მეტონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეტონიმია''' – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – მოვლე...)

(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მეტონიმია''' – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – მოვლენის, ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი მომიჯნავეობის შემწეობით. მეტაფორის მსგავსად, მეტონიმიასაც აქვს საგნობრივი ფუნქციების თავისებური გაორების უნარი, შეუძლია მიანიჭოს მათ გადატანითი მნიშვნელობა. მაგრამ [[მეტაფორა|მეტაფორისგან]] განსხვავებით, იგი ემყარება ნამდვილ და არა წარმოსახვით რეალობას. მაგალითად: „თეატრი მართავს გასტროლებს“. მეტონიმიის გამოყენებით აქ გამოტოვებულია სიტყვა „დასი“. „გავეცანი შექსპირს“ გამოტოვებულია სიტყვა „შემოქმედება“ და ა.შ.

'''მეტონიმია''' – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – [[ტროპი]]ს სახე, რომელიც გულისხმობს სახელწოდების რეგულარულ ან ოკაზიონალურ გადატანას ერთი ობიექტიდან სხვა, მასთან ფიზიკური სიახლოვის (მეზობლობის) ან რაიმე სახის ასოციაციებით დაკავშირებულ ობიექტზე. მეტონიმიას ზოგჯერ განიხილავენ

როგორც ლოგიკური კატეგორიის შეცვლას, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი სახე და რეალობა. მეტაფორისაგან განსხვავებით, რომლის საფუძველიც ობიექტებს შორის მსგავსებაა, მეტონიმიის საფუძველი შეიძლება

იყოს საგნებს, მოვლენებს, პროცესებს და ა. შ. შორის არსებული სივრცითი, დროული, სიტუაციური, ცნებითი, სინტაგმატური, სემანტიკური, ლოგიკური და მისთ. მიმართებები. ხშირად მეტონიმია ჩნდება წინადადებიდან სიტყვის ამოვარდნის შედეგად. მჭიდრო სემანტიკური კონტაქტის გამო [[სინტაგმა|სინტაგმის]] დარჩენილი წევრი თავის თავში მოიცავს და გულისხმობს ამოვარდნილი სიტყვის მნიშვნელობას.

მეტონიმიის დროს, [[სინეკდოქე|სინეკდოქისაგან]] განსხვავებით ობიექტები შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც სხვადასხვა კლასის წევრები, რომელთა მიმართ მეტონიმია მაიდენტიფიცირებელი ფუნქციით გვევლინება. მეტონიმია გვაქვს, როდესაც ენაცვლება:

ა) მიზეზი – შედეგს, ან პირიქით („მის სახეზე გრძნობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ“. გრძნობები მიზეზია, რომელიც იწვევს სახის გამომეტყველების შეცვლას);

ბ) მთელი – ნაწილს („ეზოში ვაშლი დგას“. იგულისხმება ვაშლის ხე);

გ) მოქმედება – შედეგს („ავტობუსის გაჩერება“. იგულისხმება ადგილი, სადაც ავტობუსი ჩერდება);

დ) ადგილი – იქ მყოფ ხალხს, დაწესებულებას („პენტაგონი“ – შენობის სახელწოდება გამოყენებულია იმ უწყების აღსანიშნავად, რომელიც მასშია განთავსებული. მაგ. „პენტაგონის გეგმები“);

ე) ავტორის სახელი – მის ნაწარმოებს, ან პირიქით („ვკითხულობ გალაკტიონს“, ე. ი. გალაკტიონის ნაწარმოებებს);

ვ) მეცნიერების დარგი – მისი შესწავლის საგანს (შდრ. [[ფონეტიკა]] – მეცნიერება ბგერების შესახებ და ფონეტიკა – ენის ბგერითი მხარე);

ზ) აბსტრაქტული– კონკრეტულს, ან პირიქით („ლუარსაბი ახლაც ცოცხალია“ – იგულისხმება ის ზოგადი მოვლენა, რომელსაც ლუარსაბ თათქარიძე განასახიერებს);

თ) სიმბოლო – საგანს, რომლის სიმბოლოცაა („ყიზილბაში“ – თურქ. „წითელთავიანი“, წითელი თავსაბურავის გამო შეერქვათ სპარსელ დამპყრობლებს: „ჭერახივით ეყარა ჩახოცილი ყიზილბაში“, [[ბარნოვი ვასილ|ვ. ბარნოვი]]) და ა. შ.

მეტონიმია ჩვეულებრივ, მეტყველების ფაქტია და, როგორც სიტუაციური მოვლენა, [[ლექსიკონი|ლექსიკონში]] არ აისახება, მაგრამ, თუ მეტონიმიური ჩანაცვლება რეგულარულია და მას შედეგად მოჰყვება ჩამნაცვლებელი ფუძის პოლისემიურობა ან მისი მნიშვნელობის მთლიანად შეცვლა, იგი ხდება ენის ფაქტი. მაგ., ფრანგ. „ბიურო“ თავდაპირველად ნიშნავდა საწერ მაგიდაზე გადასაფარებელ ნაჭერს, შემდეგ – თვით მაგიდას, ბოლოს კი სააგენტოს: ასევე, ძველ ქართულში „ცხედარი“ ნიშნავდა საწოლს, ახლა კი გამოიყენება „მიცვალე-ბულის“ მნიშვნელობით (ე. ი. აღნიშნავს იმას, ვინც საწოლზე ასვენია).

