ზედა წელი
(ახალი გვერდი: '''ზედა წელი''' – ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში მუსლიმური წელ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ზედა წელი''' – ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში მუსლიმური წელთაღრიცხვის (ჰიჯრის) | + | '''ზედა წელი''' – ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში მუსლიმური წელთაღრიცხვის (ჰიჯრის) აღმნიშვნელი ტერმინი. ყველაზე ადრე დასტურდება [[ატენის სიონი|ატენის სიონში]] სტეფანოს მამფალის საღებავით შესრულებულ [[ეპიტაფია]]ში (739), ხოლო ყველაზე გვიან – [[უბისის სამონასტრო კომპლექსი]]ს ერთ-ერთ [[ნაგებობა]]ზე, „სუეტზე“ ბასილი ჭყონდიდლის საამშენებლო ლაპიდარულ წარწერაში (1141). როგორც წესი, ზედა წელი ყოველთვის გვხვდება ქართული ქრონიკონით ან ქართული დასაბამითგან დათარიღებასთან ერთად: ატენის სიონის გუარამაერ დედოფლის ეპიტაფიაში აღნიშნულია, რომ იგი „ზედა წელსა სკგ, |
− | ქრონიკონსა ნზ აღესრულა“ (817); ხოლო სუმბატ მამფალის ეპიტაფიაში ატენის სიონიდან | + | ქრონიკონსა ნზ აღესრულა“ (817); ხოლო სუმბატ მამფალის ეპიტაფიაში ატენის სიონიდან ნათქვამია: „ზედა წელსა [სობ], ქრონიკონსა რე-სა აღესრულა კურთხეული მამფალი სუმბატ, ძᲱ აშოტისი“ (885), თუმცა შეიძლება თარიღი |
− | მხოლოდ ზედა წლით იყოს აღნიშნული, როგორც ეს „ცხრა ნეტარების“ ტექსტის ბოლოსაა ატენის სიონის | + | მხოლოდ ზედა წლით იყოს აღნიშნული, როგორც ეს „ცხრა ნეტარების“ ტექსტის ბოლოსაა ატენის სიონის კიდევ ერთ წარწერაში: „დაიწერა ზედა წელსა სკვ“ (840-841). ზედა წლის მნიშვნელობის გარკვევით შესაძლებელი გახდა ერთი ადგილის სწორად წაკითხვა ატენის სიონის 853-ით დათარიღებულ წარწერაში ბუღა თურქის შემოსევის შესახებ. კერძოდ, ადრე მიღებული წაკითხვის ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელსა წელსა სლთ-სა“ ([[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]]) ნაცვლად უნდა წავიკითხოთ „ქრონიკონსა ოგ-სა, ზედა წელსა სლთ-სა“ (853): ასევე. კონსტანტი კახის მარტვილობაში“ კოსტანტის სიკვდილით დასჯის თარიღი ნაცვლად ზედაწერილსა ისმაიტელთასა ორას ოცდაათორმეტსა“ (853), უნდა წავიკითხოთ, როგორც „ზედა წელსა ისმაიტელთასა ორას ოც და ათურამეტსა” (853). |
− | სწორად | + | |
− | კონსტანტი კახის მარტვილობაში“ კოსტანტის | + | |
− | ტერმინი ზედა წელის ზუსტი მნიშვნელობა საბოლოოდ გარკვეული არ არის. სავარაუდოდ, იგი უნდა აღნიშნავდეს ასტრონომიული წლის იმ მონაკვეთს. რომელშიც ერთმანეთს ფარავს ქრისტიანული და მუსლიმანური წელთაღრიცხვებით აღნიშნული თარიღი. მაგ. თუ ტექსტში გვაქვს „ქრონიკონი იყო '''ტია,''' ზედა წელი | + | ტერმინი ზედა წელის ზუსტი მნიშვნელობა საბოლოოდ გარკვეული არ არის. სავარაუდოდ, იგი უნდა აღნიშნავდეს ასტრონომიული წლის იმ მონაკვეთს. რომელშიც ერთმანეთს ფარავს ქრისტიანული და მუსლიმანური წელთაღრიცხვებით აღნიშნული თარიღი. მაგ. თუ ტექსტში გვაქვს „ქრონიკონი იყო '''ტია,''' ზედა წელი სარკინოზთას '''ფლე'''“ ([[უბისის წარწერა (1141)|უბისის სვეტის წარწერა]]), სადაც ქორონიკონითი თარიღი აღნიშნავს 114) წლის 1 იან-დან 31 დეკ-მდე, ხოლო ჰიჯრის 535 – 17 აგვ. 1140 – 5 აგვ. 1141, მაშინ, აღნიშნული ვარაუდის მიხედვით, ზესა წელი იქნება 3 იან.-5 აგვ. 1141. ამ ვარაუდის შემოწმება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილია თარიღის თვე, დღე და რიცხვიც. მაგ. ბუღა თურქის [[ქართლი|ქართლში]] შემოსევის თარიღი ატენის სიონის წარწერაში ასეა გადმოცემული: „თუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ზედა წელსა სლთ-სა“; ქრონიკონი უდრის 1 იან.– 31 დეკ. 853, ჰიჯრით თარიღი – 12 ივნ. 853 – 1 ივნ. 854, ზედა წელი იქნება 12 ივნ. – 31 დეკ. 853. მართლაც, 5 აგვისტო, შაბათი, ქრონიკონით აღნიშნული თარიღის ამ მონაკვეთშია მოქცეული. |
