კოდიან (სამარხი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოდიანი''' – ყორღანული სამარხი საქართველოში, [[ბორჯომის მუ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[უძველესი ადამიანის საქმიანობა და გარემო პირობები-საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების პალინოლოგიური მონაცემები]]
+
უძველესი ადამიანის საქმიანობა და გარემო პირობები-საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების პალინოლოგიური მონაცემები
  
 
[[კატეგორია:ყორღანული სამარხები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ყორღანული სამარხები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ყორღანული სამარხები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:ყორღანული სამარხები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]

მიმდინარე ცვლილება 16:15, 8 მაისი 2024 მდგომარეობით

კოდიანი – ყორღანული სამარხი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, შუა ბრინჯაოს ხანა.

მდებარეობს ბაკურიანის სამხრეთ-დასავლეთით, სოფლების საკირესა და ციხიაძირს შორის. ყორღნის ზომები არცთუ ისე დიდია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2289 მეტრია. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ყორღანი ძვ. წ. 27-25 საუკუნეებით თარიღდება. ყორღანში ნაპოვნია 50 წლის ქალის ჩონჩხი. ყორღნის აღმოჩენის ადგილზე დღეს იზრდება სუბალპური ტიპის ბალახოვნები, ღრმა ხეობებში კი ვრცელდება კავკასიური როდოდენდრონის ბუჩქები და სუბალპური ტანბრეცი ხემცენარეები. თანამედროვე კლიმატური პირობები მაღალმთის ამ ნაწილში დღეს საკმაოდ მკაცრია.

ადრე ბრინჯაოს პერიოდში მეფუტკრეობას უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ეს იმითაც დასტურდება, რომ თაფლს ხშირად ატანდნენ მიცვალებულს და შესაძლოა ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. ამის მაგალითია კოდიანის ყორღანი, სადაც აღმოჩნდა თაფლით სავსე თიხის რამდენიმე ჭურჭელი.

ყორღნიდან სულ აღებული და პალინოლოგიურად შესწავლილია 18 ნიმუში, რომლებიც აღებულია დასაკრძალავი კამერის იატაკიდან, ჭურჭლებიდან და განამარხებული ნიადაგიდან. დიდ ინტერესს წარმოადგენს სამი ჭურჭლის შიგთავსის პალინოლოგიური სპექტრები. ორი მათგანი იყო თიხის, ხოლო ერთი - ხის. აღსანიშნავია, რომ ჭურჭლიდან მოპოვებულ მასალაში ნაპოვნია ძალიან დიდი რაოდენობის მცენარეთა მტვერი და მათი თითქმის 90% ეკუთვნოდა თაფლოვან მცენარეებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ჭურჭელში თაფლოვან მცენარეთა გარდა აღმოჩენილია ფუტკრის ბუსუსები, მათი კლანჭისებური ტერფები და ეპიდერმისი.


[რედაქტირება] წყარო

უძველესი ადამიანის საქმიანობა და გარემო პირობები-საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების პალინოლოგიური მონაცემები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები