ნეძვისწყალი
(ახალი გვერდი: '''ნეძვისწყალი, ნეძურა''' – მდინარე [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მდინარეები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:მტკვრის შენაკადები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:57, 19 მაისი 2024 მდგომარეობით
ნეძვისწყალი, ნეძურა – მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მტკვარს უერთდება დაბა ახალდაბასთან. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძეა 13 კმ. მარცხენა შენაკადებია: გვირგვინასწყალი, ხერგულებისწყალი, ქექიასწყალი, ხოლო მარჯვენა შენაკადები: კარტისწყალი და წიფლარისწყალი. მდინარის ხეობაში გაბატონებულია კოლხური რელიქტური სახეობების სიმრავლით გამოირჩეული წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეები, რითაც იგი განსხვავდება თრიალეთის ქედის დანარჩენი, მისგან აღმოსავლეთით მდებარე ნაწილისაგან. იგი უფრო მეტ მსგავსებას იჩენს დასავლეთ საქართველოს მცენარეულ საფართან. წიფლის გარდა, აქ გვხვდება წაბლი (Castanea sativa), უხრავი (Ostrya carpinifolia), ურთხელი (Taxus baccata) და სხვ. მარადმწვანე ქვეტყიდან დამახასიათებელია შქერი (Rhododendron ponticum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვ. ხშირია ლიანებიც.