ბაზალეთის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბაზალეთის ტბა''' - თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, მის შუაგულში კი ოქროს [[აკვანი]] დგას, აკვანში წევს მძინარე ყრმა... დადგება დრო, როცა გაიღვიძებს იგი, ადგება აკვნიდან და მხსნელად მოევლინება ქვეყანას, მარადიულ გაზაფხულს მოიტანს დედამიწაზე. ამ თქმულებაზეა დაწერილი ილიას ლექსი „ბაზალეთის ტბა“:
+
[[ფაილი:BazaleTis tba.jpg|thumb|250პქ|'''ბაზალეთის ტბა''']]
 +
'''ბაზალეთის ტბა''' - მდებარეობს სოფელ [[ბაზალეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ბაზალეთი]]ს მახლობლად (დუშეთის რ-ონი), ხშირად იხსენიება მითოლოგიურ ნაწარმოებებში მათ შორის [[იახსარი]]სა და [[დევი]]ს ბრძოლის ვარიანტებში. გვხვდება ძველ საგმირო სიმღერებში („..სასმელად არ ეყოფიან ბაზალეთურნი ტბანია“). [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] ლექსს „ბაზალეთის ტბას“, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე ოქროს [[აკვანი]]ა შიგ მწოლიარე ყრმით ხალხური [[თქმულება]] უნდა ედოს საფუძვლად.
 +
 
  
[[ფაილი:BazaleTis tba.jpg|thumb|350პქ|'''ბაზალეთის ტბა''']]
 
  
 
:::::<small>„ბაზალეთისა ტბის ძირას
 
:::::<small>„ბაზალეთისა ტბის ძირას
ხაზი 46: ხაზი 47:
  
  
== წყარო ==
+
==წყარო==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
+
[[კატეგორია:თქმულებები]]
 
+
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
[[კატეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:ტბები საქართველოში]]
[[კატეგორია:ქართული მითები]]
+
[[კატეგორია:ტბები]]
+

მიმდინარე ცვლილება 14:16, 1 მაისი 2024 მდგომარეობით

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა - მდებარეობს სოფელ ბაზალეთის მახლობლად (დუშეთის რ-ონი), ხშირად იხსენიება მითოლოგიურ ნაწარმოებებში მათ შორის იახსარისა და დევის ბრძოლის ვარიანტებში. გვხვდება ძველ საგმირო სიმღერებში („..სასმელად არ ეყოფიან ბაზალეთურნი ტბანია“). ი. ჭავჭავაძის ლექსს „ბაზალეთის ტბას“, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე ოქროს აკვანია შიგ მწოლიარე ყრმით ხალხური თქმულება უნდა ედოს საფუძვლად.


„ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან-ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი - სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან:
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან.
ამბობენ, თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იმას კი აღარ ამბობენ,
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!“


[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები