უზნის ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უზნის ციხე“ გადაიტანა გვერდზე „უზნარიანის ციხე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უზნარიანის ციხე“ გადაიტანა გვერდზე „უზნის ციხე“ გადამისამართ...) |
მიმდინარე ცვლილება 21:36, 15 მაისი 2024 მდგომარეობით
უზნის ციხე, უზნარიანის ციხე – ციხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთისწყლის ნაპირას, დაბა წაღვერის სიახლოვეს. ვახუშტი ბაგრატიონი მას უზნარიანის ციხის სახელით იხსენიებს: „კიმოთისმანს ქვეით არს ციხე, თორის-წყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი“. ხალხური თქმულებით, ეს სახელი ციხეს ეწოდა მცენარე უზნის გამო, რომელიც იზრდება ციხის გარშემო. სხვა მოსაზრებით კი, ციხე ეკუთვნოდა უზნაძეების გვარს.