მასონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მასონი''' - სიტყვა მასონი (სხვანაირად ფრანკმასონები) ინგლისუ...)
 
 
(2 მომხმარებლების 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მასონი''' - სიტყვა მასონი (სხვანაირად ფრანკმასონები) ინგლისურად „თავისუფალ კალატოზს“ ნიშნავს. ტერმინი წარმოდგება სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროიდან. შუა საუკუნეებიდან მასონებმა შექმნეს ეკლესიათა მშენებლების, მხატვრებისა და ხელოსნებისაგან საეკლესიო ძმობა, რომელიც თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებად დაიქსაქსა. მალე ამ ჯგუფებში სხვადასხვა პროფესიის ხალხიც გაწევრიანდა. ეს ჯგუფები უნივერსალური რელიგიის შექმნას ისახავდნენ მიზნად, სადაც ქრისტიანობას ძალიან უმნიშვნელო ადგილი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ანგლო-საქსებმა შეინარჩუნეს. მასონებმა შექმნეს ე.. „ლოჟები“ და არის მოსაზრება, რომ მათი წევრები ფაქტიურად განაგებენ თანამედროვე მსოფლიოს.
+
[[ფაილი:Masoni.png|thumb|250პქ|მასონების ერთ-ერთი სიმბოლო]]
 +
'''მასონი''' - (ეტიმ. ინგლ. free masson „თავისუფალი კალატოზი“)  [[ტერმინი]] წარმოდგება [[იერუსალიმის ტაძარი|სოლომონის ტაძრის]] მშენებლობის დროიდან. შუა საუკუნეებიდან მასონებმა შექმნეს [[ეკლესია|ეკლესიათა]] მშენებლების, მხატვრებისა და ხელოსნებისაგან საეკლესიო ძმობა, რომელიც თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებად დაიქსაქსა. ამგვარი ჯგუფები კაცობრიობისათვის უნივერსალური რელიგიის მიწოდებას ისახავდა მიზნად.
 +
 
 +
განმანათლებლობის ხანაში მასონთა ლოჟებში რაციონალიზმისა და დეიზმის იდეებმა შეაღწია, შემდგომში კი [[ეზოთერიზმი|ეზოტერიკული]] წრეებიც შეიქმნა ალქიმიკოსთა, როზენკროიცერელთა, ქრისტიან მისტიკოსთა მონაწილეობით, რომელთა დამსახურებითაც მასონთა საქმიანობამ მისთვის დამახასიათებელი, დღემდე შემორჩენილი სახე მიიღო. მასონთა მრწამსის თანახმად, ღმერთი სამყაროს აღმშენებელი დიდოსტატია. ადამიანის უფლებები (მათ შორის რწმენის, სინდისისა და აზროვნების თავისუფლება), შემწყნარებლობა და შერიგებლური სულისკვეთება ის უმაღლესი პრინციპებია, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა აიგოს „ჰუმანურობის ტაძარი“. შოტლანდიელმა პრესვიტერანელმა მქადაგებელმა ჯ. ანდერსონმა შეადგინა „დადგენილების წიგნი“ (Book of Constitution, ლონდონი, 1723), რომელიც დღეს მასონთა ძირეულ სასულიერო დოკუმენტს წარმოადგენს. ანგლიკანურ სახელმწიფო ეკლესიასთან (ნ. ანგლიკანობა) და სამეფო ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგლოსაქსმა მასონებმა ქრისტიანული რწმენა შეინარჩუნეს, ხოლო ფრანგ, იტალიელ და ლათინურამერიკელ მასონთა შორის დამკვიდრდა სულ უფრო მძაფრი ანტიქრისტიანული განწყობა.  
 +
 
 +
1717 წელს ლონდონის ოთხმა ლოჟამ პირველი დიდი (იდეოლოგიურად ნეიტრალური) ლოჟა შექმნა დიდი მაგისტრის ხელმძღვანელობით, კონტინენტზე კი პირველი ლოჟა 1721 წელს, მონსში შეიქმნა. იტალიაში მასონთა მოძრაობა 1730 წლის შემდეგ გავრცელდა რომში, ფლორენციაში, მილანსა და ვენეციაში. კათოლიკე ეკლესია ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა მასონობას და ეს [[ბრძოლა]] ჯერაც არ დასრულებულა. რამდენიმე სახელმწიფოში მასონთა მოღვაწეობაზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ (ნიდერლანდები, საფრანგეთი, ვენეცია) პაპმა კლემენტე XII-მ თავისი ბულით In eminenti (1738) ყველა მასონი განკვეთა იმ ფიცის გამო, რომელიც მასონებს საკუთარი საქმიანობის საიდუმლოს გამჟღავნებას უკრძალავს.
 +
 