''ვ. სილოგავა'' | ''ვ. სილოგავა'' |
მიმდინარე ცვლილება 13:51, 26 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ზედა წელი – ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში მუსლიმური წელთაღრიცხვის (ჰიჯრის) აღმნიშვნელი ტერმინი. ყველაზე ადრე დასტურდება ატენის სიონში სტეფანოს მამფალის საღებავით შესრულებულ ეპიტაფიაში (739), ხოლო ყველაზე გვიან – უბისის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაგებობაზე, „სუეტზე“ ბასილი ჭყონდიდლის საამშენებლო ლაპიდარულ წარწერაში (1141). როგორც წესი, ზედა წელი ყოველთვის გვხვდება ქართული ქრონიკონით ან ქართული დასაბამითგან დათარიღებასთან ერთად: ატენის სიონის გუარამაერ დედოფლის ეპიტაფიაში აღნიშნულია, რომ იგი „ზედა წელსა სკგ, ქრონიკონსა ნზ აღესრულა“ (817); ხოლო სუმბატ მამფალის ეპიტაფიაში ატენის სიონიდან ნათქვამია: „ზედა წელსა [სობ], ქრონიკონსა რე-სა აღესრულა კურთხეული მამფალი სუმბატ, ძᲱ აშოტისი“ (885), თუმცა შეიძლება თარიღი მხოლოდ ზედა წლით იყოს აღნიშნული, როგორც ეს „ცხრა ნეტარების“ ტექსტის ბოლოსაა ატენის სიონის კიდევ ერთ წარწერაში: „დაიწერა ზედა წელსა სკვ“ (840-841). ზედა წლის მნიშვნელობის გარკვევით შესაძლებელი გახდა ერთი ადგილის სწორად წაკითხვა ატენის სიონის 853-ით დათარიღებულ წარწერაში ბუღა თურქის შემოსევის შესახებ. კერძოდ, ადრე მიღებული წაკითხვის ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელსა წელსა სლთ-სა“ (ი. ჯავახიშვილი) ნაცვლად უნდა წავიკითხოთ „ქრონიკონსა ოგ-სა, ზედა წელსა სლთ-სა“ (853): ასევე. კონსტანტი კახის მარტვილობაში“ კოსტანტის სიკვდილით დასჯის თარიღი ნაცვლად ზედაწერილსა ისმაიტელთასა ორას ოცდაათორმეტსა“ (853), უნდა წავიკითხოთ, როგორც „ზედა წელსა ისმაიტელთასა ორას ოც და ათურამეტსა” (853).
ტერმინი ზედა წელის ზუსტი მნიშვნელობა საბოლოოდ გარკვეული არ არის. სავარაუდოდ, იგი უნდა აღნიშნავდეს ასტრონომიული წლის იმ მონაკვეთს. რომელშიც ერთმანეთს ფარავს ქრისტიანული და მუსლიმანური წელთაღრიცხვებით აღნიშნული თარიღი. მაგ. თუ ტექსტში გვაქვს „ქრონიკონი იყო ტია, ზედა წელი სარკინოზთას ფლე“ (უბისის სვეტის წარწერა), სადაც ქორონიკონითი თარიღი აღნიშნავს 114) წლის 1 იან-დან 31 დეკ-მდე, ხოლო ჰიჯრის 535 – 17 აგვ. 1140 – 5 აგვ. 1141, მაშინ, აღნიშნული ვარაუდის მიხედვით, ზესა წელი იქნება 3 იან.-5 აგვ. 1141. ამ ვარაუდის შემოწმება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილია თარიღის თვე, დღე და რიცხვიც. მაგ. ბუღა თურქის ქართლში შემოსევის თარიღი ატენის სიონის წარწერაში ასეა გადმოცემული: „თუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ზედა წელსა სლთ-სა“; ქრონიკონი უდრის 1 იან.– 31 დეკ. 853, ჰიჯრით თარიღი – 12 ივნ. 853 – 1 ივნ. 854, ზედა წელი იქნება 12 ივნ. – 31 დეკ. 853. მართლაც, 5 აგვისტო, შაბათი, ქრონიკონით აღნიშნული თარიღის ამ მონაკვეთშია მოქცეული.
ვ. სილოგავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სილოგავა ვ. ქართული ქრონოლოგიური ტერმინოლოგიიდან (ზედა წელი. – «მაცნე» (ენისა და ლიტ. სერია), 1974, №4.