ცხუმის ერისთავი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცხუმის ერისთავი“ გადაიტანა გვერდზე „ცხუმის საერისთავო“) |
|||
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ცხუმის ერისთავი''' - ცხუმის [[ერისთავი]] პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო [[არგვეთის ერისთავი|არგვეთის ერისთავად]] - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - [[აფხაზთა ერისთავი|აფხაზეთის ერისთავად]]. ცხუმის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრებას]]“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. [[გიორგი (II) დადიანი|გიორგი (II) დადიანმა]] თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ [[საქართველო|საქართველოს]] მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ. | + | '''ცხუმის ერისთავი''' - ცხუმის [[ერისთავი]] პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის [[ერისთავი|ერისთავების]] ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო [[არგვეთის ერისთავი|არგვეთის ერისთავად]] - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას [[ფრაზა]] „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - [[აფხაზთა ერისთავი|აფხაზეთის ერისთავად]]. |
+ | |||
+ | ცხუმის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით [[ანაკოფია]] ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრებას]]“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. [[გიორგი (II) დადიანი|გიორგი (II) დადიანმა]] თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ [[საქართველო|საქართველოს]] მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ. | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
− | ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33; ვახუშტი 1973: 258, 269, 796, 801; ქისკ 1984: 161, 163; ანთელავა 1988: 46; ბახტაძე 2003: 245. | + | * ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33; |
+ | * ვახუშტი 1973: 258, 269, 796, 801; | ||
+ | * ქისკ 1984: 161, 163; | ||
+ | * ანთელავა 1988: 46; | ||
+ | * ბახტაძე 2003: 245. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] | |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] |
− | [[კატეგორია:თანამდებობები]] | + | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] |
[[კატეგორია:საერისთავოები]] | [[კატეგორია:საერისთავოები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:31, 1 მარტი 2024 მდგომარეობით
ცხუმის ერისთავი - ცხუმის ერისთავი პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო არგვეთის ერისთავად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთავად.
ცხუმის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. გიორგი (II) დადიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33;
- ვახუშტი 1973: 258, 269, 796, 801;
- ქისკ 1984: 161, 163;
- ანთელავა 1988: 46;
- ბახტაძე 2003: 245.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში