ციხისძირი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
(ახალი გვერდი: '''ციხისძირი''' – სოფელი საქართველოში, მთიულეთ-ქართლის შესა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:JAXIS CIXE.PNG|thumb|250პქ|ჯახის ციხე]] | ||
'''ციხისძირი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, მთიულეთ-ქართლის შესაყარ ზოლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში. მდებარეობს [[მდინარე]] მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი, [[დუშეთი]]დან 28 კმ. | '''ციხისძირი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, მთიულეთ-ქართლის შესაყარ ზოლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში. მდებარეობს [[მდინარე]] მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი, [[დუშეთი]]დან 28 კმ. | ||
17:00, 18 აპრილი 2024-ის ვერსია
ციხისძირი – სოფელი საქართველოში, მთიულეთ-ქართლის შესაყარ ზოლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი, დუშეთიდან 28 კმ.
ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიურ სოფელს ციხიძირს უწოდებს. სოფლის სახელწოდება წარმოდგება შუა საუკუნეებში აგებული ციხის მიხედვით, რომელიც აღმართულია ამ სოფლის სამხრეთით მდებარე ტყიან გორაკზე, მდინარე ჯახის მარცხენა ნაპირზე. ჯახის ციხის კოშკი თავდაპირველად ოთხსართულიანი ყოფილა (ბეს. ჯორბენაძე), ამჟამად ზედა ორი დაქცეულია. ჯახის ციხე ერთ-ერთი რგოლია არაგვის ხეობაში განლაგებულ სასიგნალო-თავდაცვითი ციხე-კოშკების ნაგებობათა სისტემაში. ეს ციხე ალბათ იცავდა იმ მოსახლეობასაც, რომელსაც მდინარე ჯახის შემოგარენში უცხოვრია: აქ ე.წ. თხილობის ჭალაში არქეოლოგთა მიერ მიკვლეულია შუა საუკუნეების დროინდელი ქვის სამარხებიანი სამაროვანი.