალურად დარგების რომელ ჯგუფს აკუთვნებს ავტორი ფსიქოლოგიას, არამედ ის, თუ როგორ აქვს გააზრებული ამ მეცნიერების მეთოდოლოგიური და მეთოდიკური სახე. ს. დოდაშვილი პირდაპირ არ ახსენებს ფსიქოლოგიას, მაგრამ მისი პოზიცია ამ პრინციპულ საკითხებზე გარკვევით იკითხება მსჯელობებში ადამიანის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობის თაობაზე. „შინაგანი იდეალური ცხოვრების” შემსწავლელი მეცნიერება (ფსიქოლოგია), უნდა ამოდიოდეს იმ მასალიდან, რომელსაც ის „თავის მოვლენებში” ნახულობს და ხელმძღვანელობდეს კვლევის იმავე პრინციპებით, რომლებსაც ბუნების მოვლენების შემსწავლელი სხვა მეცნიერებები იყენებს. აქ, არსებითად, ის იგულისხმება, რომ მეცნიერული კვლევა დეტერმინიზმის მეთოდოლოგიური პრინციპის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. ხოლო კონკრეტულ მეთოდიკურ ხერხებს ს. დოდაშვილთან ჩვენ ვერ ვხვდებით. პირდაპირი მოწოდება ფსიქოლოგიისადმი, რომ მიმართოს ექსპერიმენტს, არსებითად ნაგულისხმევია ქართველი სწავლულის ნააზრევში და, რომ დასცლოდა, ამას უთუოდ პირდაპირაც იტყოდა (დოდაშვილი ხომ 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, თანაც ტყვეობაში).  
+
''ე. ნიკოლაიშვილი''
  
. დოდაშვილის ლოგიკა მხოლოდ პირველი ნაწილია მის მიერ ჩაფიქრებული იმ ფილოსოფიური სისტემისა, რომელიც ფსიქოლოგიასაც მოიცავს. უეჭველია, რომ იგი არ შემოიფარგლებოდა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური საკითხების გარკვევით და ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემურ დალაგებაზეც იზრუნებდა. . დოდაშვილის მეცნიერული მრწამსი, მისი მსოფლმხედველობრივი პოზიცია სქოლასტიკური ბორკილებისაგან განთავისუფლებას გულისხმობს და გამორიცხავს მეცნიერებაში ყოველივე ზებუნებრივს. ამის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მისი ფსიქოლოგია არ იქნებოდა მეტაფიზიკური და მისტიკურ-რელიგიური შინაარსით დატვირთული რაციონალური ფსიქოლოგია.  
+
== ლიტერატურა ==
 +
* გოცაძე მ., სოლომონ დოდაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1955;
 +
* კუკავა თ., სილომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედეელობა, თბ., 1955;
 +
* სოლომონ დოდაშვილი. ბიობიბლიოგრაფია (1825–1966), შემდ.გ. ნ. დოლიძე და . ფირცხალაევა, ს. ხუციშეილის რედ. და წინასიტყვაობით, თბ., 1967;
 +
* ფოცხიშვილი ა. ქართული ენათმეცნიერების ისტორია, I, თბ. 1995.
  
საინტერესოა ს. დოდაშვილისეული აზრი „ობიექტი და სუბიექტი ფილოსოფიაში (ფსიქოლოგიაში) ერთმანეთს ემთხვევა“ − დაახლოებით 80 წლის შემდეგ არსებითად ასეთივე აზრი [[ჯეიმსი უილიამ|უ. ჯეიმსმაც]] ჩამოაყალიბა {მეობა}). ([[ზურაბ ვახანია]])
+
== იხილე აგრეთვე==
 +
[[სოლომონ დოდაშვილი (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)|სოლომონ დოდაშვილი]]  
  
====მთავარი ნაშრომები====
+
== წყარო==
* ს. დოდაშვილი. თხზულებანი. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1989
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
* ფილოსოფიის კურსი (ავტორი) // ნაწ. 1: ლოგიკა. - თბილისი, სახელგამი, 1949
+
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
 
+
==იხილე აგრეთვე==
+
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001188/ სოლომონ დოდაშვილი]
+
 
+
==წყარო==
+
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
<br />
+
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
 
+
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
+
 
[[კატეგორია:ქართველი  ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი  ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 +
[[კატეგორია:დოდაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 12:38, 21 თებერვალი 2024 მდგომარეობით

სოლომონ დოდაშვილი

დოდაშვილი სოლომონ – (17 მაისი (29) 1805, სოფ. მაღარო, ახლანდ. სიღნაღის რ-ნი, – 20. აგვისტო (1 სექტემბერი). 1836, ვიატკა). განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პედაგოგი.

