შანშოვანი ზურაბ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შანშოვანი ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ შანშოვანი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შანშოვანი ზურაბ''' − XVIII ს. I ნახევრის გრამატიკოსი; ქართულად დაწერილი [[ქართული ენა|ქართული ენის]] | + | '''შანშოვანი ზურაბ''' − XVIII ს. I ნახევრის გრამატიკოსი; ქართულად დაწერილი [[ქართული ენა|ქართული ენის]] პირველი [[გრამატიკა|გრამატიკის]] ავტორი. შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა, ქმნული ზურაბ შანშოვანისაგან 1737 წელსა“ ა. ცაგარელმა გამოსცა 1881. ავტორის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის თბილისელი სომეხი იყო და [[ვახტანგ VI]]-ის ამალასთან ერთად [[ემიგრაცია]]ში იმყოფებოდა [[რუსეთი|რუსეთში]]. გრამატიკა მას ვახტანგის დავალებით დაუწერია. იმის გამო, რომ შანშოვანი არ ყოფილა „ფრიად მცოდნე ქართველთა ენისა“, მას დახმარებას უწევდა [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. გრამატიკა დაუმთავრებელია (აკლია [[სინტაქსი]]), მაგრამ ბატონიშვილს მაინც საჭიროდ მიუჩნევია მისი გამოქვეყნება, რადგან „ამ წიგნს წერილ არს გზა ღრამატიკის უსრული“. გრამატიკა აღმოჩნდა შანშოვანის თარგმანების კრებულში, რომელიც ამჟამად დაკარგულად ითელება. |
შანშოვანის გრამატიკა არ არის დამოუკიდებელი ნაშრომი. იგი ძირითადად თარგმანია სიმეონ ჯუღელის გრამატიკისა, რომელიც, თავის მხრივ, დიონისე თრაკიელის გრამატიკული ტრაქტატის სომხურ თარგმანსა და მის კომენტარებზეა დამყარებული. მაგრამ შანშოვანი ზოგჯერ მაინც ცდილობს ქართულის თავისებურებათა გათვალისწინებას. | შანშოვანის გრამატიკა არ არის დამოუკიდებელი ნაშრომი. იგი ძირითადად თარგმანია სიმეონ ჯუღელის გრამატიკისა, რომელიც, თავის მხრივ, დიონისე თრაკიელის გრამატიკული ტრაქტატის სომხურ თარგმანსა და მის კომენტარებზეა დამყარებული. მაგრამ შანშოვანი ზოგჯერ მაინც ცდილობს ქართულის თავისებურებათა გათვალისწინებას. | ||
| − | შანშოვანის გრამატიკა ფილოლოგიური ხასიათისაა: განმარტებულია როგორც „ჴელოვნება რაჲმე ცნობისათვის წერილთა მეტყველებისათჳს“. გრამატიკა იყოფა: „სამოქმედო და საქმედ“. განხილულია: წიგნი (-[[ასო (ნიშანი)|ასო]]), [[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალი]], ლექსი (-[[სიტყვა]]), სიტყვა (- | + | შანშოვანის გრამატიკა ფილოლოგიური ხასიათისაა: განმარტებულია როგორც „ჴელოვნება რაჲმე ცნობისათვის წერილთა მეტყველებისათჳს“. გრამატიკა იყოფა: „სამოქმედო და საქმედ“. განხილულია: წიგნი (-[[ასო (ნიშანი)|ასო]]), [[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალი]], ლექსი (-[[სიტყვა]]), სიტყვა (-წინადადება). სიტყვის ([[მეტყველების ნაწილები|მეტყველების) ნაწილები]]ა: სახელი, [[ზმნა |ზმნა]], შეწყნარება ([[მიმღეობა (გრამატიკა)|მიმღეობა]]), სახელდართული ([[ნაცვალსახელი]]), იოტი (ნაწევარი), ართრონი ([[თანდებული]]), მართული ([[ზმნისართი]]), შემკურელი ([[კავშირი (გრამატიკა)|კავშირი]]). მსჯელობა ძირითადად იმეორებს სომხურ გრამატიკას. |
''არჩ. ჩიქობავა'' <br /> | ''არჩ. ჩიქობავა'' <br /> | ||
მიმდინარე ცვლილება 15:08, 13 მარტი 2024 მდგომარეობით
შანშოვანი ზურაბ − XVIII ს. I ნახევრის გრამატიკოსი; ქართულად დაწერილი ქართული ენის პირველი გრამატიკის ავტორი. შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა, ქმნული ზურაბ შანშოვანისაგან 1737 წელსა“ ა. ცაგარელმა გამოსცა 1881. ავტორის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის თბილისელი სომეხი იყო და ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა რუსეთში. გრამატიკა მას ვახტანგის დავალებით დაუწერია. იმის გამო, რომ შანშოვანი არ ყოფილა „ფრიად მცოდნე ქართველთა ენისა“, მას დახმარებას უწევდა ვახუშტი ბატონიშვილი. გრამატიკა დაუმთავრებელია (აკლია სინტაქსი), მაგრამ ბატონიშვილს მაინც საჭიროდ მიუჩნევია მისი გამოქვეყნება, რადგან „ამ წიგნს წერილ არს გზა ღრამატიკის უსრული“. გრამატიკა აღმოჩნდა შანშოვანის თარგმანების კრებულში, რომელიც ამჟამად დაკარგულად ითელება.
შანშოვანის გრამატიკა არ არის დამოუკიდებელი ნაშრომი. იგი ძირითადად თარგმანია სიმეონ ჯუღელის გრამატიკისა, რომელიც, თავის მხრივ, დიონისე თრაკიელის გრამატიკული ტრაქტატის სომხურ თარგმანსა და მის კომენტარებზეა დამყარებული. მაგრამ შანშოვანი ზოგჯერ მაინც ცდილობს ქართულის თავისებურებათა გათვალისწინებას.
შანშოვანის გრამატიკა ფილოლოგიური ხასიათისაა: განმარტებულია როგორც „ჴელოვნება რაჲმე ცნობისათვის წერილთა მეტყველებისათჳს“. გრამატიკა იყოფა: „სამოქმედო და საქმედ“. განხილულია: წიგნი (-ასო), მარცვალი, ლექსი (-სიტყვა), სიტყვა (-წინადადება). სიტყვის (მეტყველების) ნაწილებია: სახელი, ზმნა, შეწყნარება (მიმღეობა), სახელდართული (ნაცვალსახელი), იოტი (ნაწევარი), ართრონი (თანდებული), მართული (ზმნისართი), შემკურელი (კავშირი). მსჯელობა ძირითადად იმეორებს სომხურ გრამატიკას.
არჩ. ჩიქობავა
გ. ბურჭულაძე