ქაფჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქაფჩა (მალა) – ხელის ინსტრუმენტი, ორმხრივ გახეხილი ფოლადის ნიჩაბი, მოღუნული ხის ან პლასტმასის სახელურით. გამოიყენება აგურის წყობის, ნაკერების დანაწევრების, ფილების დაგების, კედლების შელესვის, ცემენტის ბათქაშისა და სხვა სამუშაოების შესასრულებლად. არსებობს ქაფჩის სახეობები: კალატოზის, მგლესავის, მებათქაშის, მებეტონის, მეფილის, მომპირკეთებლისა და სხვ.