სარჩევი

[რედაქტირება] ცხოვრება და მოღვაწეობა

1818-იდან სწავლობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820-იდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1823 სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებისას (1827) ქართულად დაწერა ნაშრომი „ფილოსოფიის კურსი, ნაწილი I. ლოგიკა“, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა რუსულ ენაზე სანქტ-პეტერბურგში. ნაშრომში ძირითადად ჩამოყალიბებულია დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები. იგი სწორად განსაზღვრავდა ფილოსოფიის საგანს და თვლიდა, რომ ფილოსოფიამ უნდა შეისწავლოს რეალური ადამიანი. ეს იყო მეტად გაბედული ნაბიჯი მაშინდელი გაბატონებული დოგმების წინააღმდეგ.

1827 წელს დოდაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა მასწავლებლად თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (1830). ასწავლიდა ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკასა და გეოგრაფიას. 1828 წ-იდან იყო რედაქტორი ახალდაარსებული გაზ. ტფილისის უწყებანის ქართული გამოცემისა, 1830-იდან კი – ამ გაზეთის გამომცემელი. 1832 გაზეთს დამატების სახით დაერთო ჟურნალი „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, რომლის რედაქტორიც ისევ დოდაშვილი იყო. გამოვიდა ჟურნალის მხოლოდ ხუთი ნომერი. ეს იყო პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი, რომლის მიზანი იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის „სურვილი და სიყვარული ბუნებითისა ენისა და სიტყვიერებისა“, დაენერგა საზოგადოებაში „თავისუფალი აზრები“, გამოექვეყნებინა „თავისუფლების მოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი“ აქ დაიბეჭდა. დოდაშვილის „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“ (1832, №1, 2). მასში დოდაშვილმა განიხილა მშობლიური ენისა და ლიტერატურის ისტორიის საკითხები, წარმოაჩინა ქართ. ენის სიმდიდრე და ქართული სიტყვიერი ხელოვნების უდიდესი მნიშვნელობა. ჟურნალის მე-3 ნომერში გამოქვეყნდა დოდაშვილის კრიტიკული სტატია გ. ს. გორდეევის წერილზე „Погребальные обряды последних царей Грузунских“, „Тифлисские Ведомости“, 1932 №1). ავტორმა ამხილა ის უვიცობა და შეცდომები, რომლებიც დაუშვა გორდეევმა საქართველოს ისტორიის საკითხებზე მსჯელობისას. ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული ისტორიული მასალებიდან აღსანიშნავია დოდაშვილის მეორე ნაშრომიც – „მეფობა ირაკლი მეორისა“ (№ 3, 4), მხატვრული ლიტერატურიდან – მოთხრობა „ელენა“ (№ 4, 5), „ჟინევრა“ (№ 1), რომლის ქართული ტექსტი და მისი ფრანგული თარგმანი დაბეჭდა (1837) მ. ბროსემ პარიზში. დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობა.