''ც. ბარბაქაძე''

==წყარო==

==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]

[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]

[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]

[[კატეგორია:მეტონიმია]]

[[კატეგორია:მეტონიმია]]

[[კატეგორია:ტროპი]]

მიმდინარე ცვლილება 15:49, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მეტონიმია – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – ტროპის სახე, რომელიც გულისხმობს სახელწოდების რეგულარულ ან ოკაზიონალურ გადატანას ერთი ობიექტიდან სხვა, მასთან ფიზიკური სიახლოვის (მეზობლობის) ან რაიმე სახის ასოციაციებით დაკავშირებულ ობიექტზე. მეტონიმიას ზოგჯერ განიხილავენ როგორც ლოგიკური კატეგორიის შეცვლას, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი სახე და რეალობა. მეტაფორისაგან განსხვავებით, რომლის საფუძველიც ობიექტებს შორის მსგავსებაა, მეტონიმიის საფუძველი შეიძლება იყოს საგნებს, მოვლენებს, პროცესებს და ა. შ. შორის არსებული სივრცითი, დროული, სიტუაციური, ცნებითი, სინტაგმატური, სემანტიკური, ლოგიკური და მისთ. მიმართებები. ხშირად მეტონიმია ჩნდება წინადადებიდან სიტყვის ამოვარდნის შედეგად. მჭიდრო სემანტიკური კონტაქტის გამო სინტაგმის დარჩენილი წევრი თავის თავში მოიცავს და გულისხმობს ამოვარდნილი სიტყვის მნიშვნელობას.

მეტონიმიის დროს, სინეკდოქისაგან განსხვავებით ობიექტები შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც სხვადასხვა კლასის წევრები, რომელთა მიმართ მეტონიმია მაიდენტიფიცირებელი ფუნქციით გვევლინება. მეტონიმია გვაქვს, როდესაც ენაცვლება:
ა) მიზეზი – შედეგს, ან პირიქით („მის სახეზე გრძნობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ“. გრძნობები მიზეზია, რომელიც იწვევს სახის გამომეტყველების შეცვლას); ბ) მთელი – ნაწილს („ეზოში ვაშლი დგას“. იგულისხმება ვაშლის ხე);
გ) მოქმედება – შედეგს („ავტობუსის გაჩერება“. იგულისხმება ადგილი, სადაც ავტობუსი ჩერდება);
დ) ადგილი – იქ მყოფ ხალხს, დაწესებულებას („პენტაგონი“ – შენობის სახელწოდება გამოყენებულია იმ უწყების აღსანიშნავად, რომელიც მასშია განთავსებული. მაგ. „პენტაგონის გეგმები“);
ე) ავტორის სახელი – მის ნაწარმოებს, ან პირიქით („ვკითხულობ გალაკტიონს“, ე. ი. გალაკტიონის ნაწარმოებებს);
ვ) მეცნიერების დარგი – მისი შესწავლის საგანს (შდრ. ფონეტიკა – მეცნიერება ბგერების შესახებ და ფონეტიკა – ენის ბგერითი მხარე); ზ) აბსტრაქტული– კონკრეტულს, ან პირიქით („ლუარსაბი ახლაც ცოცხალია“ – იგულისხმება ის ზოგადი მოვლენა, რომელსაც ლუარსაბ თათქარიძე განასახიერებს);
თ) სიმბოლო – საგანს, რომლის სიმბოლოცაა („ყიზილბაში“ – თურქ. „წითელთავიანი“, წითელი თავსაბურავის გამო შეერქვათ სპარსელ დამპყრობლებს: „ჭერახივით ეყარა ჩახოცილი ყიზილბაში“, ვ. ბარნოვი) და ა. შ.

მეტონიმია ჩვეულებრივ, მეტყველების ფაქტია და, როგორც სიტუაციური მოვლენა, ლექსიკონში არ აისახება, მაგრამ, თუ მეტონიმიური ჩანაცვლება რეგულარულია და მას შედეგად მოჰყვება ჩამნაცვლებელი ფუძის პოლისემიურობა ან მისი მნიშვნელობის მთლიანად შეცვლა, იგი ხდება ენის ფაქტი. მაგ., ფრანგ. „ბიურო“ თავდაპირველად ნიშნავდა საწერ მაგიდაზე გადასაფარებელ ნაჭერს, შემდეგ – თვით მაგიდას, ბოლოს კი სააგენტოს: ასევე, ძველ ქართულში „ცხედარი“ ნიშნავდა საწოლს, ახლა კი გამოიყენება „მიცვალე-ბულის“ მნიშვნელობით (ე. ი. აღნიშნავს იმას, ვინც საწოლზე ასვენია).

ც. ბარბაქაძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები