ხერთულა
(ახალი გვერდი: '''ხერთულა''' – მდინარე საქართველოში, ზემო იმერეთში...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია: მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:მდინარეები დასავლეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები საჩხერის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები საჩხერის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები იმერეთში]] | [[კატეგორია:მდინარეები იმერეთში]] | ||
17:28, 20 აპრილი 2024-ის ვერსია
ხერთულა – მდინარე საქართველოში, ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მიერთვის მდინარე მოხვურას (მარჯვენა შენაკადი).
ხალხური ტრადიციული გადმოცემით მდინარის სახელწოდებას საფუძვლად დასდებია ის ფაქტი, რომ ამ ხევს სცოდნია უეცარი ადიდება. როცა ის ადიდდება, ყველაფერი თან მოაქვს, ქვის ლოდები, ხეები, ღორღი. ერთხელ, დიდი ხნის წინათ, მდინარე მოხვურასთან შეერთების ადგილას „იმდენი ხე რთულა, რომე წყალზეთ ფეხით გედეიარდა გზავრი". სხვაგვარი გადმოცემით „ეს ხევი რთულა (ე.ი. მიხველ-მოხვეულად) ნადინარა და სახელადაც ასთე დოუთქვამთ“.
სინამდვილეში ტოპონიმის წარმოშობის გზა სულ სხვაგვარია. კერძოდ, ამოსავალია ადგილის სახელი ხერთა (სახნავი მამულია ს. მოხვაში); ამ სახნავ-სათესი ფართობის ახლო ჩამომდინარ წყალს, ბუნებრივია, ხერთა-ულა, იგივე ხერთ-ულა შეერქმეოდა. –ურა||-ულა სუფიქს ზემოიმერულ ჰიდრონიმიაში საკმაოდ ხშირად იჩენს თავს: ლაშე – ლაშურა, ნუნისი - ნუნისურა, საირხე - საირხულა, და სხვ. მრ. მაშასადამე ხერთულა ნიშნავს „ხერთის წყალი“, „მდინარე, რომელიც ადგილ ხერთას ჩამოუდის. თვით ტოპონიმ ხერთას შინაარსი გაურკვეველია (ხე-თა „ტყიანი მთა"?) რ- სონორის განვითარება ყრუ თ-ანის წინ ზემოიმერული დიალექტისათვის ერთობ ნიშანდობლივი ფაქტია.