დოდაშვილმა დაწერა ქართულად და თარგმნა რუსულად სპეციალური ნაშრომი „რიტორიკა“ (1928), აქ ესთეტიკის ზოგად პრობლემატიკასთან ერთად ავტორი განიხილავს თეორიულ-ლიტერატურულ საკითხებს, აქვე ეხება გრამატიკის, სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის საკითხებსაც. ერის პროგრესულობისა და კულტურუს ერთ-ერთ მთავარ სასომად იგი მიიჩნევდა ლიტერატურისა და ენის განვითარებას. დიდ შეფასებას აძლევდა ქართულ ენას, აღნიშნავდა მის სიძველეს, ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს, შესაძლებლობას, გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსი. დოდაშვილი მოითხოვდა ენის სიწმინდის დაცვას, შესწავლასა და დაფასებას. დოდაშვილს ჯერ კიდევ 1827 წელს ჰქონია დაწერილი ქართული გრამატიკა, რომელიც 1830 წელს დაბეჭდა კიდეც სათაურით: „შემოკლებული ქართული ღრამმატიკა“. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლის მიზანია შეასწავლოს მსმენელს „კანონიერი უბნობა და წერა ქართულად”. „ღრამმატიკა“ 3 ნაწილისაგან შედგება: 1 – ლექსთწარმოებისათეის (მორფოლოგია), II – ლექსთთხზულებისათვის (სინტაქსი), III – მართლწერისათვის (ორთოგრაფია), ახლავს შესავალი – „შეყვანილებისათვის“, სადაც განხილულია გრამატიკის დანიშნულება, დახასიათებულია ქართული ანბანი, სიტყვა, მარცვალი, ასო, ჩამოთვლილია მეტყველების ნაწილები. თავისი აგებულებითა და შედგენილობით იგი ძირითადად მისდევს წინამორბედ სახელმიძღვეანელოებს, მაგრამ, ამაეე დროს, განსხვავდება კიდეც მათგან: თავისებურია და ახლებური ლექსისა (სიტყვის) და ასოს განმარტებები, სახელებში ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი აბსტრაქტული („გონებითნი“) საგნები, „რომელთა ხილვა არა ძალგვიძს“ (სული, სიტკბოება, სიცოცხლე და ა. შ.), თავისებურადაა დაყოფილი რიცხვითი სახელები – „რაოდენობითნი“ (ერთი, ორი, ათი…), „წესებითნი“ (პირველი, მეორე, მეათე…), „დანაწევრებითნი“ (ნახევარი, მესამედი…), „შემკრებელობითნი“ (წყვილი, სამკეცი…). ნაცვალსახელის განსაზღვრა უფრო დახვეწილია, განმარტებებიც შეცვლილია. ავტორი ზმნას არსებითად ისევე განიხილავს, როგორც ადრინდელი გრამატიკოსები, თუმცა ზოგჯერ შეცვლილი აქვს მასალის ტრადიციული განლაგება და ტერმინებიც, განსაზღერებებიც უფრო დასუსტებულია და გასაგები. სახელზმნებს ავტორი მოკლედ ეხება. უდეტრების განხილვისას საინტერესოა თანდებულზე მსჯელობა. აქ თანდებულიანი სახელის ფუნქციაზეა მინიშნება. ზმნიზედებისა და კავშირების შესახებ მოსაზრებები, წინა გრამატიკოსებთან შედარებით, უფრო მართებულია და ნათელიც. ავტორის შეხედულებათა საბუთიანობა, სისუსტე და სიცხადე განსაკუთრებით გრამატიკის მეორე ნაწილში ჩანს. სხვათაგან დამოუკიდებელია დოდაშვილის მსჯელობა „საზოგადოთა კანონთათვის“. ეს კანონები რიტორიკიდან მომდინარეობს. „პერიოდთა“ შესახებ მსჯელობისას იგრძნობა რუს გრამატიკოსთა გავლენა.

1832 წელს დოდაშვილი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მეთაური დოდაშვილი, შეთქმულთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ოცნებობდა არა მეფის ხელისუფლების აღდგენაზე საქართველოში, არამედ, თავისი დემოკრატიული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რესპუბლიკური წყობის დამკვიდრებაზე. 1834 წელს დოდაშვილი გადაასახლეს რუსეთის შორეულ გუბერნიაში –ვიატკაში, სადაც ჭლექით გარდაიცვალა.

ე. ნიკოლაიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გოცაძე მ., სოლომონ დოდაშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1955;
  • კუკავა თ., სილომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედეელობა, თბ., 1955;
  • სოლომონ დოდაშვილი. ბიობიბლიოგრაფია (1825–1966), შემდ.გ. ნ. დოლიძე და ნ. ფირცხალაევა, ს. ხუციშეილის რედ. და წინასიტყვაობით, თბ., 1967;
  • ფოცხიშვილი ა. ქართული ენათმეცნიერების ისტორია, I, თბ. 1995.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

სოლომონ დოდაშვილი

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები