თავრიჯული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თავრიჯული“ გადაიტანა გვერდზე „თავრეჟული“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თავრეჟული“ გადაიტანა გვერდზე „თავრიჯული“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 20:59, 2 მაისი 2024 მდგომარეობით

თავრიჯული, (თავრეჟული) – მესხური მსხლის ჯიში. ეძახიან ხეჭეჭურსაც ფართოდაა გავრცელებული მესხეთში. ერთეულების სახით. გვხვდება საქართველოს სხვა მხარეებშიც. მაღალტანიანია. მსხმოიარობაში შედის მე-8-10 წელს. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მსხლისებრი, სქელკანიანი, მოყვითალო-მწვანე. ტკბილი, წვნიანი, თავისებური არომატისა და ხრაშუნაა ხეჭეჭურისებრად. საშუალომოსავლიანია (იძლევა 250 კგ მოსავალს). ინახება დიდხანს (აპრილამდე), ტრანსპორტაბელურია. მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეა.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები