ცაგერი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]] |
[[კატეგორია:ქალაქები ცაგერის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:ქალაქები ცაგერის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები დასავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:ქალაქები დასავლეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ლეჩხუმში]] | [[კატეგორია:ქალაქები ლეჩხუმში]] | ||
23:45, 18 აპრილი 2024-ის ვერსია
ცაგერი — ლეჩხუმის მთავარი დასახლებული პუნქტი (ქალაქი 1968 წ-დან), ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე; ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიჯნაზე. ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 318 კმ.
ლეჩხუმის არაერთი სოფლის სახელწოდება სვანურიდან იღებს სათავეს (ლარჩვალი, ნასპერი, ისუნდერი, ლასურიაში, ზოგიში, მახაში…). ამათ რიცხვშია განსახილველი ტოპონიმი ცაგერი, რომელიც წარმომდგარა სვანური სიტყვისაგან ცაგ, რაც „ეკალს“ ნიშნავს. -ერ- დერივატიც სვანურია. იგი ხშირად გვხვდება სვანური წარმომაგლობის გეოგრაფიულ სახელებში: ტვიბ-ერ-, ნასპ-ერ- ისუნდ-ერ- ლეუშ-ერ-, ჟა-ხუნდ-ერ-, მაზ-ერ-, ეც-ერ-ა და მისთ. ამრიგად, ცაგერი (ცაგ-ერ-) უნდა გავიგოთ როგორც „ეკლნარა“, „ეკლებიანი ადგილი“. ტოპონიმ ცაგერ-ის მიხედვით გაფორმებულა გვარი ცაგარ-ელ-ი, რომელშიც აშკარად გამოიყოფა თვით ტოპონიმი და მასზე დართული ადამიანის სადაურობა-წარმომავლობის აღმნიშვნელი ქართული -ელ- სუფიქსი. გვარი ცაგარელი აღგვადგენინებს ამოსავალ სვანურ -არ- სუფიქსს.