 +
ამჟამად, სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის მიერ 1974 წელს გამოცემული დეკრეტის თანახმად, კათოლიკე მორწმუნეს ეკლესიიდან განკვეთა ემუქრება, თუკი ლოჟა, რომლის წევრიც ის არის, ეკლესიის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. მასონური [[სიმბოლიკა]] ინგლისის დიდი ლოჟიდან მომდინარეობს და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში შედის: ჩაქუჩი, [[ქაფჩა]], ფარგალი, წინსაფარი – სამყაროს დიდი ხუროთმოძღვრის ნების შესატყვისად, დიდი ტაძრის ასაგებად ლოჟაში გაერთიანებულ კალატოზ ძმათათვის. მასონებს მრავალი წესი აქვთ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია „ძველი და მიღებული შოტლანდიური წესი“.
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 5: ხაზი 14:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
[[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
  
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:რელიგიური ორგანიზაციები]]
 +
[[კატეგორია:მასონები]]

მიმდინარე ცვლილება 15:12, 23 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მასონების ერთ-ერთი სიმბოლო

მასონი - (ეტიმ. ინგლ. free masson „თავისუფალი კალატოზი“) ტერმინი წარმოდგება სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროიდან. შუა საუკუნეებიდან მასონებმა შექმნეს ეკლესიათა მშენებლების, მხატვრებისა და ხელოსნებისაგან საეკლესიო ძმობა, რომელიც თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებად დაიქსაქსა. ამგვარი ჯგუფები კაცობრიობისათვის უნივერსალური რელიგიის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

განმანათლებლობის ხანაში მასონთა ლოჟებში რაციონალიზმისა და დეიზმის იდეებმა შეაღწია, შემდგომში კი ეზოტერიკული წრეებიც შეიქმნა ალქიმიკოსთა, როზენკროიცერელთა, ქრისტიან მისტიკოსთა მონაწილეობით, რომელთა დამსახურებითაც მასონთა საქმიანობამ მისთვის დამახასიათებელი, დღემდე შემორჩენილი სახე მიიღო. მასონთა მრწამსის თანახმად, ღმერთი სამყაროს აღმშენებელი დიდოსტატია. ადამიანის უფლებები (მათ შორის რწმენის, სინდისისა და აზროვნების თავისუფლება), შემწყნარებლობა და შერიგებლური სულისკვეთება ის უმაღლესი პრინციპებია, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა აიგოს „ჰუმანურობის ტაძარი“. შოტლანდიელმა პრესვიტერანელმა მქადაგებელმა ჯ. ანდერსონმა შეადგინა „დადგენილების წიგნი“ (Book of Constitution, ლონდონი, 1723), რომელიც დღეს მასონთა ძირეულ სასულიერო დოკუმენტს წარმოადგენს. ანგლიკანურ სახელმწიფო ეკლესიასთან (ნ. ანგლიკანობა) და სამეფო ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ანგლოსაქსმა მასონებმა ქრისტიანული რწმენა შეინარჩუნეს, ხოლო ფრანგ, იტალიელ და ლათინურამერიკელ მასონთა შორის დამკვიდრდა სულ უფრო მძაფრი ანტიქრისტიანული განწყობა.

1717 წელს ლონდონის ოთხმა ლოჟამ პირველი დიდი (იდეოლოგიურად ნეიტრალური) ლოჟა შექმნა დიდი მაგისტრის ხელმძღვანელობით, კონტინენტზე კი პირველი ლოჟა 1721 წელს, მონსში შეიქმნა. იტალიაში მასონთა მოძრაობა 1730 წლის შემდეგ გავრცელდა რომში, ფლორენციაში, მილანსა და ვენეციაში. კათოლიკე ეკლესია ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა მასონობას და ეს ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა. რამდენიმე სახელმწიფოში მასონთა მოღვაწეობაზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ (ნიდერლანდები, საფრანგეთი, ვენეცია) პაპმა კლემენტე XII-მ თავისი ბულით In eminenti (1738) ყველა მასონი განკვეთა იმ ფიცის გამო, რომელიც მასონებს საკუთარი საქმიანობის საიდუმლოს გამჟღავნებას უკრძალავს.

ამჟამად, სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციის მიერ 1974 წელს გამოცემული დეკრეტის თანახმად, კათოლიკე მორწმუნეს ეკლესიიდან განკვეთა ემუქრება, თუკი ლოჟა, რომლის წევრიც ის არის, ეკლესიის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. მასონური სიმბოლიკა ინგლისის დიდი ლოჟიდან მომდინარეობს და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში შედის: ჩაქუჩი, ქაფჩა, ფარგალი, წინსაფარი – სამყაროს დიდი ხუროთმოძღვრის ნების შესატყვისად, დიდი ტაძრის ასაგებად ლოჟაში გაერთიანებულ კალატოზ ძმათათვის. მასონებს მრავალი წესი აქვთ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია „ძველი და მიღებული შოტლანდიური წესი“.




[რედაქტირება] წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები